საკითხავისასარგებლოუცნაური

ბერმუდის სამკუთხედის მსხვერპლნი

65 წლის წინ დასავლეთ ატლანტიკაში ამერიკელი ტორპედოს მზიდავები გაქრნენ.მათი თვითმფრინავები ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე,მაგრამ გვამები იქ არ აღმოჩნდა.

“ევენჯერების” ამბავი

1945 წლის 5 დეკემბერს,ფლორიდის ნაზევარკუნძულზე, ჩარლზ ტეილორის მეთაურობით ფორტ-ლოდერდეილის ავიაბაზიდან აფრინდა ხუთი სამ ადგილიანი ტორპედომზიდავის,”ევენჯერების” რგოლი,რომელსაც დავალებული ჰქონდა ტორპედოს სროლაში ორსაათიანი წვრთნა გაეტარებინა.იდგა მზიანი დღე,წყნარი ამინდი,რომელიც არანაირ სირთულეებს არ უწინასწარმეტყველებდა დავალების შესრულებას.

ფრენა 14 საათზე დაიწყო.15:15 საათზე მფრინავები დავალების შესრულებას იუწყებოდნენ და გამოეშურნენ ბაზაზე. მალე,გაფრენის ორგანიზატორმა გაიგონა რგოლის მეთაურის უცნაური შეტყობინება:”კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა.მგონი,კურსს ავცდით.მიწა საერთოდ არ ჩანს.”ორგანიზატორმა ტეილორს დასავლეთით გაფრენა უბრძანა.პასუხი ასეთი იყო:”არ ვიცით,დასავლეთი საითაა.ყველაფერი რაღაცნაირადაა…თითქოს ოკეანეც კი უცნაურად გამოიყურება.”

ამის შემდეგ,რადიოკავშირი საკომანდო პუნქტსა და თვითმფრინავებს შორის მკვეთრად გაუარესდა,ალბათ,ატმოსფერული ხარვეზების გამო.რგოლის მეთაურს,მისი შენიშვნებიდან გამომდინარე მიკროფონიდან,საერთოდ არ ესმოდა ავიადისპეჩერის,თუმცა საგუშაგო პუნქტში პილოტების საუბარი მშვენივრად ისმოდა.ისინი ერთმანეთს კომპასების სხვადასხვა ჩვენებების,საწვავის მარაგის უეცარი შემცირებისა და მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლის შესახებ ატყობინებდნენ.

16 საათზე,დაფიქსირებული საუბრის მიხედვით,ლეიტენანტმა ტეილორმა რგოლის მეთაურობა სხვას გადააბარა,რადგან ჩათვალა,რომ სიტუაციას არაადეკვატურად აღიქვამდა.ახალმა მეთაურმა თვითმფრინავების 180°-ით მოტრიალება ბრძანა.რადიოსიგნალები შესუსტდა,ჩანს თვითმფრინავები ნაპირს შორდებოდა.ბაზაზე მათი ხმა აღარ ისმოდა,მაგრამ რამდენიმე მოყვარულმა-რადისტმა დაიჭირა ჯგუფის ხელმძღვანელის ბოლო სიტყვები:

”მგონი ისინი ჩვენ…თეთრ წყალში შევდივართ…ვიღუპებით”

საინტერესოა ის,რომ მაშინ,როცა ”ევენჯერებს” წესით საწვავი ორი საათის გათავებული უნდა ჰქონდათ,მაიამის ავიაბაზაზე მიიღეს ჩარლზ ტეილორის რადიო-მოხმობის სუსტი სიგნალი ყოველგვარი სხვა ინფორმაციის გარეშე.

ჯგუფის მოსაძებნად გაუშვეს ორძრავიანი სამაშველო თვითმფრინავი ”მარტინ მარინერი” 13 კაციანი ეკიპაჟით.ეს თვითმფრინავი აღჭურვილი იყო იმ დროის ყველაზე თანამედროვე საძებნი ტექნიკით და საკავშირო აპარატურით.მაგრამ მალევე ისიც უგზო-უკვლოდ გაქრა.
აქ უკვე თვითმფრინავების და შესაძლებელია,გადარჩენილი ადამიანების მოსაძებნად გამოეშურა აშშ-ს სანაპირო ზოლის დაცვის 18 გემი,4 ნაღმმზიდავი,რამდენიმე წყალქვეშა ნავი და ასამდე კერძო კატერი,იახტა და ნავი.ჰაერში აიჭრა 307 თვითმფრინავი.ოპერაციას ასევე შეუერთდა ინგლისის გემები და თვითმფრინავები.გამოიკვლიეს ატლანტის ოკეანის და განაპირა რაიონების 380 ათასი კვადრატული მილის ფართობი.მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო – ვერანაირი კატასტროფის კვალი ვერ იპოვეს.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო საგამოძიებო კომისიამ ვერ შეძლო,დაედგინა 1945 წლის 5 დეკემბრის თვითმფრინავებისა და ხალხის უკვალო გაქრობის მიზეზი.აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით ოფიცერმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა:”ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა,რომ მიახლოებით მაინც ვთქვათ,თუ რა მოხდა”.

