გართობაკულტურა

კონკურსი 5 (გამარჯვებული გამოვლინდა)

da7b2f3c3b32

უკვე მზად ხართ მეხუთე კონკურსისთვის? მაშ შემოდით = ) თამაში დასწრებაზეა, ასე რომ..

წინასწარ შეგახსენებთ, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც პირველად სწორად უპასუხებს მოცემულ დავალებას. პასუხების მიღება ხდება კომენტარების სახით.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge
დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი: 20 ლარის ღირებულების 3 ბილეთი რუსთაველის თეატრში. ამ ბილეთების საშუალებით გამარჯვებული შეძლებს სამჯერ ესტუმროს რუსთაველის თეატრს და ნახოს შემდეგი სპექტაკლები: “ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!”, “ჰამლეტი.comX” და “ბენიამინი”.
ვინც ვერ გაიმარჯვებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ეწვიოთ სვუპის საიტს და შეიძინოთ აღნიშნული ვაუჩერი 11 ლარად. (სვუპის ფასდაკლებით რა თქმა უნდა)

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც!

ყველა კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დაწეროთ ერთ კომენტარში. მხოლოდ ერთ ან ორ გამოცანაზე პასუხები არ განიხილება!!

საკონკურსო დავალებები

პირველი გამოცანა

ერთმანეთის მიყოლებით დგას 5 სახლი. ხუთივე განსხვავებული ფერისაა. თითოეულში ცხოვრობს ერთი ადამიანი, განსხვავებული სახელით. ამ 5 ადამიანიდან თითოეული ეწევა სხვადასხვა სიგარეტს, ჰყავთ სხვადასხვა ცხოველი ან ფრინველი და სვამენ სხვადასხვა სასმელს.

1. გოგავა ცხოვრობს წითელ სახლში.
2.ნაწკას ძაღლი ყავს სახლში.
3. ჭანტო ჩაის სვამს.
4. მწვანე სახლი თეთრი სახლის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
5. მწვანე სახლის პატრონი ყავას სვამს.
6. ვინც სიგარეტ ,,პარლამენტს” ეწევა იმას ჩიტი ჰყავს.
7. ყვითელი სახლის პატრონი იავას უქიშინებს ))
8.ცენტრალურ სახლში ვინც ცხოვრობს ის რძეს სვამს.
9. ცუცქირა პირველ სახლში ცხოვრობს.
10.ვინსტონის მწეველის სახლი კატის პატრონის სახლის შემდეგ (გვერდითა) მდებარეობს.
11. ცხენის პატრონი იავას მწეველი ადამიანის სახლის გვერდითა სახლში ცხოვრობს.

12.ვინც ,,პირველს” ეწევა, ის ლუდს სვამს.
13. სურმანა ასტრას ეწევა.
14.ცუცქირა ლურჯი სახლის გვერდით ცხოვრობს.
15.ადამიანი,რომელიც ვინსტონს ეწევა ცხოვრობს იმ ადამიანის სახლის შემდეგ საცხოვრებელში,რომელიც წყალს სვამს.
16. ნაწკა ლუდს სვამს.

სახლის ფერები: მწვანე, თეთრი, ლურჯი, ყვითელი, წითელი.
სასმელი: წყალი, რძე, ლუდი, ყავა, ჩაი.
ცხოველი/ფრინველი: ცხენი, კატა, ძაღლი, ჩიტი, თევზი.
სიგარეტი: ასტრა, პირველი, პარლამენტი, იავა, ვინსტონი.
მაცხოვრებელთა სახელები: ჭანტო, ნაწკა, ცუცქირა, გოგავა, სურმანა.

გაარკვიეთ ვინ რა ფერის სახლში ცხოვრობს, რას ეწევა, რა ცხოველი ან ფრინველი ჰყავს და რას სვამს.

მეორე დავალება
მექსიკაში რომელ დღესასწაულზე იყენებენ მოსართავად შოკოლადის კუბოებსა და შაქრის ჩონჩხებს?

მესამე დავალება
რა არის ამ სურათზე გამოსახული?

73336cb5fc88

დასრულდა კონკურსი და გაიმარჯვა abdaba–მ : )) ვულოცავთ მას და სწორი პასუხები იყო:

1 სახლი– ყვითელი, ცუცქირა, წყალი, კატა, იავა.
2 სახლი– ლურჯი, ჭანტო,ჩაი, ცხენი, ვინსტონი.
3 სახლი– წითელი, გოგავა, რძე, ჩიტი, ,,პარლამენტი”
4 სახლი– მწვანე, სურმანა, ყავა, თევზი, ასტრა
5 სახლი– თეთრი, ნაწკა, ლუდი, ძაღლი, ,,პირველი”.

მეორე დავალება: გარდაცვლილთა დღე
მესამე დავალება: ბოქლომი.
იხილეთ სურათიც
dbf12584135f

ხუთშაბათს როგორც იცით ავტორების კონკურსია, ასე რომ დაწერეთ საინტერესო პოსტები, მიაწერეთ მას ქვევით,რომ ეს სიახლე საკონკურსედ გინდათ და თქვენ მოხვდებით შესარჩევ ავტორებში. გამარჯვებულს კი მომხმარებელი გამოავლენს ხმის მიცემის საშუალებით.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button