არქივი

მხოლოდ ფაქტები

5551a4658948

*გასული საუკუნის 80-იან წლებში კანადელმა ქირურგებმა შემოიღეს “ნოუ-ჰაუ” , რომელიც საშუალებას იძლევა , ჩატარდეს განმეორებითი ოპერაციები გაჭრის გარეშე . კაცობრიობა “ნოუ-ჰაუს” – “ელვა შესაკრავს” – მე-19-ე საუკუნიდან იცნობს.

*წარმოიდინეთ ასეთი სურათი:სრულიად შიშველი ადამიანი პირში იდებს სასუნთქ მილს,თვალებზე იკეთებს სათვალეს,ცხვირს სარეცხის სამაგრით იკრავს,ფეხებს კი “სათხილამურო სამაგრებში” ყოფს – ასე ემზადებიან ბანაობისთვის კოსმოსში.

*ინგლისელი მკვლევრის აზრით , ფერხულსა და ვალსს სათავე დაუდო ალქაჯთა ცეკვამ რადგან მათი მთავარი საცეკვაო ფიგურა – წრეა.

*კორიდის ძირითად მოძრაობებს “პასები” ეწოდება და ფამოიყენება გნსაკუთრებულად საშიში მოქმედებების გასაკონტროლებლად.

*მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ვაშინგტონში დაზვერვის ცენტრალური ბიუროს შენობა “სახელმწიფო ტიპოგრაფიის” აბრით ინიღბებოდა.

*1941 წელს მეფე-ზარბაზანი გადაღებეს , რომ ღამე მთვარის შუქი არ აერეკლა და ფაშისტი ბომბდამშენებისთვის არ გამხდარიყო სამიზნე.

აი ამ ზარბაზნის სურათები :

4d30ed64e2c4
3ac473eba261
b3bc7e85f7aa

*650 წელს ჩინეთის იმპერატორის ბრძანებით გამოიცა იმ დროისთვის ყველაზე მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია – პაოცზაო , ქაღალდის ფული , რომლის ერთეული 10 000 იუანის ღირებულების იყო.

*ფრენბურთის,კალათბურთის,ჩოგბურთის სათამაშო ფართობის ზომებს ყოველთვის ზუსტად იცავენ.”დიდი მოედნის” თამაშები , მაგალითად ფეხბურთის სტადიონების ზომა ხშირად ირღვევა . გამონაკლისია ამერიკული ფეხბურთი , რომლის ზომების დაცვა აუცილებელია .

*პირველი სალარო აპარატი – 1878 წელს ჯეიმს რიტმა გამოიგონა.

*სახელმწიფო დღესასწაულებზე , აშშ-ს დიდ ტრასებზე მდებარე პატარა რესტორნებში ფინჯანი ყავით უფასოდ უმასპინძლდებიან , რადგან ამ დროს ტრასები გადატვირთულია და ამით დაღლილ მძღოლებს ეხმარებიან საჭესთან რომ არ ჩაეძინოთ.

*პირველი სტიუარდესები ამერიკულ სამგზავრო ავიახაზებზე 1930 წელს გამოჩნდნენ . მათ მოვალეობაში შედიოდა ყურადღება მიექციათ იმ მგზავრებისთვის რომლებიც ტუალეტისკენ წავიდოდნენ , რათა უცებ სხვა კარი არ გამოეღოთ და … ჰაერში არ აღმოჩენილიყვნენ.

დღესითვის სულ ეს იყო … თუ მოგეწონებათ კიდე დავდებ … : )))

წყარო : ჟურნალი თბილისელები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button