არქივი

1958 წლის მიუნხენის ტრაგედია

ea31b8973877

გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ჩემპიონთა თასის მატჩი ითამაშა. “იუნაიტედი” ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა სახლში და სწორედ ჩარტერის გამო აღმოჩნდა მიუნჰენში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და პირდაპირ იმ ადგილს დაასკდა, სადაც საწვავს ივსებდნენ ხოლმე თვითმფრინავები.

ეს კატასტროფა მოხდა 1958 წლის 6 თებერვალს და 8 ფეხბურთელი შეიწირა: ჯეოფ ბენტი, როჯერ ბირნი, ედი კოლმანი, დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი , ტომი ტეილორი და ლაიამ “ბილი” უელანი. დაიღუპა აგრეთვე სხვა 15 მგზავრი, “იუნაიტედის” თანამშრომლების უოლტერ კრიკმერის, ბერტ უოლლისა და ტომ კურის ჩათვლით.

თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მესამე ცდის დროს კი ასაფრენი ბილიკის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის სიჩქარე შენელდა და მას არ ეყო სიჩქარე ასაფრენად. ის ჩამოვარდა ასაფრენი ბილიკის ბოლოს, გაარღვია ღობე და დაუსახლებელ სახლს შეასკდა. “იუნაიტედის” მეკარე ჰარი გრეგმა გონება არ დაკარგა, მოახერხა შეენარჩუნებინა სიფხიზლე. მან იფიქრა, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და შეძლო ბობი ჩარლტონისა და დენის ვაიოლეტის გამოხსნა ქამრებიდან და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ცნობისათვის, ჩარლტონს “იუნაიტედის” შემადგენლობაში დებიუტი 18 თვით ადრე ჰქონდა. გუნდის 7 ფეხბურთელი კატასტროფის ადგილზევე გარდაიცვალა, დანკან ედვარდსი კი მიუნხენის ჰოსპიტალში 2 კვირა უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
მარჯვენა გარემარბი ჯონი ბერი გადაურჩა ავიაკატასტროფას, მაგრამ მიღებულმა ტრავმებმა არ მისცეს კარიერის გაგრძელების საშუალება.

მიუნხენელი ექიმების აზრით ბასბის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდებოდა, ინგლისში მას პარაკლისიც კი გადაუხადეს, მაგრამ ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ორ თვეზე მეტი გაატარა ჰოსპიტალში, შემდეგ კი “იუნაიტედს” დაუბრუნდა

მიუნხენი გერმანიაშია, თუმცა ამჯერად, ტრაგედიას, რომელიც მიუნხენის აეროპორტ რიემში მოხდა, არც ერთი გერმანელი ადამიანი არ შესწირვია. დაიღუპნენ ინგლისელები და ერთი იუგისლავიელი და რაც ყველაზე მთავარია, დაღუპულებს შორის უმეტესობა ფეხბურთელები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები.

იმ დროინდელი “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ეს ყველაფერი სერ მეტიუ ბასბის უკავშირდებოდა.

ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში 1958 წლის 6 თებერვალი შავი ასოებითაა შესული. თვიმთფრინავი, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” იჯდა, ჩამოვარდა და დიდი საშინელება მოხდა, მანამდე კი…

მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდასთან” ჩემპიონთა თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა მოიგო. უკვე პირველ ტაიმს მანჩესტერელები 3:0–ს იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა პირველი შეხვედრა “მანჩესტერს” საკუთარ მინდორზე მოგებული ჰქონდა და ნახევარფინალშიც ინგლისური კლუბი გავიდა.

თამაშის შემდეგ ბრიტანელები თავისი ქვეყნის საელჩოში მივიდნენ, სადაც მათ ბანკეტი ელოდათ. მეორე დილით კი ისინი უკვე სამშობლოში უნდა გაფრენილიყვნენ მიუნხენის გავლით.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მაშინ ძალიან ცოტა გუნდი თუ იყენებდა ჩარტერულ რეისებს. მაგრამ “მანჩესტერი” ჩქარობდა და ამ სიჩქარის მიზეზიც ჰქონდა: ნახევარი წლით ადრე, როდესაც გუნდი პრაღიდან ბრუნდებოდა, გუნდმა ძლივს ჩაასწრო კალენდარულ შეხვედრას პრემიერლიგაში. შეყოვნების მიზეზი კი ის იყო, რომ “მანჩესტერში” ცუდი ამინდი იყო და თვითმფრინავის მიღება არ ხდებოდა.

