არქივი

საინტერესო ფაქტები კურტ კობეინის შესახებ

3c5d32ee552f

1. სანამ კურტ კობეინი ჯგუფ “Nirvana”_ში მოხვდებოდა, ის ცდილობდა მოხვედრილიყო ჯგუფ “Melvins”_ში მაგრამ ის არ მიიღეს.

2. იმ მომენტში, როდესაც “Nirvana”_ს კარიერა იწყებოდა, მათ მიუვიდათ ფაქსი “Металлика”_სგან თანამშრომლობაზე, მაგრამ ნირვანამ უარი უთხრა.

3. წლების განმავლობაში კობეინი მუშაობდა ფილმის სერიების შექმნაზე “Super-8″, ამ ფილმის ერთ-ერთ სცენაში არის კობეინის თვითმკვლელობის სცენაც.

4. თავისუფალ დროს კობეინს უყვარდა ხორცის ნაჭრების ყიდვა და მათი ტყეში სროლა.

5. თავიდან კურტს ყოველ სცენაზე გასვლამდე გული ერეოდა.

6. 1976 წლის ივნისში როდესაც მისი მშობლები გაშორდნენ, ახალგაზრდა კობეინმა თავის ოთახში კედელზე დაწერა:”მე მეზიზღება დედა, მე მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა, ამის გამო შეუძლებელია უბრალოდ არ იყო მოწყენილი”.

7. კობეინის ერთ-ერთმა მეგობარმა კერი მონტგომერმა ერთხელ თქვა:”ის ქალებს უჩენდა სურვილს ეზრუნათ და დაეცვათ იგი, ერთდროულად იყო სასტიკიც და სუსტიც, ის მოგეჩვენებოდათ ძლიერიც და დაუცველიც”.

8. თავისი პირველი კომპოზიცია კობეინმა ჩაწერა 1982 წელს დეიდამისის მარის სახლში და დაარქვა “Organized Confusion”.

fac8813bbee4

9. კობეინმა ყოველდღიურად დაიწყო ჰეროინის მიღება, რათა დაეხშო ძლიერი კუჭის ტკივილი.

10. გავრცელებული ინფორმაციით ის ჰეროინზე დღეში 100 დოლარს ხარჯავდა.

11. კობეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ “Sex Pistols” უკეთესი ჯგუფი იყო ვიდრე “Clash”.

12. იმის შემდეგ რაც “Nirvana” ცნობილი გახდა, მათ შესთავაზეს რომ დაეკრათ ანდეგრაუნდის ფესტივალზე, მაგრამ პროექტის კოორდინატორებმა უარი განუცხადეს, რითაც კობეინს გული ძალიან ატკინეს.

13. კურტს ხანდახან ჰქონდა მომენტები, როდესაც ჯდებოდა კუთხეში და 45 წუთის განმავლობაში ხმას არ იღებდა.

14. კობეინს შეეძლო მთლიანი დიალოგის ციტირება გაეკეთებინა ფილმიდან “Close Encounters of the Third Kind”.

15. რამოდენიმე საათის შემდეგ რაც გამოსვლა ჰქონდათ “Saturday Night Live”_ზე და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ რაც “Nevermind” გახდა ჩარტების პირველი ადგილის მფლობელი, კობეინს ნარკოტიკების ზედმეტი დოზა მოუვიდა. ის ნახა კორტნი ლავმა დილის 7 საათზე იატაკზე მწოლიარე. მან შეძლო მისი გონზე მოყვანა.

16. 1991 წლის შობის მიწურულს კორტნი ლავმა და კურტმა გადაწყვიტეს ერთად ეცხოვრათ თავიანთი მეგობრის სახლში ერთ პატარა ოთახში.

43604fbe81f8

17. ახალგაზრდობაში კურტს ჰქონდა გამოწერილი რიტალინი, ჰიპერაქტიურობის დასაწევად.

18. კითხვაზე უნდოდა თუ არა კობეინს ყოფილიყო ნომერი პირველი ბილბორდებში, მან უპასუხა:”ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც მე_16 ვიყო, უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვინც უკანალს დამიკოცნის”.

19. კობეინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი იყო წიგნი “Naked Lunch”, რომელიც პირველი გამოცემა იყო და ხელმოწერილი იყო ავტორისაგან უილიამ ბეროიზისაგან.

4d33377db10f

20. სანამ კობეინი ცნობილი გახდებოდა, ის მუშაობდა საბავშვო აუზში ინსტრუქტორად.

21. ბავშვობაში კურტს ქონდა ბარაბანების მოწყობილობა მიკი მაუსის გაფორმებით.

22. პირველად კობეინმა საკუთარი თავი ტელევიზორში იხილა 1991 წლის 28 სექტემბერს. ეს იყო MTV_ის ვიდეო ჩანაწერი.

23. 1 წლის ასაკში კურტს ჰელოუინზე ეცვა დაჭრილი რეზინის ქალის კოსტუმი.

24. კობეინის ყველაზე საყვარელი სიმღერა იყო “Gigantic”, ჯგუფ “Pixy” შესრულებით.

25. კურტს ბავშვობაში ჰყავდა წარმოსახვითი მეგობარი “Boddah”.

26. ერთხელ კობეინმა თქვა:”ცხოვრების დიდი ნაწილი მამაკაცურად გავატარე, მაგრამ ყოველთვის მერჩივნა ქალებთან ურთიერთობა, მე მომწონდა უფრო წყნარი მუსიკა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მარიხუანის მოწევა დავიწყე”.

018d117a2c6e

NAMU

nothing

მსგავსი ამბები

Back to top button