Devil’s Tower
ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი ადგილი ჩვენს პლანეტაზე,რომელიც ძალიან უყვართ მოგზაურებს–კლდე „Devils Tower“,რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ვაიომინგში(ამერიკის შტატში).
მოდით,დავიწყოთ იმით,რომ Devils Tower-ის ან Devil’s Tower-ის (ეშმაკების გოდოლი) გარდა ამ ადგილს სხვა სახელწოდებებიც აქვს.სხვა სახელწოდება დაკავშირებულია ინდიელების ლეგენდასთან,რომლის მიხედვითაც 7 ადგილობრივი მცხოვრები გოგონა,რომლებიც სეირნობდნენ ტყეში,გადაეღობათ უზარმაზარი და მრისხანე დათვი.
გოგონებმა თავს გაქცევით უშველეს,მაგრამ დათვიც არ ნებდებოდა.სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბავშვები უბრალო ქვაზე აძვრნენ და ლოცვა დაიწყეს.ევედრებოდნენ „დიდ სულს“ გადარჩენას.
ლეგენდის თანახმად:სულმა შეისმინა უდანაშაულო გოგონების უბედურება და ქვამ მოულოდნელად დაიწყო ზრდა.ასე,რომ გოგონები თანდათანობით ამაღლდნენ და უფრო მაღლა იყვნენ ვიდრე დათვი.
გააფთრებული დათვი არ ჩერდებოდა და ცდილობდა კლდეზე ასვლას,მაგრამ უშედეგოდ,და კლდემ სამუდამოდ დაიტოვა დათვის უზარმაზარი ბრჭყალების კვალი.
ამ შემთხვევაში,კლდე კიდევ აგრძელებდა ზრდას,სანამ გოგონები ცას არ გადავიდნენ.საბოლოოდ კი Pleiades–ის ვარსკვლავების ჯგუფამდე მიაღწიეს.ეს არის ინდიელების მითიური სახელწოდება კლდისთვის–Mato Tipila,რომელიც „დათვის ბუნაგს“ ნიშნავს.
ინდიელების სხვა ლეგენდის მიხედვით ქვა შექმნა ბოროტმა დემონმა,რომელმაც მაგრად დაარტყა დოლს და აამოქმედა ჭექა–ქუხილი,ამ კლდიდან კი ამოაფრქვია ელვისებური ვულკანი.
ზოგიერთ ინდიელს სჯეროდა,რომ ეს მთის ბნელი არსი იყო და მთას „ცუდი ღმერთის გოდოლი“ უწოდეს და ამიტომაც თვლიან,რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ უნდა დასახლდეს არავინ.
მე–20 საუკუნეში ინდიელთა ლეგენდები მისტიკურმა თეორიებმა შეცვალა და ამბობდნენ,რომ ეს მთა უცხოპლანეტელების დასაჯდომი ბილიკი იყო.