გართობაკულტურა

Rotten Tomatoes

988d8fc29b28

Rotten Tomatoes, ანუ დამპალი პომიდვრები.

როდესაც ფილმის პრემიერა შედგება, მას კრიტიკოსები მიმოიხილავენ, აფასებენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს და აკეთებენ საბოლოო დასკვნას – ფილმი ან კარგია, ან ცუდი. Rotten Tomatoes ვებ-საიტი გახლავთ, რომელიც სხვადასხვა ფილმებზე კინომცოდნეების შეფასებებებს აგროვებს. შემდეგ ის ითვლის როგორ გადანაწილდა პროცენტულად დადებითი და უარყოფითი შეფასებები. მაგალითად, “ტიტანიკი” Rotten Tomatoes-ის მონაცემებით, ამერიკელი კრიტიკოსების 83%-მა პროცენტმა დადებითად შეაფასა.

არის ისეთი ფილმები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია, როგორც კლასიკა და შეიძლება ითქვას, ნაკლი არ აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა მცირე პროცენტმა მათ მაინც უარყოფითი შეფასება მისცა.

ეს იმ ფილმების სიაა (გარდა არაინგლისურენოვანი და დოკუმენტური ფილმებისა), რომლებიც Rotten Tomatoes-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი მიმოხილვიდან ამერიკელ კინოკრიტიკოსთა 100%-მა დადებითად შეაფასა.

Toy Story 2 (1999) (148 მიმოხილვა)
16a5fdf392ea

A Hard Day’s Night (74 მიმოხილვა)
5bdb336064ca

Toy Story (1995) (74 მიმოხილვა)
eec7ce9e5877

The Godfather (1972) (73 მიმოხილვა)
5641edea04af

The Wizard of Oz (1939) (73 მიმოხილვა)
8fda9ab27882

Rear Window (1954) (61 მიმოხილვა)
f118cb3dd207

Citizen Kane (1941) (59 მიმოხილვა)
ef4f20ba8e60

Dr. Strangelove (1964) (59 მიმოხილვა)
3b2b7cb498bf

North by Northwest (1959) (59 მიმოხილვა)
0470729962df

The Third Man (1949) (59 მიმოხილვა)
664b459267b5

11. All About Eve (1950)

12. Modern Times (1936)

13. The Sweet Hereafter (1997)

14. On the Waterfront (1954)

15. King Kong (1933)

16. Aliens (1986)

17. Chinatown (1974)

18. The Evil Dead (1981)

19. Repulsion (1965)

20. Laura (1944)

21. Singin’ in the Rain (1952)

22. Cool Hand Luke (1967)

23. The Philadelphia Story (1940)

24. The Terminator (1984)

25. Sweet Smell of Success (1957)

26. The Adventures of Robin Hood (1938)

27. The Maltese Falcon (1941)

28. All the President’s Men (1976)

29. The Last Picture Show (1971)

30. The Life of Reilly (2007)

31. The Treasure of the Sierra Madre (1948)

32. The Bride of Frankenstein (1935)

33. Frankenstein (1931)

34. Mary Poppins (1964)

35. Say Anything… (1989)

36. 12 Angry Men (1957)

37. City Lights (1931)

38. Jaws (1975)

39. The Crying Game (1992)

40. The Grapes of Wrath (1940)

41. Pinocchio (1940)

42. Rebecca (1940)

43. Top Hat (1935)

44. Mad Max 2 (1981)

45. Anatomy of a Murder (1959)

არსებობს ისეთი ფილმებიც, რომლებსაც Rotten Tomatoes-ის მონაცემებით, კრიტიკოსთა 0%-მა მისცა დამაკმაყოფილებელი შეფასება. მათ შორისაა:

Staying ALive (1983)
Return to the Blue Lagoon (1991)
Plump Fiction (1998)
Jaws:The Revenge (1987)
King’s Ransom (2005)
I’ll Always Know What You Did Last Summer (2006)
Firewalker (1986)
Killing Me Softly (2002)
The Silence of the Hams (1994)
A Low Down Dirty Shame (1994)
King Kong Lives (1986)
Look Who’s Talking Now (1989)
Beauty and the Beast: The Enchanted Christmas (1997)
3 Strikes (2000)
Deadfall (1993)
Cinderella II: Dreams Come True (2001)
One Missed Call (2008)
No Holds Barred (1989)

სახელწოდება “დამპალი პომიდვრები” მომდინარეობს გავრცელებული სტერეოტიპიდან, როცა უკმაყოფილო აუდიტორია სცენაზე გამომსვლელებს პომიდვრებს ესვრის, თუ წარმოდგენა არ მოეწონება.

 

თუმცა, პომიდვრების სროლას სხვა დანიშნულებაც აქვს. ესპანეთის ქალაქ ბუნიოლში ეს გართობის საშუალებაა. აქ წელიწადში ერთხელ, აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს იმართება პომიდვრის ფესტივალი (La Tomatina). ამ დღეს მსურველები ქუჩაში გამოდიან და ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან.

4ec0db1ad888

მზადება პომიდვრებით ომისთვის დილის 10 საათიდან იწყება. რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებიც პომიდვრებითაა სავსე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩერდება და მსურველებს “იარაღით” ამარაგებს.

15f771e1ae3f

მას შემდეგ, რაც ვინმე საგანგებოდ გამზადებულ ბოძზე აძვრება (რომელსაც საპონი აქვს წასმული) და მის ბოლოზე დამაგრებულ ღორის შაშხს ჩაიგდებს ხელში, ბრძოლა იწყება. ბრძოლის დროს მოხალისეებს სპეციალური სათვალე უნდა ეკეთოთ. პომიდვრები კი გასროლის წინ გაჭყლეტილი უნდა იყოს, ყოველგვარი ტრავმის თავიდან ასაცილებლად.

1ef8feb9c7db

4f5196f0e217

58fa4aa5cdff

4a7553dae61e

43f03823101d

პომიდვრებით ომი, რომელშიც თითოეული მონაწილე მარტოა, ერთ საათს გრძელდება. ამის შემდეგ გადაწითლებულ ქუჩებს წყლის ჭავლით წმენდენ. ფესტივალის მონაწილეთა უმეტესობა კი ადგილობრივ მდინარეს მიაშურებს, რომელიც ერთიანად წითლდება.

პომიდვრების ფესტივალმა, უკვე დიდი ხანია, რაც მასობრივი ინტერესი გამოიწვია. ქალაქი ბუნიოლი ამ დღეს ბევრ ტურისტს მასპინძლობს.

მსგავსი ამბები

Back to top button