არქივი

ეიზელის ტრაგედია, 26 წლის შემდეგ

0b9108f5f3af

1985 წლის 29 მაისს, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” თამაშამდე საშინელმა არეულობამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, 400 კი მძიმედ დაშავდა. 100 მილიონამდე მაყურებელი ბრიუსელში მომხდარი ტრაგედიის ყურებისას თვალებს ვერ უჯერებდა. ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედია იყო, შედეგად კი ინგლისელ გულშემატკივრებს ევროპულ ტურნირებზე დასწრება აეკრძალათ.

ყველაფერი თამაშამდე 1.5 საათის ადრე დაიწყო. “ლივერპულის” გულშეტმაკივრები “იუვენტუსის” ფანატების ქცევამ გააცოფა და ღობის გარღვევის შემდეგ ისინი ტურინელებს თავს დაესხნენ. შეჯახების დროს დაახლოებით სამმეტრიანი კედელი ჩამოინგრა და არაერთი ბიანკონერო თავის ქვეშ უმოწყალოდ მოიყოლა.კიდევ რამდენიმე მათგანი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნების მსხვერპლი გახდა.

რომი (1984 წელი)

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეიზელის სტადიონზე მომხდარმა ტრაგედიამ სათავე 1 წლით ადრე აიღო.

“ლივერპული” უეფას თასის ისტორიაში ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მეოთხედ მივიდა. ფინალში “ლივერპული” “რომას” მათ სტადიონზე ეთამაშებოდა. ის მატჩი ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ეს დღე ყოველი მათგანისთვის ბედნიერი როდი იყო. რომაელი ფანატები ლივერპულელებს უთვალთვალებდნენ და შანსის მიცემის შემთხვევაში მათ საშინლად უსწორდებოდნენ. ისინი იმ ინგლისელებსაც კი ესხმოდნენ თავს,რომლებიც ქალაქს უბრალოდ, ოჯახთან ერთად სტუმრებოდა და სასტუმროში ისვენებდა. მაგალითი საშინელია:13 წლის ბავშვი უმოწყალოდ აწამეს.მხოლოდ მის სახეზე 200-ამდე ჭრილობა აღინიშნებოდა. ამის შემდეგ სასტუმროს მეპატრონეებმა ინგლისელი გულშემატკირების თავისთან შეშვებაზე უარი განაცხადეს. ძნელია ივარაუდო ეს მოხდა შიშის,თანაგრძნობის თუ საპასუხო დარტყმის მიყენების მიზნით. იტალიური პოლიცია ყველანაირი წესის დარღვევით აჩერებდა და ძარცვავდა ინგლისელებს. ყოველივე ამის შემდეგ ცხადია დაგროვილმა ზიზღმა თავი იჩინა და სამწუხაროა, რომ ამას ამდენი ხალხის სიცოცხლე ერთი წლის შემდეგ, ეიზელის სტადიონზე შეეწირა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრიუსელში მომხდარ ტრაგედიაში “ლივერპულთან” ერთად სხვა ინგლისური კლუბების ბანდ-დაჯგუფებებიც მონაწილეობდნენ, ეს ყველაფერი კი ნაადრევ გეგმირებაზე მიუთითებს.

 

80-იანი წლების ჰულიგანები

წლების მანძილზე საფეხბურთო ჰულიგანების მოშორების არაერთი ცდა განხორციელდა. ბევრის მტკიცებით ინგლისში არსებული დაჯგუფებების წარმოქმნა, მუშათა კლასის დაბადებით გამოწვეული აგრესიის შედეგია. სხვათა აზრით ეს ინგლისელების სისხლშია. მათ ხომ ომის ქარცეცხლში არაერთი თაობა გაატარეს. ამასთან გასაგებია, რომ როცა 40.000 კაცი ერთ ადგილზე იკრიბება, ძალადობის მიზეზი ერთი მცირე ინციდენტიც კი სულ თავისუფლად შეიძლება გახდეს. ეს ატმოსფერო ინგლისში უკვე საუკენეა სუფევს. აქ ფანატების მუდმივი დაპირისპირებები წლების მანძილზე არ წყდება.

