საკითხავისასარგებლო

დაბნელებები

d4bea5e67fc1

მზის მხოლოდ წვრილი ნამგალი მოჩანს და ცა სწრაფად ბნელდება.უეცრად სინათლის უკანასკნელი სხივიც ქრება.მთვარის ბნელ დისკოს გარს ცეცხლის ვარდისფერი რკალი და ბრჭყვიალა სინათლის შარავანდედი აკავს.მზის სრული დაბნელება თავის კულმინაციას აღწევს.

f33116041fef

როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გადის,ის მზის ყვითელ დისკოს ეფარება.ამის შედეგად ხილული ხდება მზის გარე ფენა,ე.წ. კორონა,ანუ მზის გვირგვინი.ეს ულამაზესი სანახაობა საოცარი დამთხვევის შედეგია:მთვარე და მზე დედამიწის ცაზე თითქმის ერთი ზომისაა.სინამდვილეში მზე მთვარეზე 400-ჯერ უფრო დიდია,მაგრამ,ამავე დროს,ჩვენგან 400-ჯერ უფრო შორსაცაა.

სრული დაბნელება მაშინ ხდება,როცა მზის ყვითელი დისკო მთლიანადაა დაფარული.ეს შეიძლება რამდენიმე წუთს გაგრძელდეს.მზის დაბნელების დანახვა მხოლოდ იქ შეიძლება,სადაც მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირს ხვდება.უფრო ფართო ტერიტორიაზე ნაწილობრივ დაბნელებას ვხედავთ,რაც იმას ნიშნავს,რომ მთვარე მზეს მხოლოდ ნაწილობრივ ეფარება.ნაწილობრივი დაბნელების დროს ცა არ ბნელდება და მზის გვირგვინსაც ვხედავთ.

მთვარის დაბნელება

ee426a638144

ზოგჯერ მთვარე დედამიწის ჩრდილში ხვდება.მზის სინათლე მთვარეს აღარ ეცემა და აღარ ირეკლება.ეს მთვარის დაბნელებაა.თუმცა,მთვარე სრულიად უხილავი მაინც არ ხდება,ის,როგორც წესი,მკრთალ-ნარინჯისფერ-ყავისფრად ანათებს.ამ განათების მიზეზი ატმოსფეროში გარდატეხილი და შემდეგ დედამიწის ჩრდილში მოხვედრილი მზის სინათლეა.მთვარის დაბნელება დედამიწის ყველა წერტილიდან მოჩანს,სადაც მთვარე ამოსულია, და ზოგჯერ 2,5 საათს გრძელდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close