გართობაკულტურა

იუმორის გრძნობის არმქონე ერები

4c468b7606d6
იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, რომლის მოსახლეობას იუმორის გრძნობა არ გააჩნია. რეიტინგი 30 ათასი ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება.

გამოკითხვის მონაწილეთა თქმით, რომელიც სოციალურმა ქსელმა Badoo-მ შეუკვეთა, ხუმრობა ყველაზე მეტად გერმანელებს არ ეხერხებათ. საერთოდ მიჩნეულია, რომ გერმანელები იუმორის გრძნობას ნაკლებად აფასებენ. მათ რაციონალურ და შრომისმოყვარე ადამიანთან ურთიერთობა ურჩევნიათ.

მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, მესამეზე კი თურქეთის მოსახლეობა გავიდა.

მეოთხე ადგილი დიდ ბრიტანეთს ერგო – მათი ნაციონალური კოლორიტით გაჯერებული იუმორი ბევრს არ მოსწონს. გამოკითხვის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ბრიტანელებს იუმორის გრძნობა არ სწყალობთ, რადგან საკუთარ თავზე ზედმეტად ორიენტირებულნი და კარჩაკეტილები არიან.

ათეული ასე გამოიყურება:

1 გერმანია;
2 რუსეთი;
3 თურქეთი;
4 დიდი ბრიტანეთი;
5 აშშ;
6 საფრანგეთი;
7 პოლონეთი;
8 ბელგია;
9 ნიდერლანდები;
10 კანადა;

აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში გერმანელები ადრეც არაერთხელ მოხვედრილან. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, 2007 წელს მისი მოსახლეობა ყველაზე გონებამხვილ ევროპელებად დაასახელეს.

წარმოგიდგენთ ინგლისურ იუმორს :

1.ლორდ ჰენრიმ ბალზე მოიწვია სტუმრები
მოსული სტუმრების რაოდენობა, დასაჯდომ სკამებზე მეტი აღმოჩნდა
– როგორც ჩანს ვიღაცას ფეხზე მოუწევს დგომა – ჩაიცინა ლორდ ჰენრიმ…

2.- მამი, მამი ალასკა სად არის?
– მე რას მეკითხები ჯონ, დედაშენი უცვლის ნივთებს ადგილებს…

3.დამსვენებელი ბაითის უფროსს:
– რა საშინელებაა, გუშინ თქვენი ძაღლი მთელი ღამე ჩემ სარკმელთან ყეფდა!
– ეგ არაფერი, დღისით გამოიძინებს…

დიდი ბრიტანეთი მე-4-ე ადგილზეა და თქვენ წარმოიდგინეთ გერმანული იუმორი რა იქნება :D

წყარო : ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button