მისტიკასაკითხავიუცნაური

ლეგენდები: ლონდონის ნეკროპოლისი

9ab6fc31d4fb

გამარჯობა მკითხველო! პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო,რომ კონკურსში მხარი დამიჭირეთ :) ახლა კი,ჩემი საყვარელი ქალაქის ნეკროპოლისის შესახებ მოგიყვებით

XIX საუკუნის პირველი ნახევრის დროს,ლონდონის მოსახლეობა 2ჯერ გაიზარდა.გაჩნდა პრობლემა- სად დაემარხათ გარდაცვლილები.იმ დროს,სასაფლაოს მაგივრად,იყენებდნენ ეკლესიის ეზოებს.გადასახლების შედეგად,საფლავებს რამოდენიმეჯერ მოიხმარდნენ,ძვლები მიწაში იფანტებოდა და შემდეგ წყალსაცავებში ხვდებოდა,რის შედეგადაც ბევრ მცხოვრებს დაავადება უვითარდებოდა.ქოლერის ეპიდემიამ 1848-49 წწ. 15 ათასზე მეტი ლონდონელის სიცოცხლე შეიწირა.პრობლემა ლორდ რიჩარდ ბრაუნმა გადაწყვიტა,მან იყიდა 40 ათასი კვ.კმ. მიწის ნაკვეთი ბრუქვუდის სოფლის მახლობლად.იქ გაკეთდა სასაფლაო,რომელსაც ლონდონის ნეკროპოლისი დაერქვა.

ახალმა რკინიგზამ შეაერთა ქალაქი და ბრუქვუდი.სერ ბრაუნმა შესთავაზა,კუბოები ზუსტად მატარებლით გადაეტანათ.ეპისკოპოსი ჩარლზ ბლუმფილდი,ამის წინააღმდეგი იყო,რადგანაც ყველა აღმსარებლობის ადამიანი შესაძლოა გვერდიგვერდ მოხვედრილიყო.მაგრამ,სხვა გამოსავალი არ იყო.გარდაცვლილების და მათი ნათესავების ცხენებით გადაყვანა დიდ დროს მოითხოვდა.საჭიროა გავითვალისწინოთ,რომ იმ დროს რკინიგზა და მატარებლები ახალი ხილი იყო.პირველი რკინიგზა,რომელიც აერთიანებდა ვატერლოოს და საუტგემპტონს,დაიწყო ფუნქციონირება 1838 წელს.ხაზი კი,რომლის ბოლო ლონდონი ნეკროპოლისი იყო,1852 წელს გაიხსნა.

0ca7bcbb9f1b

1852 წელს,პარლამენტის მიერ,იყო არჩეული ნაციონალური მავზოლეური კომპანია,რომელიც ემსახურებოდა ლონდონის ნეკროპოლისს და მის “კლიენტებს”.”მკვდართა მატარებელში”,რომელსაც კუბოები გადაჰქონდა,არსებობდა 3 კლასი- სხვადასხვა ღირებულების.პირველი კლასის ვაგონები იყო ძალიან კარგად აღჭურვილი და მორთული.გზაში გარდაცვლილის ნათესავებს ყველა პირობა ჰქონდათ,ცხელი ჩაიც კი.

1854 წლის 7 ნოემბერს ეპისკოპოსმა აკურთხა მატარებელი,6 დღის შემდეგ კი პირველი სამგლოვიარო რეისი შედგა.ლორდ ბრაუნი ეგვიპტოლოგი იყო და მას უნდოდა რომ სასაფლაო ზუსტად ისე ყოფილიყო მოწყობილი,როგორც ძველ ეგვიპტეში ნილოსის დასავლეთ მხარეს.

ითვლებოდა,რომ ლონდონის ნეკროპოლის,მომავალ წლებში ყველა დაღუპულ ლონდონელს დაიტევდა.

დროთა განმავლობაში სასაფლაო ფართოვდებოდა.მატარებელი მას რამოდენიმეჯერ უვლიდა გარსს და დანიშნულ ადგილებზე ჩერდებოდა.სადგურებზე იყო დასვენების ოთახები და ბუფეტები,სადაც სამგლოვიარო საჭმელის შეკვეთა შეიძლებოდა.1899 წლისთვის ლონდონიდან ბრუქვუდამდე დადიოდა უკვე 3 მსგავსი მატარებელი და ყოველ დღე 60მდე დასაფლავება ხორციელდებოდა.

ee1a0036c68f

ლონდონი ინტენსიურად ვითარდებოდა.გაიხსნა ახალი სასაფლაოები.ლონდონის ნეკროპოლისში უკვე იშვიათად იმარხებოდა ვინმე,ბოლო კი 1941 წელს იყო.

