მისტიკასაკითხავიუცნაური

დედამიწის შემზარავი ადგილები

77902b0d3534

გამარჯობა ყველას! აი მეც :) რა ხანია პოსტი არ დამიწერია..ახლა კი თითქოს მუზა მოვიდა :) მემგონი საინტერესო პოსტია…თქვენ შეაფასეთ

მაშ ასე,დავიწყოთ.

1.მიუტერის სამედიცინო ისტორიის მუზეუმი ფილადელფიაში

7f77524bcb97

ეს არის პათოლოგიის,ძველი სამედიცინო ხელსაწყოების მუზეუმი,ის განლაგებულია ამერიკის უძველეს სასწავლებლო კომპლექსში.ეს მუზეუმი სახელგანთქმულია თავის ქალების უდიდესი კოლექციით,ასევე აქ შეკრებილია სხვადასხვანაირი უნიკალური ექსპონატები.მაგ.: ქალის ცხედარი,რომელიც მიწაში საპნად გადაიქცა,სადაც ის იყო დამარხული.აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ სიამის ტყუპები ერთი ღვიძლით ორივეზე,ორთავიანი ბავშვის ჩონჩხსაც მოკრავთ თვალს..მოკლედ ბევრი საინტერესო მაგრამ საშინელი ექსპონატია.

2.ლაგუნა “ტრუკი” მიკრონეზიაში

420b06812a2a

იაპონური სამხედრო-საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი ახლა ზუსტად ლაგუნას ფსკერზე დევს.მიკრონეზია ჰავაის არქიპელაგის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია.ლაგუნას ფსკერი,რომელიც გამოიკვლია ჟაკ კუსტომ 1971 წელს,დაფარულია სამხედრო გემების ნაწილებით,რომლებიც 1944 წელს ჩაიძირა.ახლა ისინი დაივერებისთვისაც ხელმისაწვდომია.თუმცა…ბევრს ახლაც ეშინია იმ ეკიპაჟების,რომლებმაც ვერ მოასწრეს პოსტის დატოვება.ცნობისმოყვარე ტურისტებს ხშირად ემართებათ უცნაურობები…სადაც შენი საქმე არაა,არ უნდა ჩაყო ცხვირი :)

3.მაგიური ბაზარი სონორა მეხიკოში,მექსიკაში

fd568bc06b62

მეხიკოს ალქაჯები,რომლებიც თავის კაბინკებში სხედან,10 დოლარად გპირდებიან სიღარიბისგან სწრაფ გაავისუფლებას.კაბინკების კედლებზე კი გალიებში ჩასმულები არიან იგუანები,მტაცებელი ფრინველები და ა.შ. ეს ბაზარი ყოველდღე არის ღია ტურისტებისთვის,რომლებიც აქ სპეციალურად ჩამოდიან.ეს ის ადგილია,სადაც მკვიდრი მოსახლეობა ყიდულობს ათას სისულელეს,რომელიც მათ “ჯადოსგან” იხსნის.ნამდვილ ენთუზიასტებს კი შეუძლიათ იყიდონ გველის სისხლი,რათა მათი ბიზნესი განვითარდეს.

4.აღდგომის კუნძული,ჩილე

6b77bbf53152

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ზუსტად აღდგომის კუნძულია,რომლეზეც უდიდესი ზომის,ქვისგან გამოთლილი ურჩხულების ნაკეთობებია.ეს გიგანტები ცაში იყურებიან,თითქოს დამნაშავენი არიან რაიმე დანაშაულში.მხოლოდ ქვებმა იციან,სად გაქრა ხალხი,ვინც მათ აკეთებდა..ამ კუნძულზე არავინ სხვამ არ იცის,როგორ გააკეთოს მსგავსი რამ.მათი სიმაღლე 20 მეტრია,ხოლო სიმძიმზე 90 ტონა! ახლა აღდგომის კუნძულზე,სადაც ოდესღაც სახლობდა მშვენიერი ცივილიზაცია, აქა-იქ თუ მოჩანს სიცოცხლის ნიშნები და..არავინ არ იცის საიდან “მოვიდნენ” ეს ურჩხულები და ვინ გააკეთა ისინი.

