TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

სასწაულად შემორჩენილი უძველესი ნივთები, რომელთა თარიღები გაგაოცებთ

image

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. უახლესმა ტექნოლოგიებმა და გარდაქმნილმა საგნებმა თუ ნივთებმა ჩვენი ცხოვრება “კომფორტით” უზრუნველყო, რაც ორ სხვადასხვა დროს შესწრებული ადამიანისთვის ადვილი შესამჩნევია. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ ბევრ თქვენგანს მათი შემოქმედება აღარც აოცებს. დამეთანხმებით, რომ დღეს უამრავ კრეატიულ, უჩვეულო თუ სასარგებლო ნივთს ვაწყდებით ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც უფრო გვიადვილებს და გვილამაზებს ყოფას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უწინ არ იყო ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი თუ სხვა ისეთი აუცილებელი ნივთები, რომლებზეც დღეს ძალიან ვართ დამოკიდებულნი, – იყო სხვა მეტად აუცილებელი, რომელთაც დღესაც ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში.

 

image

 

მაშასადამე, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ სასწაულად შემორჩენილი ის უძველესი ნივთები, რომელთა თარიღები გაგაოცებთ. აი ისინიც:

 

1. “უძველესი წინდა”.

 

ეს წინდა შეიქმნა ეგვიპტეში და მას გამოიყენებდნენ სპეციალური “სანდლების” ქვეშ ჩასაცმელად. აღმოაჩინეს 19-ე საუკუნეში, თუმცა 300-499 წლებით თარიღდება.

image

 

2. “5000 წლის რეცეპტი”.

 

შემერული ლუდის რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ლუდებს შორის.

image

 

3. “მზისგან დამცავი სათვალე”.

 

კანადაში ნაპოვნი სათვალეა, რომელიც გამოიყენებოდა არა ზაფხულის მზეზე, არამედ თოვლის დროს, მასზე არეკლილი მზისგან დასაცავად, რომელიც თარიღდება 800 წლით.

image

 

4. “ადამიანის სხეულის ქანდაკება”.

 

40 000 წლით დათარიღებული ვენერას ქანდაკება აღმოჩენილი იქნა გერმანიაში.

image

 

5. “უძველესი ფეხსაცმელი”.

 

5500 წლის წინანდელი საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც ძროხის ტყავისგანაა შეკერილი, აღმოჩენილი იქნა სომხეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში. ბალახმა და სიმშრალემ იგი გადაარჩინა ლპობასა და გაფუჭებას.

image

 

6. “უძველესი ინსტრუმენტი”.

 

40 000 წლის წინანდელი ფლეიტა კისრის ძვლისგანაა დამზადებული და იპოვეს გერმანიის სამხრეთ ნაწილში.

image

 

7. “უძველესი შარვალი”.

 

შარვალი, რომელიც 3300 წლით თარიღდება, იპოვეს დასავლეთ ჩინეთში.

image

 

8. “უძველესი საპირფარეშო”.

 

საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც თარიღდება 2000 წლით, აღმოჩენილი იქნა თურქეთის უძველეს ქალაქ ეფესოში. საპირფარეშოს ჰქონდა თვით გარეცხვის ფუნქცია, ვინაიდან მის ქვეშ გადიოდა მდინარე.

image

 

9. “500 წლის ბიუსტჰალტერი”.

 

ეს ბიუსტჰალტერი გამოიყენებოდა 1390 – 1485 წლებში ავსტრიაში.

image

 

10. “უძველესი პროტეზი”.

 

3000 წლის წინ ეგვიპტეში აღმოჩენილი პროტეზი, რომელიც წარმოადგენდა არა მხოლოდ აღჭურვილობას, არამედ ეხმარეობოდა ადამიანს თავისი მრავალმხრივი ფუნქციებით გადაადგილებაშიც.

image

 

11. “უძველესი საფულე”.

 

4500 წლის საფულისგან დარჩენილი ნაწილი, რომელიც გერმანიაში აღმოაჩინეს.

image

 

12. “უძველესი კონდომი”.

 

370 წლის კონდომი, რომელიც დამზადებულია ცხვრის ნაწლავისგან, პირველად გამოყენებული იქნა 1640 წელს შვედეთში. ხოლო ლათინურად მითითებული ჰქონდა, რომ გამოყენებამდე უნდა გარეცხილიყო თბილ რძეში, რათა წყვილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები აეცილებინათ თავიდან.

image

 

13. “უძველესი საღეჭი რეზინი” (კევი).

 

საღეჭი რეზინი, რომელიც დამზადებული იყო არყის ხის ქერქისგან, 5000 წლის წინ ფინეთში ღეჭდნენ რათა ემკურნალად პირის ღრუს ინფექციებისთვის. გარდა ამისა, ასევე გამოიყენებოდა რაიმეს დასაწებებლად.

image

 

14. “უძველესი ნოტები”.

 

3400 წლის ნოტები ნაპოვნი იქნა ჩრდილო სირიის ქალაქ უგარიტში. სიმღერა კი დაწერილი იყო სპეციალურად მეფე ლირისთვის.

image

 

15. “უძველესი მონეტა”.

 

2700 წლის მონეტა იპოვეს თურქეთის უძველეს ქალაქ ეფესოში. მონეტის მთავარ გაფორმებას კი წარმოადგენს ლომის თავი.

image

 

16. “უძველესი გლობუსი”.

 

5100 წლის გლობუსი, რომლის შესაქმნელადაც იტალიელებმა გამოიყენეს სირაქლემას კვერცხი. 2012 წელს კი ლონდონში იგი კერძო პირმა შეისყიდა.

imageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button