გასართობიკრეატივიუცნაური

გამოცანები

153791d43a21
არსებობს დახურული და ღია კითხვები. ღია კითხვა არის მაშინ როცა მე შემიძლია შენ გიპასუხო დაწვრილებით და სრულად. დახურული კითხვა კი როდესაც მხოლოდ კი ან არა. ახლა მე შემოგთავაზებთ რამოდენიმე გამოცანას და თქვენ კომენტარების საშუალებით დამისვამთ დახურულ კითხვებს, რათა გამოიცნოთ ქვემოთ მოყვანილი გამოცანები
დავიწყოთ
#1- წარმოიდგინეთ სიტუაცია ცარიელი ოთახია, ფანჯარაა ღია, ძირს წყალი ასხია და რომეო და ჯულიეტა ოთახში მკვდრები გდიან. რა მოხდა ოთახში?
#2- წარმოიდგინეთ ძალიან დიდი მინდორი. იქ კაცი გდია მკვდარი და მას ზურგჩანთა აქვს მოიკდებული. იმ მინდორზე ამ კაცის გარდა არავინ არ ყოფილა. ის კაცი იქ არც არავის მიუყვანია და არც თვითონ მისულა. როგორ მივიდა იქ და რატომ მოკვდა?
#3- კაცი შევიდა ბარში და შეუკვეთა ერთი ჭიქა წყალი. უცებ გარედან მოისმა სროლა და ეს კაცი გავიდა ისე რომ წყალი არ დალია. სროლით არავინ მომკვდარა და კიდევ ამ კაცს წყალი რაღაცისთვის ჭირდებოდა. რატომ არ დალია კაცმა წყალი?
#4- მეფეს ყავს დარაჯი. ერთ დღეს დარაჯს დაესიზმრა რომ მეფეს ტყეში სეირნობის დროს მოკლავდენ. დარაჯმა უთხრა ყველაფერი მეფეს. მეფემ იგი ჯერ დააჯილდოვა და მერე სამსახურიდან გააგდო . რატომ?
#5- ორ რაინდს უყვარდა ერთი პრინცესა. რაინდებმა მოაწყვეს შეჯიბრი ვისი ცხენი უფრო გვიან მივიდოდა ფინიშთან. მაგრამ არც ერთი არ ინძრეოდა. ერთერთთან მივიდა მოხუცი კაცი და რაღაცა ჩასჩურჩულა. მეორესთანაც მივიდა და იგივე ჩასჩურჩულა. უცებ ორივენი მოახტნენ ცხენს და გაიქცნენ ფინიშისკენ. რა უთხრა მოხუცმა?
დღეისათვის სულ ეს იყო თუ მოგეწონათ კომენტარებში დაწერეთ და ნაწილსაც დავწერ.
იმედია მოგეწონათ!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close