ათასობით ჰულიგანის ყურედღებას ინგლისის ყოველი კლუბი იწვევდა და ისინიც ერთმანეთს შორის “ომებს” არადა არ თაკილობდნენ. “ლიდსი”, “ნიუკასლი”, “კარდიფი”, “სვანსი”, “შეფილდი” და “მანჩესტერის” ფანები განსაკუთრებული სისასტიკით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. “კარდიფსა” და “სვანსს” შორის დაპირსპირებები იმდენად სერიოზულ სახეს იღებდა, რომ განხილვის ქვეშ მათი ლიგიდან გარიცხვაც კი დადგა. კემბრიჯში შეკრებილმა საბჭომ კი “მილშელის” გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის თამაშებზე დასწრება მას შემდეგ აუკრძალა, რაც მათ ქალაქის ცენტრი დაუნდობლად დაარბიეს. სტადიონზე ალკოჰოლის აკრძალვამ სიტუაცია ცოტა არ იყოს დააწყნარა. ამის შემდეგ პოპულარობით არაყთან ფორთოხლის წვენის შერევა სარგელობდა. ხალხი ხშირად სვამდა და სტადიონის ირგვლივ ნარკოტიკებსაც კი იღებდა .

მიუხედავად არსებული საგულშემატკირო “კულტურისა”, “ლივერპულის” გულშემატკივრები მაინც კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ, რომ არ ჩავთვალოთ შემთხვევა “მანჩესტერთან”, როცა 1985 წლის,”უეფას” თასის ნახევარფინალში ლივერპულელებმა, გამარჯვების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფანები 8 დუიმიანი ლურსმანგაყრილი გოლფის ბურთების სასროლად გაიმეტეს. მომხდარი რომში სწრაფად გავრცელდა. ნათელი გახდა, რომ ტრაგედიის აცილება ურთულესი დავალება იქნებოდა. “ომის” გაჩაღების კიდევ ერთი შანსი ზუსტად ერთი წლის შემდეგ, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში გაჩნდა, სადაც ერთმანეთს “ლივერპული” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდა. ამ დროს ყველაზე მშვიდობისმოყვარე გულშემატკივრიც კი ხვდებოდა, რომ მატჩი მშვიდად არ ჩაივლიდა.


802e96b26b06“>

საშინელი ორგანიზება

1920-იან წლებში აშენებული სტადიონი ასეთი სახის დაპირისპირებების მასპინძლობისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ სტადიონი თანამედროვე უსაფრთხოების წესებს ვერ აკმაყოფილებდა შეხვედრა წესითა და რიგით მისთვის ბოლო უნდა ყოფილიყო. სტადიონის გამაგრებისთვის დახარჯული თანხის მიუხედავად ის მაინც თვალსა და ხელს შუა იშლებოდა. ამასთან ბევრი გულშემატკივარი სტადიონის გადასაღებად უბლეთოდ მოდიოდა, რამაც საბოლოოდ ხალხის არარეალური რაოდენობის მოზღვავება გამოიწვია.
პოლიციის უმოქმედობის შედეგად თამაშამდე, დაახლოებით 1.5 საათით ადრე ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე ბრიუსელში “ლივერპულის” გარდა, სხვა პრემიელ-ლიგის გუნდების ფანებიც იმყოფებოდნენ, რაც დაგეგმილ შურისძიებას ჰგავს.

კედელი,რომელიც დაინგრა.

ძალადობამ არ დააყოვნა. ყველაფერი მცირე ჩხუბიდან დაიწყო, რაც შემდგომში სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს ყველაფერი ადგილობრივი დროით 20:45-ზე მოხდა. “ლივერპულის” ფანატებმა ტურინლებს ალყა სამმხრივ შემოარტყეს. საშინელ ძალას წინ თითქმის საუკუნის კედელი დაუხვდა და მანაც დატვირთვას ვერ გაუძლო. “იუვეს” ფანატებმა უკან დახევა გადაწყვიტეს, მაგრამ ამას სამწუხაროდ საშინელი თელვა მოჰყვა. იტალიელებში პანიკა ჩამოწვა, რამაც საბოლოოდ აღმოსავლეთ კედლის სრულიად ჩამოშლა გამოიწვია. ბევრი კედლის ქვეშ დარჩა, ხოლო ბევრი კი პანიკური სირბილის დროს სხვათა ფეხებ ქვეშ გაითელა.

