საკითხავისასარგებლო

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა

“>
გიყვართ ისტორია? მაშინ სრულიადში


აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხების დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს. სპარსელები ოდითგანვე ემუქრებოდნენ ევროპულლ კულტურას, ადრეულ შუა საუკუნეებში ბიზანტიელებსა თუ ევროპის სხვა ხალხებს არაბთა რისხვა დაატყდა თავს, თანაც არაბები დაუპირისპირდნენ ქრისტიანობას და სწორედ რელიგიური წინააღმდეგობიდან გამომდინარე, ისნი ესწრაფოდნენ არა მარტო გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე, არამედ მის მოქცევას ისლამის რჯულზე.
აღმოსავლურ – დასავლური დაპირისპირების ყველაზე ნათელი გამოვლინება მაინც ჯვაროსნული ლაშქრობები იყო. იგი მიზნად ისახავდა არა მარტო ქრისტეს საფლავის გათავისუფლებას და იერუსალიმში მხურვალე ლოცვის დამკვიდრებას, არამედ ქრისტიანული სამყაროს ძლევამოსილებისა და მისი გავლენის სფეროების განვრცობას.
ჩემთვის ჯვაროსნული ლაშქრობები მეტად მნიშვნელოვანი თემაა რადგან ამ მოვლენამ მოახდინა ჩემი აზრით იმ დიდი წინააღმდეგობების გამოვლენა ორ რელიგიას ისლამსა და ქრისტიანობას შორის რასაც ჯვაროსნული ლაშქრობა ჰქვია.
1197 წლის 28 სექტემბერს 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა რომის საღვთო იმპერატორი ჰაინრიხ VI შტაუფენი, რომელზედაც გერმანული სამხედრო შენაერთები ამყარებდნენ დიდ იმედებს იერუსალიმის გასათავისუფლებლად.
1198 წლის 8 იანვარს რომის პაპ ცელესტინეს გარდაცვალების შემდეგ რომის პაპი ხდება ლოტარ დე სენი რომელიც ისტორიაში შევიდა ინოკენტი III-ის სახელით. იგი მსოფლიო თეოკრატიული მონარქიის იდეის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქომაგი იყო.
ინოკენტი III-მ შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარება იმისათვის გამოიყენა რომ მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობა. იგი თავად ჩაუდგა სათავეში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ქადაგებასა და ორგანიზებას.

“>

რომის პაპის მოწოდებას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, განსაკუთრებით აქტიურობდა სამღვდელოების ქვედა იერარქია. ათასობით ადამიანი იღებდა ჯვარსა და მახვილს, როდესაც ის ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდა.
როგორც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ჟოფრუა ვილარდუენიი წერს: “ყველა ის, ვინც ჯვარს მიიღებდა და ღმერთს მოემსახურებოდა ლაშქრობაში ყოფნით ერთი წლის განმავლობაში, ყოველგვარი ცოდვისაგან უნდა გათავისუფლებულიყო, რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა ჩადენილი”.
ერთი სიტყვით იდეოლოგიური საფუძველი ახალი ლაშქრობისათვის გულმოდგინედ შემზადდა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა ეკრიში მოწყობილმა ტურნირმა. 1199 წლის გვიან შემოდგომაზე გრაფი ტიბო შამპანელი და ლუი ბლუასელი გაემართნენ ეკრის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ჟორფრუა ვილარდუენი გვამცნობს რომ “შამპანისა და ბრის გრაფმა დიბომ, აგრეთვე ბლუასა და და შარტრის გრაფმა მიიღეს ჯვარი, აგრეთვე ჯვარი მიიღეს სიმონ დე მომფორმა და რენო დე მინმოსელმა.
1200 წლის მთელი განმავლობაში ბევრი შეკრებები ჰქონდათ და ლაშქრობის ხელმძღვანელად აირჩის ტიბო შამპანელი. ინოკენტი III-მ ჯვაროსნული ლაშქრობის მსვლელობის ახალი მარშუტი შემუშავდა, რომლის მიხედვითაც ლაშქრობა უნდა წარმართულიყო არა იერუსალიმის, არამედ ეგვიპტის წინააღმდეგ. Aამიტომ მთავარი დარტყმა ეგვიპტეზე უნდა განხორციელებულიყო. ამისათვის საჭირო იყო ფლოტი. Fფლოტი ჰყავდა ვენეციასაც და გენუასაც. ჯვაროსნებმა არჩევანი ვენეციაზე გააკეთეს.
1201 წლის 24 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯვაროსანთა ხელმძღვანელი ტიბო შამპანელი. მის ადგილას დაინიშნა ბონიფაციუს მონფერატელი. Aამ დროს ბიზანტიაში დრამატულად განვითარდა მოვლენები. 1195 წელს ბიზანტიაში სამეფო კარზე დიდი ცვლილებები მოხდა. Aალექსი ანგელოსმა თავისი ძმა, იმპერატორი ისააკ II ტახტიდან ჩამოაგდო, თვალები დასთხარა და თვითონ გახდა იმპერატორი. 1201 წლის ივნისის ბოლოს მეფისწული ალექსი რომელიც იყო დატუსაღებული საპყრობილედან გაიქცა. იგი გერმანიაში გადავიდა თავის სიძესთან ფილიპე შვაბიელთან, რომელმაც დახმარებისათვის მიმართა ბონიფაციუს მონფერატელს. Dდახმარების აღმოსაჩენად ბონიფაციუსმა თავისი პირობები წამოაყენა. Uისააკ II-ისათვის ტახტი უნდა დაებრუნებია, ბიზანტიის ეკლესია უნდა დაქვემდებარებოდა რომს, ბიზანტიის იმპერატორი ჯვაროსნების მიმართ გაიღებდა 200 000 ვერცხლის მარკას და ჯვაროსნულ ლაშქრობას დაეხმარებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობას წმინდა მიწების გათავისუფლებაში.