მკვლევარებმა რამდენიმე უცნაური,მაგრამ არაფრის ამხსნელი ფაქტი გამოქექეს.მაგალითად ის,რომ ჯგუფის ხელმძღვანელმა,ტეილორმა,წინა გასაფრენ ინსტრუქტაჟებზე დაიგვიანა და მმართველობას სთხოვა,წვრთნა სხვას გაეტარებინა.ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს.სხვა მფრინავმა,ელან კოსნარმა,კატეგორიული უარი განაცხადა ფრენაზე.იგი ლაზარეტში მიაბრძანეს.მაგრამ კომისიამ მაინც ვერ დაადგინა,ვინ გაფრინდა კოსნარის მაგივრად.რამდენიმე სახელობითმა გადაძხილმა აჩვენა,რომ მთელი შემადგენლობა ადგილზე იყო.ამავე დროს,წინა გასაფრენი დოკუმენტები ცხადყოფს,რომ თვითმფრინავები დავალების შესასრულებლად სრულიად დაკომპლექტებულნი გაემართნენ.

ამერიკელმა ჟურნალისტმა არტ ფორდმა,რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა ჯგუფის გაქრობის ისტორია,ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა,რომ იცნობს რადიომოყვარულს,რომელმაც დააფიქსირა ჩარლზ ტეილორის რაციით წარმოთქმული სიტყვები ბოლო მომენტში:

”არ გამომყვეთ.უცხოპლანეტელებს გვანან,კოსმოსიდან”.

1991 წელს,სამძებრო ხომალდი ”დიფ სი”,რომელიც ესპანური ოქროთი დატვირთული გალეონის ძიებით იყო დაკავებული, ფორტ-ლოდერდეილის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემთხვევით 250 მეტრის სიღრმეზე გვერდიგვერდ დაწყობილ ოთხ ”ევენჯერს” წააწყდა.მეხუთე,ნომრით 28(ზუსტად ეს ნომერი ჰქონდა ტეილორის თვითმფრინავს),იპოვნეს დანარჩენი ოთხისგან მილის მოშორებით.საოცარი ის იყო,რომ თვითმფრინავები მშობლიური ბაზიდან,10 მილში იყო დასვენებული.მაშინ,სწორედ იმ 5 დეკემბერს,რატომ დაიხშო მათი ხმა?მოგვიანებით,თვითმფრინავები ბატისკაფით შეამოწმეს – ყველა სრულიად უვნებელი იყო,ხოლო კაბინებში,ეკიპაჟის წევრების არანაირი კვალი არ იყო.

დაღუპული ადგილი

”ევენჯერების” ტრაგედიამ დასაბამი დაუდო პრობლემის გამოკვლევას,რომელსაც შემდგომ ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ეწოდა.ეს ფიგურა დიდ ფართობს იტევს,რომელიც დატეულია ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში,აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებთან.რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.ამ ადგილებში თურმე კარგა ხანია ქრება გემები და იხოცება ხალხი.

პირველი,დოკუმენტალურად დაფიქსირებული ფაქტია 1840 წელს მომხდარი,როდესაც ნასაუს – ბაჰამის კუნძულების დედაქალაქის – პორტის მახლობლად აღმოჩნილ იქნა დრეიფში მყოფი ფრანგული იალქნიანი ხომალდი ”როზალი”.გემზე იალქნები აღმართული იყო,ჰქონდა ყველა საჭირო აღჭურვილობა,მაგრამ ხალხი გამქრალიყო.გემის ჟურნალში არანაირი მდგომარეობის ამხსნელი ჩანაწერი არ იყო გაკეთებული.

ანალოგიური შემთხვევა 1902 წლის 20 ოქტომბერსაა დაფიქსირებული – ატლანტის ოკეანეში გერმანულ ოთხანძიან ხომალდს,”ფრეიას” წააწყდნენ,მაგრამ ეკიპაჟის გარეშე.იმ დღეებში ამინდი მშვენიერი იყო,ხოლო შტორმი კარგა ხანი არ ყოფილა.რა შეიძლებოდა შემთხვეოდა გემის ჯგუფს?არავინ არ იცის.

მეოცე საუკუნეში,ცნობების თანახმად,ბერმუდის სამკუთხედში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150-მდე გემი და თვითმფრინავი და 1000-ზე მეტი მეზღვაური,პილოტი და პასაჟირი.

სწავლულის კომენტარი

რუსეთის გეოგრაფიის საზოგადოების წევრმა,ბიოლოკაციის ინჟინერმა,ამ კომენტარით გამოხატა თავისი დამოკიდებულება ”ბერმუდის საიდუმლოებების” მიმართ:

-პრობლემა ნამდვილად არსებობს.ის უნდა გამოვიკვლიოთ პროფესიონალურ დონეზე და არ ავარიდოთ თავი ზოგიერთი ”სოლიდური” მეცნიერივით.უკვე შემუშავებულია რამდენიმე საინტერესო ჰიპოთეზა.