ამ დროს სტადიონის ძირითადი ნაწილიც დაზიანდა. იტალიელებმა ინგლისელებზე თავდახმა დაიწყეს. მთელი სტადიონი საშინელმა ჩხუბმა მოიცვა. კამერამ დააფიქსირა, რომ ერთ-ერთმა იტალიელმა ინგლისელს იარაღიც კი დაუმიზნა, მაგრამ გამოძიების შემდეგ ის სასტარტო პისტოლეტი აღმოჩნდა. სასოწარკვეთილი ინგლისელები რადიკალ ფანატებს უიმედოდ ამშვიდებდნენ. პოლიციისა და ბელგიური არმიის მოსვლის შემდეგ სტადიონზე მშვიდობა დამყარდა, მაგრამ თამაშის სურვილი უკვე აღარავის ქონდა. ამ მაჩში “იუვეტუსმა” გამარჯვება მიშელ პლატინის გოლით, ანგარიშით,1:0 მოიპოვა. ეს არ იყო გამარჯვება, ამ თამაშით არავის არაფერი მოუგია…

ბელგიური პოლიცია

ბელგიელი პოლიციელები ცოტანი იყვნენ, ასე რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მათ ამ საშინელი ტრაგედიის მხოლოდ შორიდან ყურების ძალა თუ შერჩენოდათ. შეშინებული გულშემატკივრები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ირგვლივ დასახიჩრებულთა და დაღუპულთა სხეულები ეყარა. ამას ათასობით გულშემატკივარი ტელევიზორიდან გაუნძრევლად უყურებდა. დამხმარე ძალა ძალიან გვიან მოვიდა. კლუბები თავისი გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდნენ. “იუვენტუსის” ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა აღარ სურდათ, მაგრამ ზეწოლის შემდეგ მათ თამაში მაინც მოუწიათ.

ამ ფაქტის შემდეგ ბელგიური პოლიცია საშინლად გაკრიტიკდა. ისინი ფანატების შესაძლო შეჯახების შესახებ ნაადრევად იყვნენ გაფრთხილებულიები, მაგრამ მაშინ როცა ისინი საჭირონი იყვნენ, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” ფანებს შუა მხოლოდ ხუთი მათგანი აღმოჩნდა. ძლიერი და მაღალი კედლისა და პოლიციის კარგი მომზადების პირობებში ტრაგედიის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი იქნებოდა. მას შემდეგ რაც ინგლისელები შეტევაზე გადავიდნენ, ტურინელებმა თავის დაღწევა უკან მდებარე ღობის გამო ვერ შეძლეს და ზედიზედ სამი მხრიდან ალყაში აღმოჩნდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი ასამდე მთვრალმა ინგლისელმა დაიწყო. ბელგიელები ამტკიცებდნენ, რომ “ლივერპულის” გულშემატკივრები თავიდანვე აგრესიულად მოქმედებდნენ.

დაღუპულთა შესახებ პირველი გადმოცემა იტყობინებოდა, რომ დაიღუპა 24 ადამიანი,მაგრამ სიტუაციის რეგულირების შემდეგ პოლიციამ კიდევ 15 ადამიანის გვამი აღმოაჩინა. თამაშის დაწყებამდე “იუვენტუსის” ულტრასებმა სტადიონიდან ყველა სახის ბანერი მოაშორეს, მაშინ როცა ინგლისელებს ეს არც კი უფიქრიათ. ასობით პოლიციელი და შეიარაღებული სამხედრო დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა სტადიონზე და გაჩაღებული “ომი” შეაჩერა. უკვე თამაშის დაწყების შემდეგ სტადიონი როგორც შიგნიდან, ისე გარედან პოლიციითა და ბელგიური არმიით სრულად კონტროლდებოდა. ამ მომენტში ქალაქი სამხედრო მოქმედების ზონად იქცა.

როცა დამხმარე ძალა მოვიდა, “იუვენტუსის” ფანატები შეტევაზე გადავიდნენ. მათ დაღუპულთა თაობაზე შეტყობინება მიიღეს და ამით გაცოფებულებს შურისძიების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ. ტელევიზიით იქნა ნაჩვენები კადრები,სადაც ერთ-ერთ თავგატეხილ გულშემატკივარს უკან მთელი არმია მისდევდა. ბრძოლა “იუვენტუსსა” და პოლიციას შორის გრძელდებოდა. ფანები სამართალდამცავებს ხელში მოხვედრილ ნებისმიეს საგანს ესროდნენ.

ტრაგედიიდან დაახლოებით ერთ საათში გაჩნდა ბანერი წარწერით: “წითლები-ცხოველები”. ტელევიზიით ასეთი კომენტარების მოსმენა თითქმის ყველას მხრიდან შეიძლებოდა. ტურინელები თამაშზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ რთული მოლაპარაკებების შემდეგ მატჩი დაგეგმილზე გვიან, ადგილობრივი დროით 21:42-ზე მაინც დაიწყო.

