მისტიკასაკითხავიუცნაური

დავიწყებული ტაბუ: გარდაცვლილთა საკუთრება

10e3ed1e3945

მოკლედ ამ ბოლო დროს მუზა მომაწვა :) ან იქნებ უსაქმურობის ბრალია? მაგრამ,შენ,ჩემო მკითხველო,უბრალოდ ისიამოვნე პოსტით,რომელსაც დღეს შემოგთავაზებ

მაშ ასე,

ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ყველა ცდა,მიითვისო გარდაცვლილის ქონება,თუ მემკვიდრეობით არ არის დატოვებული,ან სიცოცხლის პერიოდში უბრალოდ ნაჩუქარი.ეზოტერიკები თვლიან,რომ გარდაცვლილის სულსა და ქურდს შორის კავშირი მყარდება.მას ნეკროტიკულს ეძახიან.ის შეიძლება გამოჩნდეს ყველაზე მოულოდნელ და საშინელ სახედ…

გოგოლის ” წინასწარმეტყველებები”

7ba94e23d599

1931 წელს,წმინდა დანილის მონასტერში,რომლის მახლობლადაც იყო დამარხული დიდი რუსი მწერლის ნ.კ. გოგოლის ნეშტი,გადაწყვიტეს აეშენებინათ არასრულწლოვნების კოლინია.გოგოლის ნეშტი კი გადაწყვიტეს მოსკოვში გადაეტანათ.გადატანის ცერემონიაზე ბევრი რუსი მწერალი და ლიტერატორი შეიკრიბა.როდესაც კუბოს თავსახური ახადეს,აღმოჩნდა,რომ მწერლის თავის ქალა და ჩონჩხი სხვადასხვა ადგილას დევს.ასე,დანაწევრებულად დამარხვა მიღებული იყო წარმართული ტომებში.

XIX საუკუნეში კი ასეთი რიტუალი რუსეთში,უკრაინაში და ბელორუსიაში იყო: მას აკეთებდნენ ისინი,ვისაც გარდაცვლილი ჯადოქრის ეშინოდა.ითვლებოდა,რომ სული უთავო სხეულში ვერ დაბრუნდება.თუმცა,ცერემონიის მონაწილეებს არც ღმერთის და არც ეშმაკის სწამდათ.სინდისის ქენჯნის გარეშე დაანაკუწეს მწერლის სხეული.მაგალითად,მწერალმა ვსევოლოდ ივანოვმა,სუვენირად გოგოლის ნეკნი აიღო.ლენინგრადის ჩასვლის შემდეგ მან ტრაბახი დაიწყო,რომ არაჩვეულებრივი რელიქვიის მფლობელია.ამ დროს,ძვალი მისი პალტოს შიდა ჯიბეში იდო.მაგრამ,როდესაც ივანოვი მის მოსატანად წავიდა,ნეკნი თავის ადგილზე არ აღმოჩნდა.ის უკვალოდ გაქრა…

ალექსანდრე მალიშკინი,რომელმაც სუვენირად რაღაც ფოლგაში გახვეული აიღო,მალევე გარდაიცვალა უცნაური დაავადებით.სასაფლაოს დირექტორმა,გოგოლის ჩექმები წამოიღო…ამის შემდეგ ყოველ ღამე ესიზმრებოდა რომ ჩექმები ცოცხლდებიან და მას ახრჩობენ.მეგობრის რჩევით,მაგ გოგოლის ნეშტის გვერდით დამარხა ჩექმები,მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდა კოშმარები.

ტყუილად არ არის (ცრუ)რწმენა,რომ თუ გარდაცვლილს იმას წაართმევ,რაც მას ეკუთვნის,პატრონი შეიძლება გამოცხადდეს თავისი ნივთის წასაღებად.არაერთხელ ყოფილა,რომ სასაფლაოს წამბიწველნი იტანჯებოდნენ ამის გამო.

შამანის მუზარადი

ab279524117d

ზოგ ქვეყანაში ხალხს სწამს,რომ გარდაცვლილი შამანის ტანისამოსს და ხვა ატრიბუტებს,კიდევ დიდი ხანი შეუძლია მაგიური ძალის შენარჩუნება,და უცხო ხელებში მოხვედრისას,შეუძლია უბედურების მოტანა.ერთ-ერთმა პოეტმა,დონდოკ ულზიტუევმა,სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,ტყეში შემთხვევით იპოვა შამანების სასაფლაო.შამანების დამარხვა არ იყო ისე მიღებული,როგორც უბრალოდ ადამიანების.გარდაცვლილებს ხის ფიცრებზე დებდნენ.როდესაც ხე ლპებოდა,შამანი მიწაზე ხვდებოდა.ნივთებს შორის,დონდოკმა იპოვა მუზარადი,რომელსაც შამანები იყენებდნენ რიტუალების დროს.ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ,პოეტმა ის წამოიღო და რესტავრატორს მიუტანა.მან გააფრთხილა: ამ ნივთის ხელის ხლება არ შეიძლება- ცოდვაა!მაგრამ ულზუტუევმა მაინც დაარწმუნა შეკვეთა შეესრულებინა.ერთი დღის შემდეგ,როდესაც რესტავრატორმა მუზარადი შეაკეთა,დონდოკს ის პატარა მოუვიდა.მაშინ მან მუზარადი გვერდზე მდგომ,რესტავრატორის ცოლს დაახურა…ზუსტად მოერგო…ქალს უცნაურად აუციმციმდა თვალები და თითქოს ჰიპნოზის ქვეშ,სიმღერა დაიწყო.

