არქივი

პირველი ბენზინ გასამართი სადგური ორბიტაზე

d0b91296d525

უახლოეს ხუთ წელიწადში კანადური კომპანია MacDonald, Dettwiler and Associates (MDA) აპირებს უპილოტო ხომალდი Infrastructure Servicing (SIS). ის აღჭურვილი იქნება საწვავის ავზებით და მექანიკური მანიპულატორებით, ჩასაჭიდებლად და თანამგზავრის პირველადი შეკეთებისათვის. ამას გარდა მას რათქმაუნდა ექნება მანევრირების საშუალება.

SIS იქნება გეოსინქრონულ ორბიტაზე დაახლოებით 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე, სადაც მდებარეობს კოსმოსური აპარატების უმრავლესობა. პროექტის მიზანი ასევე არის კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლა:  გამართული თანამგზავრები რათქმაუნდა უფრო მეტ ხანს იმუშავებენ, ხოლო მწყობრიდან გამოსულ ობიქტებს SIS გააგზავნის ე.წ დამარხვების ორბიტისაკენ.
MDA-ის პირველი კლიენტი გახდა ამერიკულ-ლუქსემბურგული კომპანია Intelsat, რომელიც კომპანიას თავისი ორბიტალური აპარატების მომსახურებაში 280 მილიონ დოლარს შეჰპირდა.
SIS გახდება პირველი კერძო ასეთი ტიპის აპარატი, თუმცა 2007 წელს ამერიკაში ამდაგვარი პროექტი უკვე განახორციელეს სახელმწიფო პროგრამით. Orbital Express, ეს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს (DARPA) და მარშალის სახელობის ნასას კოსმოსური ფრენების ცენტრის ერთობლივი პროექტი იყო რომლის მიზანიც სხვადასხვა აპარატების გამართვა და ტრანსპორტირება იყო, მაგრამ წარმატებული დემონსტრაციის შემდეგ ეს პროექტი დაიხურა.

წყარო:  sisi.ge

Back to top button