საკითხავისასარგებლოსურათები

გადაშენებული ცხოველები, ნაწილი 2


მე მინდა შემოგთავაზოთ გადაშენებული ცხოველების მეორე ნაწილი
ამ პოსტშიც როგორც წინა პოსტში იქნება 3 გადაშენებული ცხოველი…
თუ გაინტერესებთ დააჭირეთ გაგრძელებას


გიგანტური ირემი (Megaloceros giganteus), ნამარხი ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. გარეგნულად ირემლაღის მსგავსია. ცხოვრობდა პლეისტოცენსა და ადრეულ ჰოლოცენში. ჰქონდა დიდი ტანი, ზემოთ ნიჩბის მსგავსად გაფართოებული რქები. ბინადრობდა ტენიან მდელოებზე. გავრცელებული იყო ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გიგანტური ირმის ჩონჩხები ნაპოვნია ირლანდიის ტორფიანებში. ყოფილ სსრკ-ის შუა და სამხრეთ განედებში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, აღმოჩენილია ჩონჩხის ნარჩენები. რიაზანისა და სვერდლოვსკის ოლქის მიდამოებში კი – მთლიანი ჩონჩხი.

ტირანოზავრი (Tyrannosaurus) – გიგანტური მტაცებელი დინოზავრები. ტირანოზავრის სიგრძე 15 მეტრი და მეტიც იყო. სიმაღლე (უკანა ფეხებზე დგომისას) 6 მეტრს აჭარბებდა. ქალას სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევდა. მასიური, მძლავრი, ხანჯლისებრი კბილები ჰქონდა. ძლიერი კუდი და უკანა კიდურები სხეულის საყრდენს წარმოადგენდა, რედუცირებული წინა კიდურები კი დანამატის სახით იყო შემორჩენილი. ტირანოზავრი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა. მისი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზედა ცარცული პერიოდის ნალექებში

და ბოლოს მე მინდა გესაუბროთ პანდაზე, ის გადაშენებული არაა მაგრამ თუ არ გავუფრთხილდებით მალე გადაშენდება

პანდა (Ailurus fulgens), ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.

სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
ოჯახი: ენოტისებრნი

იმედია მოგეწონათ :))

წყარო: ბიოლოგიის წიგნი და ვიკიპედია

თუ მოგეწონათ მესამე ნაწილიც იქნება

პ.ს პოსტი საკონკურსეა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close