საკითხავისასარგებლო

მიწისძვრები

41550537efb5

მიწისძვრები . . .

1999 წლის 17 აგვისტოს დილით თურქეთის პატარა ქალაქ იზმითის ქვეშ,დიდსიღრმეზე,ქანებმა მსხვრევა დაიწყო და ერთმანეთისკენ დაიძრა.იზმითი და მისი მახლობელი მიწები აზანზარდა .მიწისძვრის შემდეგ მიწაში 100-კილომეტრიანი ბზარი გაჩნდა და ქანები 3 მეტრით გადაადგილდა.იზმითის მიწისძვრამ ასობით სახლი დაანგრია და 18000 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა.ამას გარდა,მანვე წარმოშვა ცუნამიც,წყლის დიდი ტალღა,რომელმაც თურქეთის სანაპიროს გადაუარა. მიწისძვრები მაშინ ხდბეა,როცა ქანები იმსხვრევა და დედამიწის ქერქში გაჩენილი ბზარების გასწრივ მოძრაობას იწყებს.

745901d0c573

ქანების მსხვრევა

დედამიწის ზედაპირი ბევრი დიდი ნაწილისგან ანუ ბაქნისგან შედგება,რომლებიც ძალიან ნელა მოძრაობენ.მიწისძვრების უმეტესობა ამ ბაქნების ნაპირებთან ხდება,სადაც ქანები ერთმანეთს ეხახუნება.ზოგან ქანები განუწყვეტლივ მოძრაობს,ამიტომ მცირე რხევები წყდება.სხვა ადგილებში ორი ქანი ერთმანეთის გვერდის ავლას ცდილობს,მაგრამ ორივე “იჭედება”.ამ ადგილზე წნევა მრავალი წლის მანძილზე იზრდება,სანამ ქანი არ გაიბზარება და მიწას ძლიერი მიწისძვრა არ შეარყევს.

9441c9eece0d

სეისმური ტალღები

როცა ქანები იმსხვრევა,მეზობელ ქანებს გამოთავისუფლებულ ენერგიას გადასცემს.ამ ენერგიას სეისმური ენერგია ეწოდება.ის მიწაში სეისმური ტალღების სახით გადაადგილდება.სეისმური ტალღები ქანებში თითქმის ისევე გადის,როგორც ოკეანური ტალღები – წყალში.ზოგი ტალღა დედამიწის სიღრმეში მოძრაობს,ზოგი კი – მის ზედაპირზე.ზოგი ქანებს ვერტიკალურად არხევს,ზოგი კი – ჰორიზონტალურად.ზოგი ტალღა ქანებს კუმშავს და წელავს.სწორედ სეისმური ტალღები არხევს მიწას და შენობებს მიწისძვრების დროს.

მსგავსი ამბები

Back to top button