ზოგი მეცნიერი თვლის,რომ ამ რაიონში ადგილი აქვს დროის არათანაბარ დინებას.მაგალითად,ამერიკელ მეცნიერს,აივორ სანდერსონს მოაქვს ასეთი მაგალითი: ”ნეიშენალ ეარლაინსის” სამგზავრო ავიალაინერი უახლოვდებოდა მაიამის დასაჯდომ ბილიკს და იმყოფებოდა მიწის რადიოკონტროლის კარგი მომსახურების ქვეშ.დაშვებამდე 20 წუთით ადრე პილოტებმა საათი შეამოწმეს სადისპეჩერო სამსახურთან.უეცრად,ავიალაინერი რადიოლოკატორის ეკრანიდან გაქრა,ხოლო 10 წუთის მერე – გამოჩნდა.თვითმფრინავი ნორმალურად დაეშვა,მაგრამ 10 წუთის შეყოვნებით.მფრინავები ამ ფაქტს გამორიცხავდნენ,რადგანაც მათმა ავიალაინერმა დაფრენა დროულად მოახერხა და ბორტზეც დრო ერთმანეთს ემთხვეოდა.მაშ რა მოხდა?

სხვა მკვლევარმა,ჩარლზს ბერლიცმა,წამოაყენა სხვა იდეა – ის ფიქრობდა,რომ ამ ადგილებში სივცრცითი-დროის ბზარები იყო.ალბათ მასში იკარგება დროდადრო თვითმფრინავები და გემები.თავისი ჰიპოთეზის გასამყარებლად ბერლიცი იშველიებს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას,რომლის თანახმადაც დედამიწის ძლიერ გრავიტაციულ ველებზე დროის მსვლელობა შენელებულია.

ზოგიც თვლის,რომ მთელი საქმე წყლის გრავიტაციულ შეგროვებაშია.ამ მოვლენას ბევრი შეესწრო.მაგალითად,”ბოინგ-707-ის” პილოტები,რომლებმაც ეს სან-ხუანიდან ნიუ-იორკში გადმოფრენისას,1963 წლის 11 აპრილს ნახეს.აფრენიდან 20 წუთში ხუთი მილის მოშორებით მათ დაინახეს ასობით მეტრის დიამეტრის,უზარმაზარი ყალყზე შემდგარი წყლის მასა.თანდათან წყალი ქვემოთ იწევდა.მფრინავები ბევრ კითხვას უსვამდნენ სანაპირო ზოლის დაცვას,სეისმურ სადგურებს,მეცნიერებათა აკადემიას და სხვებს იმ კატაკლიზმების შესახებ,რომლებსაც ”ამის” მოხდენა შეეძლო.

ასეთივე შემთხვევები ნაცნობია კოსმონავტებისთვისაც.”ეჭვი არაა ოკეანეში დონეების სხადასხვაობაში, – ამბობდა ვლადიმირ კოვალიონოკი – იშვიათი მოვლენაა,მაგრამ უდავო”.მას არაერთხელ უნახავს წყლის ამობურცული ზედაპირი.ჩვეულებრივ ამ ”გორების” ირგვლივ,თავს იყრის ბევრი ღრუბელი,თითქოს იზიდავს მათ.

ზოგი ფიქრობს,რომ ადამიანების სიკვდილის მიზეზი არის ულტრაბგერითი გამოსხივება,დიაპაზონით 1-დან 11 ჰერცამდე,რომელიც ოკეანის ღელვისას წარმოიქმნება.ცნობილი ფაქტია,რომ 7 ჰერცის სიხშირის ინფრაბგერების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე სახიფათოა,რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიხშირეზე მრხევი ორგანოების რეზონანსი.გარდა ამისა,ახლო რხევებმა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური გადახრები გამოიწვიოს.

ინფრაბგერების ზემოქმედების ქვეშ,არმადას შეიძლება პანიკური შემოტევები დაეწყოს,ხოლო გემის კორპუსი და ანძები დაიმტვრევა ან რხევას დაიწყებს.გასაკვირი არცაა,რომ ამ ყველაფრის გავლენით,ადამიანი ენით აღუწერელ პანიკაში ჩავარდეს და პირდაპირ წყალში გადაეშვას.

უნდა ითქვას,რომ ბერმუდის სამკუთხედი – ერთადერთი ადგილი არაა დედამიწაზე,სადაც დაფიქსირებულია ანომალიური შემთხვევები.ასეთივე თავისებურებებით გამოირჩევა კიდევ 4 ადგილი: კუნძულ გუამის ჩრდილოეთით მდებარე ოლქი,აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონი,სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ზონა და ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის მდებარე ოლქი.არანაკლებ საშიშია ”სატანის ზღვა”,იაპონიის ნაპირებთან,ჰონსიუდან 250 მილში.ოკეანის ამ ნაწილს რომბის ფორმა აქვს და იაპონიის სახელმწიფოს მიერ საშიშ ზონადაა გამოცხადებული.1995 წელს იქ გაგზავნეს ხალხი ხომალდზე ”კაიე-მარუ № 5” სხვადასხვა ექსპერიმენტისა და გაზომვის ჩატარების მიზნით – ეკიპაჟი და ხომალდი უკან არ დაბრუნებულა.

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა

პოსტი საკონკურსეა

თეგები
Back to top button
Close
Close