არქივი

გადაშენებული ერები

69b97acf7997

არსებობდნენ ერები რომლებიც თავის დროზე სიძლიერის პიკში იყვნენ მაგრამ დრომ ისინი მაინც გადააშენა.გაგრძელებაში ცოტა რამ ამ ერებზე

შუმერები
შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI – ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა “შავთავიანები”. შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ “თეთრთავიანებიც”, ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია.
a95cb9418062
ბაბილონი
ბაბილონი იყო ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი,რომლის ნანგრევები დღესაც დგას ირანში, ქალაქ ალ ჰილლაჰში , ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს , ეს არის ტიგრისსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს ” ღმერთების კარიბჭეს.
ბაბილონი დღეს
ისტორია ეს სტატია ახლო აღმოსავლეთის შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი.
8509f1f5a04a
აცტეკები
ჩვენს ერამდე 20 000 წლის წინ, მეხიკოს დაბლობზე გამოჩნდნენ ტომები, რომლებიც ნადირობას და მეთევზეობას მისდევდნენ. უკვე ჩვენს ერამდე 5 000 წელს, აქ ნახევრად მომთაბარე ტომებს მოჰყავდათ სიმინდი, იცოდნენ კალათების ქსოვა და თიხის ჭურჭლის დამზადება. ძვ.წ. 1 500 წელს, გლეხები ალიზისგან იშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს. 300 წლის შემდეგ, აქ გაჩნდა ოლმეკების ცივილიზაცია, რომელიც იყო პირველი ამ რეგიონის ცივილიზაციათა ჯაჭვში. მათ არ იცოდნენ ბორბალი, არ ყავდათ ცხენები, მაგრამ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შექმნეს ცხოვრების განსაკუთრებული სახე, რომელმაც თავსი ულაღლესი გამოხატულება აცტეკურ ცივილიზაციაში ჰპოვა. ოლმეკებმა შექმნეს იეროგლიფები და კალენდარი, შექმნეს კომუნიკაციების ქსელი და სავაჭრო სისტემა. რეგიონის პირველმა დიდმა ცივილიზაციამ თავისი ასახვა სკულპტურებში ჰპოვა.ძვ.წ. 1000 წლისთვის, ამ რეგიონში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ქალაქმა ტეოტიუაკანმა, რაც 750 წლამდე გაგრძელდა, როდესაც ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრიეს და გადაწვეს თავდამსხმელმა ტომებმა. შემდეგ აღმოცენდნენ სხვა ქალაქები, მათ შორის თულა, მაგრამ მანაც ადრე შეწყვიტა არსებობა.მეხიკოს ველზე ყველაზე გვიან გამოჩნდნენ აცტეკები, – “ჩიჩიმეკების” ნახევრადმომთაბარე ტომები. მომთაბარეობის დროს, ისინი თან დაატარებდნენ თავიანთი ღმერთის – უიცილოპოჩტლის კერპს, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. გადმოცემის მიხედვით, მას უბრძანებია აცტეკებისთვის, რომ აეშენებინათ ქალაქი იმ ადგილზე, სადაც დაინახავდნენ კაქტუსზე მჯდარ არწივს, რომელსაც კლანჭებში გველი ეყოლებოდა გამომწყვდეული. ამგვარი სურათი მათ იხილეს ტესკოკოს ტბის შუაგულში მდებარე ჭაობიან კუნძულზე დაახლოებით ჩვ.წ. 1 325 წელს. სწორედ აქ ააგეს აცტეკებმა თავიანთი დედაქალაქი – ტენოჩტიტლანი (თანამედროვე მეხიკოს ადგილზე).აცტეკებს სრული უფლება ჰქონდათ, რომ თავისი თავით ეამაყათ. 200 წელზე ნაკლებ დროში მათ გაიარეს გზა მომთაბარე ტომებიდან უმაღლეს ცივილიზაციამდე, რაც მტკიცდება 1790 წელს, მეხიკოს ცენტრში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აცტეკების კალენდრით. ეს უბრალო კალენდარი არაა – მასზე აღბეჭდილია ზოგადსაკაცობრიობო მოვლენები, რომლებიც მიუთითებენ არა მარტო წარსულზე, არამედ იმაზეც, რაც მომავალში უნდა მოხდეს. აცტეკები თვლიდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ მე-5, უკანასკნელი ეპოქის პერიოდში, ხოლო წინა ოთხი ეპოქა გაანადგურა გრიგალმა, ვულკანურმა ცეცხლმა და წარღვნამ. სამყაროს დასასრულს ისინი ელოდებოდნენ “მე-4 მოძრაობის” თარიღის დადგომისას, მაგრამ მათთვის სამყაროს დასასრული უფრო ადრე დაგდა, ვიდრე მოელოდნენ, – 1519 წელს, ესპანელი კონკისტადორი ერნან კორტესი თავს დაესხა მათ ქვეყანას.
a2915825c0b1

სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button