მალე დონდოკმა გაიგო,რომ იმ კაცის ცოლი მალევე გარდაიცვალა.ის დასაფლავებაზე გაემართა.პოეტის დანახვისას,რესტავრატორი მასთან მივიდა და თქვა: “შენ პატივცემული კაცი ხარ,მაგრამ ჩვენს ოჯახში უბედურება მოიტანე.ჩემი ცოლი შენი მუზარადისგან გარდაიცვალა.გადააგდე სანამ შენც მოგსვლია რამე”.სახლში დაბრუნების შემდეგ,დონდოკმა იგი თავის მეგობარს- ვლადიმერ ურიზჩენკოს აჩუქა.ვლადი დიდი ხანი ამაყობდა ამ მუზარადით,მაგრამ შემდეგ შორს შეინახა.

ერთხელ,ურიზჩენკოსთან შეიარა ნაცნობმა – ლამა კენდენმა.როგორც კი შეაბიჯა სტუმარმა სახლში,მაშინვე თქვა : “აქ არის ის,რაც შამანს ეკუთვნეოდა”.მახ ხელები ზევით აიშვირა: “იქ!”.ვლადიმირი ავიდა კიბეზე და ჩამოიღო მუზარადი.სტუმარმა ის ხელში დაიკავა და თქვა: ” მისგან ძალიან ძლიერი შავი ენერგია მოდის,კიდევ ცოტაც და მოკვდებოდი!”.ამის შემდეგ ურიზჩენკომ გადააგდო მუზარადი.რაც შეეხება დონდოკს,ის მალევე დაავადდა და გარდაიცვალა.ის სულ 36 წლის იყო.ამბობენ,მან “საფასური გადაიხადა”,რადგანაც შამანის სული შეაწუხა…

მაქციის საათი

6c1d9aae8a44

1999 წელს,16 წლის ოლგამ,ერთხელ შეიარა ფოტოატელიეში.ფოტოგრაფმა კლიენტი სკამზე დააჯინა,რატომღაც მისცა წიგნი,რომლის ყდაზეც იყო გარდაცვლილი,რომელსაც ხელში სანთელი ეჭირა.ზუსტად ამ დღიდან ოლგას ღამე კოშმარები აწუხებდა.მას ესმოდა ხმა,რომელიც ავალებდა აგრესიულად მოქცეულიყო გარშემო მყოფებთან.როდესაც გოგონა არ ასრულებდა,მას “აჯილდოვებდნენ” საშინელი თავის ტკივილებით.ამის გარდა,მან ყველასგან ფარულად დაიწყო უმი ხორცის ჭამა და ამ დროს დიდ ნეტარებას განიცდიდა.

ავადმყოფობა,როგორც ასეთი,სავსე მთვარის დროს მწვავდებოდა.რა თქმა უნდა მშობლებმა ექიმებს მიმართეს,რომლებმაც დასვეს დიაგნოზი “შიზოფრენია”.ამის შემდეგ ოლგა მთელ დროს ფსიქონევროლოგიურ დისპანცერში იმყოფებოდა.როდესაც უკეთ ხდებოდა,სახლში მიყავდათ.

ერთხელ,ბინაში ყოფნისას,გოგონა მოულოდნელად დედას დაესხა თავს.ქალის თქმით,გოგონას სახე წამში შეიცვალა,თითები ხელებზე შეიკუმშნენ,პირი ველურად გამოიყურებოდა,თვალები ჩასისხლიანდა.შეპყრობილმა დედას ხელი მოხვია,მაღლა აიტაცა და იატაკს დაანარცხა.16 წლის გოგონას კი ასეთი რამ არ შეუძლია…

საბედნიეროდ,ოლგას დედა დიდად არ დაზიანდა და კიბეებამდე მიაღწია,საიდანაც გამოიძახა სასწრაფო.ამ დროს ქალიშვილი სახლში ჭურჭელს და ავეჯს ამსხვრევდა.შემდეგ მან მოყვა,რომ უხილავმა ხმამ უბრძანა დედა მოეკლა…

20 წლის ელენას დაავადებას დედის სიკვდილს უკავშირდება.რომელიღაც ნაცნობის რჩევით,მან დედის კუბოს მოხსნა სამგლოვიარო ლენტა.მალევე ლენას იგივე სიმპტომები აღმოუჩნდა,რაც ოლგას.სადაც გოგონა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა,პოლტერგეისტი გაჩნდა: ისმოდა ხმაური,ჭერიდან წყალი მოდიოდა.სახლის ყველა მცხოვრებს კოშმარები აწუხებდა.

ყველა საინტერესო ისაა,რომ ლენამ თავისი ნათესავი დაავადა შიზოფრენიით..სავსე მთვარის დროს,ის გრძნობდა რომ მგელს ემსგავსება!მასში იღვიძებდა ცხოველური ინსტიქტები,მაგრამ გარეგნულას არ იცვლებოდა.

ოლგასთანაც და ელენას ოჯახთან პარაფსიქოლოგები მუშაობდნენ.მათ დაადგინეს,რომ ასეთი საქციელი პოლტერგეისტის ყოფნის ბრალია.ნათელია,რომ ეს არსებები ადამიანზე კონტროლს ამყარებენ,ძველი ტაბუს დარღვევის შემდეგ- არ შეიძლება გარდაცვლილის ნივთების ხელის ხლება! ამით სხვა სამყაროსთან მყარდება კავშირი…

დღეისთვის ეს იყო :) მგონი საინტერესო პოსტი გამოვიდა არა? :) ყველას დიდიიიიი მადლობა.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button