საკითხავი

ჰერბერტ კილიანი

b9fa00140c29

როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირისთვის, შიში, ტერორი, განუკითხავი დაპატიმრება, გადასახლება და დახვრეტა მოკლედ, რომ ვთქვათ რეპრესიები უცხო ხილი არ იყო, პირიქით ეს ყოველივე იმ დროინდელი ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახლდათ. მილიონობით საბჭოთა ადამიანის ბედი , რომლებიც საბჭოთა ბანაკებში დაიღუპნენ ან მონურ ყოფაში იმყოფებოდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც გაიზიარეს. მათ შორის იყო ადამიანი, რომლის  ისტორიასაც დღეს მოგიყვებით და იმედია მოგეწონებათ :)
   
     ჰერბერტ კილიანი 1947 წელს 19 წლის დაბრუნდა ფრანგთა ტყვეობიდან და  მაშინვე დაიწყო  მზადება სკოლის გამოსაშვები გამოცდისთვის. თავდაუზოგავად მეცადინეობდა. ერთ დღეს  ქუჩიდან ბავვების ჩოჩქოლის ხმა შემოესმა. ისინი  ერთმანეთში კინკლაობდნენ  და მალე ჩხუბიც დაიწყეს. კილიანმა ბავშვებს ფანჯრიდან გადახედა და მათი დაშოშმინება სცადა, თუმცა ბავშვებმა მისი მისამართით ქვების სროლა და ლანძღვა გინება დაიწყეს. კილიანი გაბრაზდა,  ეზოში ჩაირბინა, ერთ-ერთი მათგანი დაიჭირა და კარგადაც მოსცხო.  ბიჭუნა მაშინ ავსტრიაში მდგომი საბჭოთა ჯარისკაცის შვილი აღმოჩნდა. ტრიბუნალმა  ჰერბერტ კილიანს  კალიმის გამოსასწორებელ ბანაკში  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  წლების მერე მან წიგნი დაწერა სახელად “ოქროს ბანაკი”. შემოგთავაზებთ  პატარა ფრაგმენტს ამ წიგნიდან:  “დილით ადგომა საუზმის, დრო 600 გრამი პური,  ნახევარი ლიტრი მწვანე სუპი.
ტემპერატურა -60 გრადუსი…  ბრიგადირი აჩვენებს პატიმრებს, თუ როგორ უნდა ამტვრიონ გაყინული მიწა. ნორმა -60 სანტიმეტრი. სიღრმე.  ” უფრო ძლიერად, უფრო ძლიერად !  არ არის ნორმა, არ არის პური! ”  – გაჰყვირის ბრიგადირი, ოდესღაც გერმანელთა ტყვეობაში ნასწავლ, გერმანულ სიტყვებს. ყინვისაგან თითქოს მთელი სხეული ფოლადის ნემსებით ისერება, კანი მგრძნობელობას კარგავს,  ძვლები ხევდება ” 
    
    აღწერილი ამბიდან 52 წლის შემდეგ  ჰერბერტ კილიანი კვლავ ეწვია  რუსეთს, კერძოდ სანკტ-პეტერბურგს. მან იპოვა ის ბიჭი  უკვე პენსიონერი,  რომლის გამოც მოხვდა შაბჭოთა გულაგში.  მან ის მიიწვია ავსტრიაში. რამდენიმე დღე სასიამოვნოდ გაატარეს  სრულიად შეცვლილ სამყაროში და  იქცნენ მეგობრებად. ის ეპიზოდი კი, რომელიც კილიანის დაპატიმრების მიზეზად იქცა, პენსიონერმა ვერაფრით გაიხსენა…

თეგები
Back to top button
Close
Close