თავიდანვე ლონდონის ნეკროპოლისსა და მკვდართა მატარებელზე ლეგენდები დადიოდა.1912 წელს ავარია მოხდა და მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ვინმე ჩარლზ ხოსფილდის კუბო გადატრიალდა…და შიგნით არავინ აღმოჩნდა.ეს როგორ მოხდა- გაურკვეველია.დაახლოებით 10 ადამიანი იყო იმის მომსწრე,როგორ ჩადეს კუბოში ჩარლზის სხეული,მატარებელში კი მისი მოპარვა შეუძებელი იყო.ეს უცნაური შემთხვევა კიდევ იმიტომ გავრცელდა გაზეთებში,რომ ჩარლზი “ტიტანიკის” ავარიის დროს იყო გადარჩენილი.იგი ამოიყვანეს წყლიდან,მაგრამ რამოდენიმე საათში გარდაიცვალა.

ახლა ლონდონი-ბრუქვუდის ხაზი ისევ ფუნქციონირებს,მაგრამ მატარებელი დაკეტილ სასაფლაოსთან არ ჩერდება.შენოდა,სადაც იყო სასაფლაოს ოფისი და არქივი 1972 წელს დაიწვა.ხანძრის მიზეზი უცნაური იყო : დიდ მუხას ელვამ დაარტყა,ხოლო ცეცხლი შენობის სახურავს გადაედო.

XX საუკუნეში ხალხი იშვიათად მოდიოდა ლონდონის ნეკროპოლისში,რათა საფლავებისთვის მიეხედათ.ხმები გავარდა,სასაფლაოზე უცნაური შემთხვევების შესახებ.საფლავებზე ყვავილები ჩნდებოდა,რომელიც არავის მოუტანია,ისინი არ ჭკნებოდნენ კვირების მანძილზე.ბავშვების საფლავებზე კი სათამაშოები ჩნდებოდა.ერთხელ,ერთი გოგონას საფლავზე,რომელიც ქორწილის წინა დღეებში დაიღუფა,საქორწინო კაბა აღმოჩნდა.

b73c36ec870e

მნახველები ხშირად ხედავდნენ მამაკაცებს და ქალებს,რომლებიც სეირნობდნენ სასაფლაოს პარკში.ქალებს გრძელი კაბები,ხოლო მამაკაცებს სმოკინგები ეცვათ.სალამზე ეს ხალხი არ პასუხობდა.თუ ვინმე ცდილობდა ადევნებოდა,ფეხს უჩქარებდნენ და საფლავებს შორის უჩინარდებოდნენ.

1990-იან წლებში გაჩნდა ლეგენდა,რომ ლონდონის ნეკროპოლისში სატანისტებმა დაისადგურეს და იქ შავ-ბნელ მესსებს ატარებდნენ.პოლიციელებმა გამოიძიეს და იპოვეს ნახევრად დამწვარი შავი სანთლები და ასევე ძაღლების და კატების თავები.მაგრამ,არაა გასაგები,როგორ მოხვდნენ სამრეკლოში ეს ნივთები.კარები და ფანჯრები დიდი ბოქლომებით იყო დაკეთილი,ჟანგი და ქსელები ამის მანიშნებელი იყო,რომ შიგნით ვერავინ შეაღწევდა.

ცნობილმა ჟურნალისტმა,მარგარეტ ჰობბმა დაწერა ბესტსელერი,ლონდონის ნეკროპოლისის ლეგენდებზე დაყრდნობით.მალევე შეიქმნა ორგანიზაცია,რომელიც ბრუქვუდის სასაფლაოზე ექსკურსიებს ატარებდა.ტურისტებს საშუალება ეძლეოდათ გაეგოთ სასაფლაოს ისტორია და ასევე ის უცნაურობები,რომელიც იმჟამად ხდებოდა.

მაგრამ,2004 წელს ამ ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა იმის მერე,რაც ერთ-ერთი მისი წევრი მოკლული იქნა.60 წლის ქალის ცხედარი სასაფლაოს პარკში იპოვეს.ნორას ეცვა მონაზვნის ტანისამოსები და ხელში კრიალოსანი ეჭირა.მისი თვალები ამოთხრილი იყო.პოლიციელებმა დანაშაული ვერ გამოიძიეს და იგი გაუხსნელი დარჩა…

დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია ისიამოვნეთ პოსტის წაკითხვით.ყველას დიდი მადლობა.

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button