 

6e70ac442976“>

სტადიონი

სტადიონი ნელ-ნელა იშლებოდა და ამ მაშტაბის თამაშის ჩასატარებლად რესურსები აღარ გააჩნდა. “ლივერპულის” დირექტორმა, პიტერ რობინსონმა მატჩის სხვა სტადიონზე გადატანა მოითხოვა, მაგრამ ასოციაციის წევრებმა მისი მოსმენა არც კი ისურვეს. მომხდარის ნაწილი “უეფასა” და ბელგიური პოლიციის კისერზეა. გულშემატკივრებმა, რომელთაც იმ დღეს სტადიონი ინახულეს ყველაფერი მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერეს – ”სირცხვილი!” ისინი აცხადებდნენ, რომ ფანების უმრავლესობა სტადიონზე უბილეთოდ, კედელში არსებული ნაპრალებიან შესულიყო. ისინიც კი, ვისაც ბილეთი ჰქონდა ამბობდა, რომ სტადიონზე მისი ჩვენების გარეშე შესვლა არ გაუჭირდა. ამ დროს სტადიონი ფაქტიურად დაუცველი იყო.

ზოგიერთის განცხადებით ტურინელები მოწინააღმდეგეს არაერთ შეურაცყოფას აყენებდნენ, ესროდნენ ბოთლებს და ამით ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. შეჯახების შემდეგ გულშემატკივრები კედლისკენ გაიქცნენ, რომელმაც დატვირთვას ვერ გაუძლო და ხალხი მოიყოლა. რამოდენიმე ტურინელი მოწინააღმდეგე გუნდის ფანს მცირე ზომის რაკეტებსაც კი ესროდა.

პარადოქსია, მაგრამ კედლის ჩამონგრევა ბედნიერდ ასპექტად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იმ შემთხვევაში, რომ ეს სხვა დროს მომხდარიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

4 წლის შემდეგ ეიზელში მომხდარი, ინგლისელებმაც განიცადეს, როცა გადავსებული ტრიბუნის შედეგად, 96 ადამიანი დაიღუპა. ეს 1989 წელს, ჰელსინგბურგში გამართულ “უეფას” თასის ფინალზე მოხდა.

 

რეაქცია

მომხდარ ტრაგედიაში ინგლისელების ბრალდებას ყველა ეთანხმებოდა. ბრიტანეთის საელჩოსა და მასთან ერთად იტალიაში მდებარე თითქმის ყველა ბრიტანულ ოფისზე ტრაგედიიდან უახლოეს დღეებში შეტევები იქნა მიტანილი. უბედურების მეორე დღეს ლივერპულის თითქმის ყველა რესტორნის წინ ყვავილების ბუჩქები დაიდგა. სახლში დაბრუნებულ გულშემატკივრებს ჯერ კიდევ არ უნდოდათ მომხდარის დაჯერება. ბრიუსელში არაერთი გულშემატკივარი იქნა განყოფილებაში წაყვანილი და დაკითხული, მაგრამ აღსანიშნავია,რომ განაჩენი ხალხის არარეალურად მცირე რაოდენობას მიესაჯა.

ოფიციალურმა რეაქციამ არ დააყოვნა. ინგლისურ გუნდებს ევროპულ ჩემპიონატეში მონაწილეობის მიღება 5 წლით აეკრძალათ. მარგარეტ ტეტჩერმა და დედოფალმა ბოდიში მთელს ბელგიასა და იტალიას სახალხოდ მოუხადა. ბობი ჩარლტონმაც ყველაფერში ბრიტანელები დაადანაშაულა და აგრესია მომხდარის ღამევე დაგმო. მან განაცხადა, რომ რცხვენია ასეთი გულშემატკივრების მაგივრად. ეს მართლაც რომ უდაოდ სასირცხვილო საქციელია.

ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა არაერთი ყოფილიყო. თუ ეს ეიზელში არ მოხდებოდა, მაშინ ტრაგედიის დატრიალების შანსი სხვა ნებისმიერ ადგილას კოლოსალურად დიდი იქნებოდა, ხოლო ეს ყველაფერი კი ინგლისში საფეხბურთო ჰულიგანების, არანორმალურად დიდი რაოდენობის შედეგია.

 

bca66bd94c0c“>

ტრაგედიის მთავარი მიზეზები

რომი,1984 წელი: რამდენიმე ინგლისურ საფეხბურთო ბანდ-დაჯგუფებას რომში მომხდარი ინგლისელი გულშემატკივართა ცემის გამო შურისძიების სურივლი კლავდა.