არადა, “ცრცვენა ზვეზდასთან” შეხვედრის შემდეგ, “მანჩესტერს” პრემიერლიგაში თამაში ჰქონდა ჩასატარებელი, თანაც გათამაშების ლიდერ “ვულვერჰემპტონთან”. მათ არ სურდათ დაგვიანება და იმ თამაშის წაგება. “მანჩესტერი” ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეკვეთა ჩარტერული რეისი ბელგრადიდან მიუნხენამდე, ხოლო იქიდან პირდაპირ მანჩესტერში ჩავიდოდა. მიუნხენში დაჯდომას კი ის აზრი ჰქონდა, რომ ავზები უნდა გაევსოთ. ბელგრადიდან მაშინდელ ლაინერს საწვავი მანჩესტერამდე არ ეყოფოდა.

იუგოსლავიის დედაქალაქიდან მიუნხენამდე გუნდმა ჩინებულად იმგზავრა, არაფერი საგანგაშო პილოტებს მართვისას არ შეუმჩნევიათ. თუმცა, თვითმფრინავს რიემის აეროპორტის დასაჯდომ ბილიკზე დაფრენა გაუჭირდა. მიუნხენში გვარიანად თოვდა, ასფალტი გაყინული იყო. პილოტი იძულებული გახდა ავარიული დაჯდომის ცალკეული სისტემებიც კი გამოერთო, რათა ნორმალურად დამჯდარიყო.

საწვავი ჩაასხეს და ორი საათის შემდეგ, თვითმფრინავი ასაფრენად მოემზადა.

გ–ალზუ (ცნობილი როგორც ზულუ უნიფორმი), რომელიც ბრიტანეთის ევროპულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა, დაიძრა და რამდენიმე წამში დედამიწას მოსწყდა, მაგრამ უცაბედად, თვითმფრინავი შეტორტმანდა.

მგზავრებმა თითქოს იგრძნეს, რომ რაღაც ცუდი მოხდა, იფიქრეს რომ პილოტი თვითმფრინავს დააჯენდა, პილოტმა მართლაც ამის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ მას ლაინერის დამორჩილება უკვე აღარ შეეძლო.

1cf75ff90966“>

150 მეტრი სიმაღლიდან თვითმფრინავი ძირს დაენარცხა. მიზეზი? ერთი–ერთი ძრავი აფეთქდა. პილოტმა კი შეძლო დავარდნა ოდნავ შეემსუბუქებინა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრაგედია თავიდან ვერ აიცილა.

აფრენის დროს ლაინერზე 34 მგზავრი იმყოფებოდა: ეკიპაჟი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, დიდ ბრიტანეთში იუგოსლავიის საელჩოს წარმომადგენლების ოჯახის წევრები. 23 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ეს იყო პირველი ავიაკატასტროფა, რომელიც გ–ალზუს ტიპის თვითმფრინავებს დაემართათ. ეს ლაინერები ცაში 1952 წლიდან ნავარდობდნენ და დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს კარგად მოემსახურნენ.

დაღუპულთა შორის იყო რვა ფეხბურთელი:

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი და ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი როჯერ ბერნი, 29 წლის;

შეუდარებელი დანკან ედვარდსი, ყველაზე ნიჭიერი ნახეარმცველი იმდროინდელ ევროპულ ფეხბურთში, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ყველაზე ახალგაზრდამ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისური, 22 წლის;

ფორვარდი ტომი ტეილორი, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის”. გუნდმა ის 29 999 ფუნტ სტერლინგად შეიძინა, 26 წლის;

ჰავბეკი დევიდ პეგი, ინგლისის ნაკრების წევრი, 22 წლის;

ედი კოლმენი, 21 წლის;

ჯეფ ბენტი, 25 წლის;

მარკ ჯოუნსი, 24 წლის და ლიამ უილანი, ირლანდიის ნაკრების წევრი, 22 წლის.

ასევე დაიღუპნენ გუნდის მეორე მწვრთნელი ბერტ უოლი, ფიზმომზადების მწვრთნელი ტომ კერი, კლუბის მდივანი უოლტერ კრიკმერი, რვა ჟურნალისტი, მათ შორის მანჩესტერ სიტის ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკ სვიფტი, რომელიც შეხვედრის ტრანსლირებისას კომენტატორი იყო, მეორე პილოტი, სტიუარდესა, ერთი იუგოსლავიელი დიპლომატი და გულშემატკივარი, ვილი სატიბოფი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ბევრი საქმე ჰქონდა, ამ შეხვედრას მაინც დაესწრო.

