შაურმა – Doner
ეს ჩემი ტკივილია და სიცოცხლე.. ბედნიერება და სიხარული, მას ვერასდროს ჩავუვლი გვერდზე გულგრილად.. არ ვიცი თქვენ რას გადაწყვეტთ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ მე მუდამ ვიქნები მისი კუჭმორჩილი ერთგული .. გაგრძელებაში ნახავთ შაურმაზე ცოტაოდენ , მაგრამ საინტერესო ინფორმაციას …
ბრიტანელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ Fast-food-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი – შაურმა, ჯანმრთელობისათვის საშიშ რაოდენობა მარილს, ცხიმებსა და კალორიებს შეიცავს.
ექსპერტებმა ამგვარი დასკვნა ინგლისის სხვადასხვა რეგიონში შეძენილი 494 ქაბაბის შემადგენლობის შესწავლის შემდეგ დაადგინეს. გაირკვა, რომ საშუალო ზომის საქონლის ხორცის ან ქათმის პიტა დაახლოებით ათას კალორიას შეიცავს, რაც ქალებისათვის გათვალისწინებული ენერგეტიკული ღირებულების ერთი დღის ნორმის ნახევარს შეადგენს.
დადგინდა, რომ შაურმაში მარილის შემცველობა ერთი დღის ნორმის 98 %-ს, ხოლო ჯანმრთელობი-სათვის საშიში ცხიმების მოცულობა 148%-ს შეადგენს.
ზოგიერთი შაურმის ენერგეტიკულმა ღირებულებამ ექსპერტებს შორის განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. რთულია არ გაოგნდე, როდესაც შეიტყობ, რომ სოუზითა და სხვა სანელებლებით გაჯერებული ერთი ულუფა ხორცი 1990 კალორიას, ცხმისა 346%-ს და მარილის 277%-ს შეიცავს.
ყველაზე ჯანმრთელი ჩრდილოეთ ირალნდიაში დამზადებული შაურმა აღმოჩნდა. მისი ენერგეტიკული ღირებულება 843 კალორიას შეადგენს.
კვლევამ სხვა დარღვევებიც გამოავლინა. დადგინდა, რომ შაურმის 35% მზადდება არა მხოლოდ საქონლის, არამედ ღორის ხორცისგანაც, რაც ინგრედიენტებს შორის მითითებული არ არის. უფრო მეტიც, ასეთ შაურმას მწარმოებლები ხშირად ”ჰალალის” სახით (მუსლუმანებისთვის დასაშვები) ყიდიან.
ექსპერდებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტსაც, რომ სასადილოებში გაყიდული სხვადასხვა ზომის – ”დიდი” და ”პატარა” შაურმა, სინამვილეში ერთი წონისა და ენერგეტიკული ღირებულების იყო.
ბრიტანეთის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ჯეფრი ტეობალდის თქმით, იმ დროს როდესაც ბრიტანეთში ჭარბი წონით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა იზრდება, მწარმიებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პორციის ზომას. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები გაითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს და შაურმას ნორმების დაცვით დაამზადებენ” – განაცხადა ჯეფრი ტეობალდმა.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯეფრი ტოებალდს, ასევე იმ ადამიანებს ვინც გამოიკვლია, ან იკვლევს შაურმის ვარგისიანობას.. უღრმესი მადლობა დიეტოლოგებსა და სხვა მედიცინის მუშაკებს ცხიმების, კალორიებისა და მარილების დათვლისთვის, მაგრამ ამით ჩემს ცხოვრებაში ვერაფერი შეიცვლება.. (( ეს ჩემი გუშინდელი ვიზიტია მასთან… ნუ გიკვირთ ხალხნო ჩემი ასეთი მდგომარეობა .. მე აქ დაახლოებით 40 სმ-იან შაურმას გამარჯვებით გავუმკლავდი..
წყარო: ambebi.ge