არქივი

ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”

40136506dddb

“… კარგი, ვინა ხარ, მაშ ნეტავი?
– მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის,
ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის. “

გოეთე, “ფაუსტი”.

მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი

მიხეილ ბულგაკოვი დაიბადა ქალაქ კიევში 1891 წლის 15 მაისს და გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.

ბულგაკოვის პროზამ ფართო მკითხველამდე თხუთმეტიოდე წელია რაც მოაღწია. და მალევე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. ბულგაკოვი იყო იმ მცირეთთაგანი ვინც თავისი კალამი ყალბ ლოზუნგებს არ დაუმორჩილა.

ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყნებელი დარჩა ათწლეულების განმავლობაში. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.

ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20–იან წლებით.

67b7ad77e604

“ოსტატი და მარგარიტა”“ოსტატი და მარგარიტა” ბულგაკოვის ბოლო და საუკეთესო ნაწარმოებია. სიკვდილის წინ ის ამბობდა: “შესაძლოა, ეს სამართლიანიცაა… “ოსტატის” მერე რაღა უნდა დამეწერა.” – იგონებს Eელენა ბულგაკოვა (ბულგაკოვის მეუღლე “მარგარიტას” პროტოტიპი.)

“ოსტატი და მარგარიტა” ორმაგი რომანია, იგი შედგება ოსტატის მიერ პილატე პონტოელზე დაწერილი რომანისაგან და თავად ოსტატზე დაწერილი რომანისაგან.

ბულგაკოვს ბიბლია ისე აქვს შეცვლილი როგორც უნდა =) იესოს სახე რომანში არატრადიციულია. . . ოსტატის რომანში იეშუა ჰა-ნოცრი უმაღლეს ფილოსოფიურ – რელიგიური ჭეშმარიტების – “კეთილი ნების” მატარებელია, “მოხეტიალე ფილოსოფოსი” და არა ღვთის შვილი.

რომანში სატანას სახეც არატრადიციულია. იგი ღმერთს არ უპირისპირდება. ვოლანდის შეხედულება ადამინებზე მთლად უარყოფითი არ არის; იგი ოსტატს როგორც თანასწორს ისე ელაპარაკება.

გარდა ამისა რომანში მოთხრობილია ოსტატისა და მარგარიტას არაჩვეულებრივი, თავგანწირული სიყვარულის ისტორია. (ვინმეს ბანალური სასიყვარულო რომანი არ ეგონოს ოღონდ ბოროტი დედინაცვლებით და ბანზე გადავარდნილი თითისტარებით =)))))))))

“ოსტატი და მარგარიტა” საოცრად ორიგინალური, რთული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური ნაწარმოებია. ეს რომანი არ გიშვებს თავისი “კლანჭებისგან”. მას პერიოდულად ვუბრუნდები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ წავიკითხე, ყოველთვის ახალ აღმოჩენებში ვარ და ეს უფრო მეტად მითრევს.

ვფიქრობ ეს რომანი ეპოქალურია და მსოფლიო შედევრებთაგან ერთ-ერთი.

“ოსტატი და მარგარიტა” ჩემი საყვარელი ღომანია და მთელი გულით გირჩევთ წაიკითხოთ, მერწმუნეთ ნამდვილად არ ინანებთ. =)

პ.ს. რომანი ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ მისტიკის მოყვარულებს =)))

“. . .ასე შეხვდა ნისანის თხუთმეტის ალიონს იუდეის მეხუთე პროკურატორი

პონტოელი პილატე. . . “ =)))

მსგავსი ამბები

Back to top button