გართობა

კონკურსი 6 (გამოვლინდა გამარჯვებული)

da7b2f3c3b32
დადგა ორშაბათი და შემდეგი კონკურსიც მზადაა.. თამაში დასწრებაზეა, ასე რომ იჩქარეთ = )

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge
დღევანდელი გამარჯვებული საჩუქრად სვუპის ერთ–ერთი შემოთავაზების ვაუჩერს მიიღებს, შეთანხმება ვერ მოვასწარი სვუპელებთან და სავარაუდოდ პრიზი იქნება 68 ლარის ღირებულების კინოს ოთახისა და ბილიარდის მაგიდის დაქირავება ბოულინგ ცენტრალში.

ვინც ვერ მოიგებს, მათ სვუპი შესანიშნავ შანსს აძლევს, შეიძინოთ ეს ვაუჩერი 37 ლარად, ანუ 45%–იანი ფასდაკლებით : )

ვაუჩერის საშუალებით გეძლევათ საშუალება, 2 საათის განმავლობაში ისარგებლოთ კინო ოთახით (შეგიძლიათ გამოიყენოთ: DVD, XBOX 360 Kinect, 3D კინოსეანსი და კარაოკე), ხოლო 1 საათის განმავლობაში ბილიარდის მაგიდით (რუსული ან სნუკერი)
ერთ ვიზიტზე, ერთი ვაუჩერით ადამიანთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა: 6

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ყველა კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება!!

დღეს დრო გექნებათ შეზღუდული, 1 საათის განმავლობაში მიიღება სწორი პასუხები. ანუ 00:10 წუთზე კონკურსი შეწყდება და გადამოწმდება გვყავს თუ არა გამარჯვებული.

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთი კაცი გარდაიცვალა, რომელიც ახალდაქორწინებული გახლდათ. პოლიცია სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილას და დაასკვნა, რომ თვითმკვლელობასთან ჰქონდათ საქმე.
დღის მეორე ნახევარში,როცა პოლიცია უკვე წასული იყო, მოვიდა ერთი კერძო დეტექტივი,რომელიც გარდაცვლილის მეგობარმა დაიქირავა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს თვითმკვლელობა კი არა მკვლელობა იყო.
დეტექტივმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და იპოვნა პატარა წერილი.
იქ ეწერა: 2,3:6,3:5,3:6,2:1,:_:6,1:3,2:7,4:7,3:6,3:5,3:2,1

დეტექტივმა მისი მობილური აიღო და პოლიციასთან დარეკვა გადაწყვიტა,რომ წერილის პოვნა შეეტყობინებინა. როცა ტელეფონს დახედა, მან უეცრად წამოიძახა: მე გავშიფრე!

ვინ იყო მკვლელი და როგორ გაშიფრა წერილი დეტექტივმა?

მინიშნება: ორწერტილებით ასოებია გამოყოფილი ერთმანეთისგან

მეორე გამოცანა

იყო ჩვეულებრივი სასწავლო კოლეჯი, რომლის სასწავლო პროგრამაში ცოტა არ იყოს უცნაური საგანი გამოჩნდა. ეს საგანი კი აირჩიეს სტუდენტებმა, მაგრამ არც დავალებებს აძლევდნენ სახლში შესასრულებლად, არც ტესტებს აწერინებდნენ, სამაგიეროდ ჰქონდათ საბოლოო გამოცდა. დადგა საგამოცდო დღეც და ყველა სტუდენტს მიუვიდა ცარიელი ფურცელი, რომელზეც ერთადერთი კითხვა ეწერა: ,,რა არის რისკი? ”
ყველა სტუდენტი თავისებურად შეეცადა აეხსნა თუ რა იყო რისკი, მათგან მხოლოდ ერთმა მიიღო 100%-იანი შეფასება. ამ ადამიანმა მხოლოდ ერთი სიტყვა დაწერა ფურცელზე.
როგორ ფიქრობთ რა დაწერა მან ფურცელზე და რა იყო მისი აზრით რისკი?

მესამე გამოცანა

b7f3f272287f

რა არის ამ სურათზე გამოსახული?

გამოვლინდა გამარჯვებული, ეს გახლავთ Wooden monkey
სწორი პასუხები იყო: წერილში ეწერა– ცოლმა მესროლა, როდესაც დეტექტივმა დახედა ტელეფონს და კლავიშებს, მიხვდა როგორც იყო დაშიფრული წერილი. (როგორც მესიჯს ვწერთ,ისე)
მეორე გამოცანის პასუხი: სტუდენტმა დაწერა სიტყვა ,,ეს”. მისი აზრით დიდი რისკი იყო,რომ ამ ერთი სიტყვით პროფესორი მიხვდებოდა,თუ რა იყო ნაგულისხმევი ნაწერში. და ამასთანავე მარტო ერთი კითხვითა და პასუხით საგნის ცოდნის შემოწმებაც რისკი იყო.
სიტყვა ,,ეს” სწორედ გამოცდას უსვამდა ხაზს.
მესამე გამოცანის პასუხი: ძაღლის დრუნჩი.
9d80b6ab8af7
აი ასე უღებდნენ მას ფოტოს ))))

ხუთშაბათს გველის ავტორების კონკურსი, დაწერეთ პოსტები და ქვემოთ მიაწერეთ,რომ ის საკონკურსოა, თქვენ საინტერესო პრიზები გელით!

მსგავსი ამბები

Back to top button