ბევრი დაღუპვას გადაურჩა. ძრავი რამდენიმე წამით გვიან რომ აფეთქებულიყო, მაშინ თვითნფრინავი დედამიწაზე უფრო დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდებოდა და ვერავინ გადარჩებოდა.

ცოცხალი გადარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მეტიუ ბასბი, რომელსაც დიდებული გუნდი ჰქონდა ჩამოყალიბებული და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევდნენ.

“ბასბის ბავშვები” – ასე მოიხსენიებდნენ მაშინდელ “მანჩესტერ იუნაიტედს” და ამ სახელით შევიდნენ ისტორიაში.

e781924c6dff“>

მიუნხენში ცოცხლები გადარჩნენ:

ბობი ჩარლტონი, ჯერ კიდევ 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც რვა წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ჯეკი ბლენჩფლაუერი, ბილი ფოულკსი, დენის ვაიოლეტი, რეი ვუდი, ალბერტ სკენლონი, ჩრდილოეთ ირლანდიელი მეკარე ჰარი გრეგი, ჯონი ბერი და კენ მორგანსი.

მეტიუ ბასბიმ ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო. სხვა რა გზა ჰქონდა? გულშემატკივარი გვერდში ედგა, ამხნევებდა.

ყველაზე შემზარავი სანახავი კი ის იყო, როცა “იუნაიტედის” სტადიონზე თამაშის დაწყებამდე, მაყურებელი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა დაღუპულთა სულებს. მაგრამ ეს წუთიერი დუმილი თამაშის ბოლომდე გრძელდებოდა. “მანჩესტერს” გოლიც რომ გაეტანა, გულშემატკივარი ხმას არ იღებდა, ჩუმად იჯდა თავის ადგილას და თამაშს უყურებდა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” იმ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა, არადა ტრაგედიამდე გუნდი ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

ერთი წლის შემდეგ, გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. “მანჩესტერ იუნაიტედს” ყველა ხელს უწყობდა, ტრანსფერების განსახორციელებლად შეღავათებიც კი დაუწესეს.

1963–64 წლების სეზონში, როცა ახალი გუნდის მშენებლობა დასრულდა, გუნდში იმ დროის უდიდესი ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი მივიდა.

1965 წელს “მანჩესტერ იუნაიტედი” ქვეყნის ჩემპიონი გახდა, პირველ ადგილზე 1967 წელსაც გავიდნენ, ხოლო 1968 წელს, ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა.

მისი მეტოქე ლისაბონის “ბენფიკა” იყო, რომლიც მაშინ უძლიერესი გუნდის სახელით სარგებლობდა. “მანჩესტერმა” ის შეხვედრა 4:1 მოიგო, ხოლო პირველი გოლი ბობი ჩარლტონმა გაიტანა, რომელიც ერთადერთი იყო იმ დიდი გუნდიდან, რომელმაც 1958 წლის 6 თებერვალს კატასტროფა განიცადა.

გუნდის მწვრთნელი მეტიუ ბასბი იყო, ხოლო როდესაც გუნდს ჩემპიონთა თასი გადასცეს, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

– მე ვტიროდი და უნდა მეტირა, ვინაიდან “ბენფიკა” მარტო ჩვენ არ დავამარცხეთ. დაამარცხა იმ რვა ფეხბურთელმა, რომელმაც მიუნხენის აეროპორტში სული განუტევა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ განგებამ მათი ამ სახით თავისთან წაყვანა ისურვა.

ჩვენ ყველამ ერთად დავამარცხეთ “ბენფიკა”, საშინელება, ტრაგედია, დიდი უბედურება და მუხანათობა, რაც ჩვენი გუნდის თავზე დატრიალდა. ჩვენდა საუბედუროდ თოვდა, გაფუჭდა ძრავი. და დამეღუპნენ ჩემი შვილები, ჩემი პატარა ბიჭები, რომლებიც უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ და მათ მთელი მსოფლიო უნდა დაეპყროთ. აი ამიტომ ვტიროდი, – ამბობდა ლეგენდარული მეტიუ ბასბი.

b2c87683d93a

წყარო:  manunited.ge

მსგავსი ამბები

Back to top button