საკითხავისასარგებლო

დინოზავრები (ნაწ.2)

3f03b40ad3e4

როგორც დაგპირდით ვაგრძელებ თემას დინოზავრებზე.

 

ტირანოზავრები:
ხორციჭამია დინოზავრებს მოღუნული, ქონგურისებული კბილები და გრძელი ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ. ტირანოზავრი (Tyrannosaurus) ანუ “ტირანი რეპტილია” იყო ყველაზე დიდი ზომის ხორციჭამია დინოზავრი, რომლელიც, დაახლოებით 12 მეტრ სიგრძეს აღწევდა და 8 ტონაზე მეტს იწონიდა, კბილების სიგრძე თითქმის ადამიანის მაჯის ზომას უტოლდებოდა და 16 სანტიმეტრს აღწევდა.

ad0b94530ac3
ხორციჭამიების უმეტესობა, ტირანოზავრების ჩათვლით, უკანა ფეხების საშუალებით გადაადგილდებოდა. ეს კი სისწრაფის მანიშნებელია. სხეულის ზემო ნაწილზე მათ ჰქონდათ ორი ძალიან მოკლე წინა კიდური, რომლებიც ფორმით ხელს წააგავდნენ და ბოლოვდებოდნენ ბრჭყალებისებრი თითებით. მეცნიერები დარწმუნებულები არ არიან, რისთვის იუენებდნენ ტირანოზავრები ამ წინა კიდურებს, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის დასაჭერად. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ტირანოზავრები ამ პატარა, მაგრამ ძლიერ საყრდენს დასვენების ან მიწაზე ძილის დროს იყენებდნენ.

5b3f3b3e1e03

ველოსირაპტორი (Velociraptor), ანუ “სწრაფიმძარცველი” თავს ესხმოდა პატარა ძუძუმწოვრებს ან დინაზავრებს ცალი უკანა ფეხით, მაშინ, როდესაც მეორე ფეხი მიწაზე ჰქონდა, ხოლო კუდით წონასწორობას იცავდა. ორივე ფეხზე ჰქონდა ნამგლის ფორმის ბრჭყალები, რომლითაც ნანადირევს ჭრიდა. მას “საშინელ მკვლელსაც” უწოდებნენ.
დინოზავრების უმეტესობა, დიდი ზომის მიუხედავად, საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა. გრძელფეხა “სირაქლემა” დინოზავრების სიჩქარე საათში 50 კილომეტრს აღწევდა. შედარებით მძიმე სახეობები, მაგალითად, 35 ტონიანი აპატოზავრები, სპილოების მსგავსი სიჩქარით მოძრაობდნენ, ხოლო 100 ტონიანი ბრახიოზავრები, საათში 4 კილომეტრის გავლას ძლივს ახერხებდნენ.

938e3a14c91c

სოროპოდისათვის კარგ ფეხებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ნახტომისებრი ნაბიჭი, ჩვენი “ფეხის წვერებზე” დგომის მსგავსად, ბევრ ენერგიას წაართმევდა დინოზავრს და იგი შორს ვერ წავიდოდა. სოროპოდები საკმაოდ ნელა მოძრაობდნენ. მასიური სხეულის დასაჭერად, მათ მიწაზე კარგად უნდა დაეყრდნოთ ფეხები. ფეხის თითები და “ქუსლები” ერთმანეთთან მტკიცე შემაერთებელი ქსოფილით იყო დაკავშირებული, დღევანდელი სპილოს ფეხის მსგავსად.

საუკეთესო მშობლები:
დღეისათვის ცნობილია, რომ დინოზავრები ბუდეს აშენებდნენ და კვერცხებს დებდნენ, მაგრამ როგორ იჩეკებოდნენ პატარა დინოზავრები საიდუმლოდ რჩებოდა 1978 წლამდე, სანამ მონტანაში, აშშ-ში, ბუდე, პატარა დინოზავრები და მათი კვერცხის ნაჭუჭუბი არ იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთი პატარის სიგრძე 1 მეტრს აღწევდა, ხოლო კვერცხები 20 სანტიმეტრი სიგრძისა თუ იქნებოდა. პატარა დინოზავრები ახალგამოჩეკილები არ უნდა ტოფილიტვნენ, როგორც ჩანს, ისინი ბუდეში, დაბადებიდან საკმაოდ იდიდ ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ამის შემდეგ ექსპერტებდა დაასკვნეს, რომ პატარა დინოზავრებს მშობლები უვლიდნენ მანამ, სანამ თვითონ არ შეძლებდნენ დამოუკიდებლად თავიანთი თავის გამოკვებას. მონტანაში აღმოჩენილ ძოგიერთ ოატარას კბილები დაცვეთილი ჰქონდა, რაც იმას მოწმობს რომ მათ მშობლები ბუდეში კვებავდნენ, ისევე როგორც ჩიტები ზრუნავენ ბარტყებზე. ზოგიერთ ექსპერტს აეჭვებდა, როგორ კვებავდნენ გიგანტი მშობლები თავიან პატარებს, მათ დაუზიანებლად, მაგრამ დღეისათვის ერთ-ერთი უდიდესი რეპტილია = ალიგატორი დიდი მზრუნველობით უვლის თავის პატარებს და არ აზიანებს მათ.
წარმოიშვა ახალი აზრი, რომელიც ამტკიცებს, რომ დინოზავრების ზოგიერთი, უფრო დიდი სახეობა, ძუძუმწოვრების მსგაავსად, ცოცხლად მშობიარეა. იმის გამო, რომ ბევრი მაღგანი მუგმივად მოგზაურობდა საკვების მოსაპოვებლად და თან მტერს იგერიებდა, მათ არ ექნებოდათ იმდენი დრო, რომ კვერცხი დაედოთ და კვირაობით ან თვეობით ეცადათ პატარების გამოჩეკისათვის, ხოლო შემდეგ მოევლოთ მათთვის. ამასთანავე, აღმოVენილი ყველაზე დიდი დინოზავრის კვერცხის ზომა 30 სანტიმეტრს არ აღემატება. იქიდან გამოჩეკილი პატარა კი კვერცხზე ოდნავ დიდი იქნებოდა და ძალზე სწრაფად უნდა გაზრდილიყო, მისი საბოლოო ზომისათვის რომ მიეღწია. ამიტომაც, ზოგიერთმა მეცნიერმა წამოაყენა თეორია, რომ ყვეალზე დიდი დინოზავრები ცოცხლადმშობიარენი იყვნენ და საკმაოდ დიდებიც იბადებოდნენ.

