გართობა

ყველა დროის 5 საუკეთესო გიტარისტი

21e5c2f371d4
ლეგენდალური გიტარისტები და მათი ბიოგრაფიები !

1 Buckethead-ამერიკელი კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი. იგი ცნობილია ელექტრო გიტარის ვირტუოზული ფლობით. ბაკეტჰედი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად. მისი მუსიკალური კარიერა ძალიან პროდუქტიულია, მას გამოშვებული აქვს 25 სტუდიური ალბომი, სამი ვიდეოკლიპი და ერთი მინი ალბომი (EP). მან აგრეთვე იმუშავა სხვადასხვა მუსიკოსებთან და ჩაწერა 78 სიმღერა. გარდა ამისა მან დაწერა საუნდტრეკები ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა: ნინძა ბევერლი ჰილსიდან, ხერხი 2, ქუჩის მებრძოლი და სასიკვდილო ბრძოლა.

c25a0b5eff60

2 Slesh-სლეშის დედა შავკანიანი ამერიკელია , ხოლო მამამისი – თეთრკანიანი ინგლისელი. მისი მშობლები ხელოვანები არიან და თავიანთი პროფესიით მუშაობენ. დედა დიზაინერია, რომელიც დევიდ ბოუისათვის კოსტუმებს ქმნის, მამა კი ალბომების ყდების დიზაინერია – მას ეკუთვნის ნილ იანგისა და ჯონი მიტჩელის ალბომების გაფორმება.
სხვადასხვა პერიოდში სლეშზე დიდ გავლენას ახდენდნენ: ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, ერიკ კლეპტონი, აეროსმითი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეფ ბეკი და ნილ იანგი. მისივე აღიარებით, აეროსმითის ალბომმა Rocks მთელი ცხოვრება შეუცვალა.. სლეში ამაყობს სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ლენი კრავიცი, პოლ როჯერსი, იგი პოპი, მაიკლ ჯექსონი, ბრაიან მეი და სხვა მრავალი.

04b0cf89f78e

3 Jimi Hendrix-ჯიმი ჰენდრიქსი (ინგლ. Jimi Hendrix) (დ. 27 ნოემბერი, 1942, სიეტლი, ვაშინგტონი — გ. 18 სექტემბერი, 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ მსოფლიო აღიარება მან 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სიკვდილამდე (1970 წელს, 27 წლის ასაკში), იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო 1969 წლის საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზე.

58b39e154f2b

4 Robert Fripp ინგლისელი გიტარისტი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ კინგ კრიმსონის ლიდერი და გიტარისტი. ფრიპის შემოქმედება მოიცავს 4 ათწლეულს და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს. ჟურნალმა ’როლინგ სტოუნი’ მას 2003 წელს უწოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი (100-დან).

9dc3521af118

5 კრის სკუაირი (დ. 1948 წლის 4 მარტს) — ინგლისელი გიტარისტი. იგი ცნობილია, როგორც ჯგუფ Yes-ის ბას გიტარისტი და დამატებითი ვოკალისტი. გარდა ამისა, იგი თანამშრომლობდა ჯგუფებთან The Selfs, The Syn, Mabel Greer’s Toyshop, XYZ, Conspiracy და გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო ალბომი. იგი არის Yes-ის ერთადერთი წევრი, რომელმაც ჯგუფის ყველა ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა

a34d2df99dca

წყარო:www.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button