გადავსება: იმ შემთხვევაშიც კი, როცა პოლიცია ეჭვობდა შესაძლო დაპირსიპირებას მათ ტრაგედიის თავიდან აცილება მაინც ვერ მოახერხეს. ინგლისელ და იტალიელ გულშემატკივართა შორის ზღუდეს მხოლოდ 5 სამართალდამცავი წარმოადგენდა.სტადიონი ზედმეტად გადავსებული იყო.

სტადიონი: დიდი ღობისა და გამძლე კედელის პირობებში ტრაგედიის თავიდან აცილება გაადვილდებოდა. ეიზელის ტრაგედია პირველ რიგში ალბათ სწორედ “უეფასთვისაა” სირცხვილი.

“იუვენტუსის” ფანატები: “იუვენტუსის” რამდენიმე ფანატი ლივერპულელთა პროვოცირებას ახდენდა, რამაც ისედაც აჟიტირებული ფანების გაცოფება გამოიწვია.

“ლივერპულის” ფანატები: სტადიონთან არაერთი მთვრალი ინგლისელი იყო, რომლებიც ტურინელების პროვოცირებას არ წყვეტდნენ.

ალკოჰოლი: გულშემატკივართა დიდი ნაწილი იმდენად მთვრალი იყო, რომ ვერ აანალიზებდნენ მომხდარს და დაზარალებულთა დახმარების მაგივრად ჩხუბს განაგრძნობდნენ.

“უეფა“: კომიტეტმა საფინალო სტადიონის არჩევისას უდიდესი შეცდომა დაუშვა. მატჩის ორგანიზებაც საშინელი იყო.

ბელგიელი სამართალდამცავები: ისინი ასეთი შემთხვევისთვის სრულიად მოუმზადებელნი იყვნენ და არც ხალხის ისეთ ოდენობას ფლობდნენ, რომელიც ასეთი დონის ტრაგედიის თავიდან აცილებას სჭირდებოდა.

“იუვენტუსი” – “ლივერპული” 20 წლის შემდეგ

ტრაგედიის დღიდან პირველი მატჩი ოცი წლის შემდეგ, 2005 წელს შედგა.”იუვეს” ფანატები ინგლისელებთან შეხვედრას სულმოუთქმენლად ელოდნენ და მოცემული შესაძლებლობით კმაყოფილნი დარჩნენ. ათასობით “იუვეს” ფანატმა შურისძიება განიძრახა.

587ce012cc43“>

მუქარები

“ჩემპიონთა ლიგის” თამაშის ფრედ დამთავრების შემდეგ ტურინელებმა ინგლისელების დატერორება დაიწყეს. არაერთი საიტი შესაძლო შურისძიებაზე ღიად საუბრობდა. სხვები იმ ბრიტანელების გამო ღელავდნენ, ვინც არასაფეხბურთო მიზნებისთვის იყო ტურინში. არსებობდა ინფორმაცია, რომ “იუვენტუსი” შურისძიებას აპირებდა, მაგრამ “უეფამ” ასეთი ალბათობისთვის განაცხადა, რომ გუნდს ამ შემთხვევაში ევროპულ ჩემპიონატებზე დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა. ვებ-გვერდების უმრავლესობა დარწმუნებული იყო შურისძიების რეალობაში და ისინი არ ცდებოდნენ. ამასთან ტურინელებმა მისი მცირე ჩარჩოებში მოქცევით დისკვალიფიკაციაც აირიდეს.

“იუვეს” ფანატების შექცეული ზურგი

ლივერპულში “იუვენტუსის” გულშემატკივრებისგან ზიზღსა და აგრესიას ელოდნენ. ინგლისურმა ხელისუფლებამ აეროპორტში ტურინელების განსაკუთრებული შემოწმება გადაწყვიტა. რამდენიმემ შემოწმების გასვლაზე უარი განაცხადა და ისინი დააპატიმრეს. სტადიონზე დაპირისპირებას ბევრი ელოდა, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. “იუვენტუსის” გულშემატკივრები აშკარად თავს იკავებდნენ, მაგრამ ტრიბუნებზე მაინც ისმოდა სიმღერები და ჩანდა წარწერები, რომელიც ინგლისელებს ატყობინებდა, რომ ტურინი მომხდარს “ლივერპულს” არასოდეს აპატიებს. იტალიელებმა ინგლისელებს გასაგები შეტყობინება გაუგზავნეს, როცა განაცხადეს, რომ 39 კაცის სიკვდილს არავის აპატიებდნენ. როცა რაშიმ და პლატინიმ მეგობრობისა და ხსოვნის ბანერი ბიანკონერების სექტორთან მიიტანეს, ტურინელებმა მას უბრალოდ ზურგი შეაქციეს.

წყარო:  forzajuve.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button