პირველი ნამარხები:
ადამიანები ასობით წლის მანძილზე პოულობდნენ დინოზავრების ძვლების ნამარხებს, თუმცა ყოველთვის როდი ხვდებოდნენ, რა იყო ეს – ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს გიგანტი ადამიანის ძვლები იყო. მხოლოდ 1820 წლებში გააანალიზეს, რომ ეს გადაშენებული გიგანტური რეპტილიების ნაშთები იყო.
1822 წელს გიდეონ მანტელმა სუსექსში, სამხრეთ ინგლისში, გათხრების დროს აღმიაჩინა რამდენიმე დიდი ზომის კბილი. მან შეამჩნია, რომ ეს კბილები სამხრეთ ამერიკული ხვლიკის – იგუანას კბილების მსგავსი იყო, ამით მეცნიერი მიხვდა, რომ ნაპოვნი ეშვები რეპტილიას ეკუთვნოდა და მას იგუანოდონი (Iguanodon) უწოდა, რაც “იგუანას კბილს” ნიშნავს.
დინოზავრების ნამარხებს მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში პოულობემ, ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის ჩათვლით. უფრო ხშირად აღმოაჩინეს ძვლებისა და კბილების ნარჩენები, დინოზავრის “მაგარი” ნაწილები, რომელიც ეწინააღმდეგება შლის პროცესს, დინოზავრის რბილოვვანი ნაწილებისაგან განსხვავებით, როგორიცაა სხეული, კანი და შინაგანი ორგანოები.
მეცნიერებს ხშირად ხვდებათ რეპტილიების ნაფეხურები, რომლებსაც ისინი სიარულისას ტოვებდნენ. მათი საშუალებით ადვილად დგინდება დინოზავრების გავრცელების ადგილები.
კორპოლიტები (დინოზავრის ძვლის ნაშთები) აგებულების მიხედვით, მეცნიერები იკვნევდნენ თითოეული დინოზავრის კანის შესახებაც, მათი მიხედვით რეპტილიებს საკმაოდ მკვრივი, ბრონისებული საფარი ჰქონდათ…
არავის შეუძლია იმის თქმა, თუ რა ფერის იყვნენ დინოზავრები, რადგანაც კანი საკმაოდ მალე ნადგურდება. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მონადირე დინოზავრები ინიღბებოდნენ გარემო პირობების გარდამავალ ფერებში, რათა შეუმჩნევლად მიპარებოდნენ მსხვერპლს. სხვები, მაგალითად მცენარეჭამიები, იმდენად დიდები იყვნენ, რომ მტაცებლებისაგან დაცულნი იყვნენ და საპირისპირო სქესის ყურადღების მისაპყრობად, კაშკაშა ფერისანი უნდა ყოფილიყვნენ.
ცარცული პერიოდის ბოლოსათვის, დაახლოებით, 65 მილიონი წლის წინათ, დინოზავრებმა გადაშენება დაიწყეს. პალეონთოლოგებმა ვერ შეძლეს ამ ფაქტის სრულყოფილი ახსნა, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია. ერთ-ერთის თანახმად, დედამიწის მახლობლად ვარსკვლავი აფეთქდა და პლანეტა მომაკვდინებელი რადიაციით დაიფარა.

უეცარი სიკვდილი:
იუკატანში, მექსიკაში, უზარმაზარი მიწისქვეშა კრატერის არსებობის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ გიგანტური მეტეორიტის დედამიწასთან შეჯახებამ გამოიწვია უდიდესი აფეთქება. ამან კი ატმოსფეროში წარმოშვა მტვრის სქელი ფენა, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარა მზე და დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგურა.
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დინაზავრები თანდათანობითი კლიმატური ცვლილებების შედეგად დაიღუპნენ. ზამთარი უფრო ცივი გახდა, ხოლო ზაფხული უფრო ცხელი, რასაც მხოლოდ პატარა ძუზუმწოვრებმა გაუძლეს. ალბათ სინამდვილეს ვერასოდეს გავიგებთ.

წყარო: ენციკლოპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close