ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

მომავლის გამჭვირვალე თვითმფრინავი


დიდ ბრიტანეთში გამჭვირვალე თვითმფრინავის მოდელი შექმნეს. გრინვიჩში კომპანია Airbus-ის ინჟინერმა ჩარლზ ჩემპიონმა, მსოფლიოში პირველად, უნიკალური გამჭვირვალე თვითმფრინავის მოდელი წარმოადგინა. მისი აწყობა 2050 წლისთვის იგეგმება. თვითმფრინავის შექმნის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებმა ფრენისას ირგვლივ არსებული სილამაზის დაკვირვება შეძლონ.

მგზავრებს აბსოლუტურად ყველაფრის დანახვა შეეძლებათ. გამჭვირვალე იქნება თვითმფრინავის ჭერი, კედლები – ის ულტრათანამედროვე ტექნიკით იქნება უზრუნველყოფილი.

თვითმფრინავში დამონტაჟებულ სავარძლებს ახალი ფუნქციაც დაემატება – შესაძლებელი იქნება ჩაირთოს თავის უკან გადაწევის სერვისი იმისთვის, რომ მსურველები ზეცით დატკბნენ.

თვითმფრინავში იქნება ე.წ. კონცეფციის ოთახი, რომელიც მგზავრებს ვიტამინებს მაიწვდის და მოადუნებს. აქვე ხელმისაწვდომი იქნება არომათერაპიისა და ანტიდოქსანტებით გამდიდრებული ჰაერის სერვისები. ამასთან, Airbus-ში დამონტაჟებული იქნება სპეციალური განათება, რომელიც მგზავრების რელაქსაციაზე დადებითად იმოქმედებს.

თვითმფრინავის ერთ-ერთ ფლანგში განალაგებენ “ინტერაქტიულ ზონას”, სადაც მგზავრები სხვადასხვა ტიპის თამაშებით (მათ შორის 3-განზომილებიანი) შეიქცევენ თავს.


“გონიერი ტექნოლოგიის ზონაში” კი მგზავრებს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებენ და ცხოვრების ისეთ სტილს შესთავაზებენ, როგორითაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობენ.


თვითმფრინავი მათთვის არ არის, ვისაც ექსტრემალური შეგრძნებებისა და სიმაღლის შიში აქვს.

სულ ეს იყო , იმედია მოგეწონებათ …

წყარო : ambebi.ge

თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close