1202 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმის გამო რომ ჯვაროსნებმა ვერ მოახერხე ვენეციისათვის დაპირებული თანხის გადახდა. Aამიტომ დანდოლომ მათ თხოვა ქ.ზარას აღება. Eეს უკანასკნელი ქრისტიანული ქალაქი იყო და ცოტა უხერხულობას ქმნიდა შექმნილი სიტუაცია. 24 ოქტომბერს მათ ქალაქი აიღეს. 1203 წელს ჯვაროსნები კუნძულ კორფუზე გადავიდნენ. Aაქ მათ ალექსი III-ეს ელჩი გაუგზავნეს და გადადგომა და ისააკ II ტახტზე დასმა მოთხოვეს. Bბიზანტიის იმპერატორი იძულებული გახდა თავდაცვაზე ეზრუნა. ალექსი III იძულებული გახდა შექმნილი სიტუაციის გამო მიეტოვებინა კონსტანტინოპოლი გაიქცა. ჯვაროსნებმა 1203 წელს ტახტზე დასვეს ბრმა ისააკ II. Aამის შემდეგ აუცილებლეი იყო დანარჩენი პირობების შესრულებამაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. 1204 წელს 25 იანვარს კონსტანტინოპოლში აჯანყებამ იფეთქა. ხალხი უკმაყოფილო იყო ორივე იმპერატორით. შექმნილი სიტუაციით ისარგებლა ალექსი V და იმპერატორის ტახტი დაიკავა, ისააკ II გარდაიცვალა ხოლო ალექსი IV შეიპყრეს და დაახრჩვეს ჯალათის ხელით.
1204 წლის 9 აპრილს კონსტანტინოპოლზე განხორციელდა შეტევა, ალექსი V ამხნევებდა მეომრებს. 13 აპრილს მეორე რომი საბოლოოდ დაეცა. ამის შემდეგ ვიცით რომ ბიზანტია დაიშალა.
IV ჯვაროსნული ლაშქრობბა ჩემთვის მეტად საინტერესო არის რადგან აქ ნახსენებია ქრისტეს სუდარა. ეს ელემენტი რომელიც მეტად მნიშვნელოვანი იყო არის და იქნება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ამ ლაშქრობის დროს გაქრა ისე რომ მთელი 150 წლის განმავლობაში არ იცოდნენ სად იყო მისი ადგილსამყოფელი.

“>

ტურინის სუდარა არის ასახვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებათა და მისი დიდებით მოსილი აღდგომის დამამტკიცებელი საბუთი. ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი მას უწოდებს „მეხუთე სახარებას„, იმდენად დაწვრილებით არის აღბეჭდილი ის ვნებები, რომელებიც მასში გახვეულ ღმერთკაცს მიაყენეს.
ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის დარბევის შემდეგ სუდარა გაქრა 1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო
გოტფრიდ ლ-ის შვივიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა, გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები. 1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა საკუთრებაა სავოის ჰერცოგთა სასახლის იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად).

ახლო აღმოსავლეთში ევროპელ ჯვაროსნებს აგრესორებად მიიჩნევენ და მათ მიმართ, ისევე როგორც ტერმინ “ჯვაროსნობის” მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს ვერ გაითვალისწინეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, როდესაც უშუალოდ ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ მოუწოდეს “ჯვაროსნობისაკენ ტერორიზმის წინააღმდეგ”, რაც ისლამურ ქვეყნებში პოლიტიკურად არაკორექტულ გამონათქვამად აღიქვეს. Aამიერიდან თანამედროვე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ამ ტერმინის გამოყენებას დასავლეთის პოლიტიკოსების თავს არიდებენ.

წყარო:church.ge

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close