5.მანჩაკის ჭაობი ლუიზიანაში

4720c74ad121

ჩირაღდნის შუქზე,ჭაობის გადამცურველ ტურისტებს გარს აკრავს ლიანები( ასე ქვია?).საშინელი ყმული,რომელიც შორიდან ისმის,შეიძლება ვერვულფს ეკუთვნის.მანჩაკის ჭაობს მეორენაირად ეძახიან მოჩვენებების ჭაობს.ეს ჭაობი ნიუ-ორლეანის მახლობლად მდებარეობს,ის გოთების “ოცნებაა”.ამბობენ,რომ ეს ჭაობი ვუდუს დედოფალმა დაწყევლა,როდესაც იგი ტყვედ აიყვანეს მეოცე საუკუნის დასაწყისში.1915 წლის ქარიშხლის შედეგად აქ 3 სოფელი გაქრა…

6.პარიზის კატაკომბები,საფრანგეთი

c81a659f4253

გრძელი კარიდორის გასწვრივ დაწყობილია თავის ქალები და ჩონჩხები,თითქოს რაიმე პროდუქტი-საწყობზე…აქ მშრალი ჰაერია და ხრწნის სუნი იგრძნობა.არის საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი წარწერები,რომელნიც წყევლიან მეფეს.იმის შემდეგ,რაც პარიზის კატაკომბებში მოხვდები,ხვდები,თუ რატომ დაწერეს ვიქტორ გიუგომ და ენ რაისმა ზუსტად ამ ადგილზე.კატაკომბების სიგრძე 187 კილომეტრია და მათი მხოლოდ პატარა ნაწილია ღია მნახველებისთვის.ამბობენ რომ დანარჩენ ნაწილს პოლიციელები აკონტროლებენ,მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა,თუ ეს ვამპირები იქნებოდნენ :)

7.ვინჩესტერების სახლი

387bb74237b9

რომელზეც ბევრი ინფორმაციაა საიტზე და შესაბამისად აღარ გავმეორდები :)

8.მერი კინგის ჩიხი ედინბურგში

63a5ebe2b5a9

ეს რამოდენიმე ქუჩა,საშინელი წარსულით.ეს ის ადგილია,სადაც კეტავდნენ შავი ჭირით დაავადებულებს მე17-ე საუკუნეში..თუ მოგწონთ ადგილები მოჩვენებებით- ის ზუსტად სათქვენოა.განსაკუთრებით მამაც ტურისტებს,რომლებიც დათანხმდნენ ექსკურსიაზე,ხელებზე და ფეხებზე ვიღაც უხილავი კიდებს ხელს.თვლიან,რომ ეს ენნის მოჩვენებაა,ახალგაზრდა გოგონასი,რომელიც მისმა მშობლებმა 1645 წელს იქ დატოვეს.ასი წლის შემდეგ,მერი კინგის ჩიხის ადგილას ააშენეს ახალი სახლი.2003 წელს,ტურისტებისთვის,რომლებსაც მოსწონდათ მისტიკა,გახსნეს ჩიხი.გულადი ექსკურსიამძღოლები გაგიყვანენ და დაგათვალიერებინებენ ამ ჩიხს.

9.ტელემური სააბატო,სიცილიაში

14611dd9a31c

ალისტერ კროული- ალბათ,მსოფლიოში ყველაზე სამარცხვინო ოკულტისტია და ეს ქვის ფერმერული სახლი,საშინელი ფრესკებით რომაა სავსე,ოდესღაც იყო მსოფლიოს დედაქალაქი სატანისტურ ორგიებში.ნუ ყოველ შემთხვევაში,ასე თვლიდნენ მეოცე საუკუნეში.კროული ცნობილია თავისი თაყვანისმცემლებით,როგორიც მერლინ მენსონი,და იმ ფაქტით,რომ ბითლზების ალბომის ყდაზე მოხვდა.(Sgt. Pepper`s Lonely Hearts Club Band.)ალისტერმა დაარსა ეს სააბატო.ახალბედებს აიძულებდნენ კოშმარების ოთახში გაეტარებინათ ღამე,სადაც ჰეროინით გაჭყიპულები,დედამიწის,ჯოჯოხეთის და სამოთხის ფრესკებს უყურებდნენ.1945 წელს კენეტ ეჯერმა გამოიყენა ეს ისტორია და ფილმიც გადაიღო,რომელიც შემდგომში გაქრა….ახლა ეს სააბატო სრულიად დანგრეულია.

10.ჩერნობილი,უკრაინა

954c11a9bb78

უკრაინაში, ტურისტები,რომლებიც დავიწყებულ ქალაქ პრიპიაწში მოხვდებიან,ჩნდებიან ყველასგან გარიგულ ადგილას.აქ ყველა ნივთი სიჩქარეში არის დატოვებული,იმ 1986 წლის მოვლენის შემდეგ.ბინები ღიაა,ყველაფერი მიტოვებულია…ქალაქი ჩამკვდარია…იმ დროის გაზეთები მიწაზე წაუკითხავი ყრია.ახლა,როდესაც რადიაციის დონემ,იქ ცოტახნით ყოფნისთვის დაიწია,ჩერნობილი ტურისტებისთვის გახსნეს.ექსკურსიები თითქმის ერთნაირია,რადგანაც გადაადგილების ზონა მკაცრად კონტროლდება.როგორც წესი,ტურისტები კიევამდე მიდიან,შემდეგ კი ფეხით ჩერნობილამდე და ათვალიერებენ ქალაქ-მოჩვენებას…

ყველას დიდი მადლობა,რომ წაიკითხეთ :)

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close