დინოზავრები (ნაწ.1)
უკანასკნელი დინოზავრები დედამიწაზე, დაახლოებით, 65 მილიონი წლის წინათ გაქრნენ, 160 მილიონი წლის ბატონობის შემდეგ. საიდან მოვიდნენ ეს რეპტილიები? როგორ გამოიყურებოდნენ და რამ გამოიწვია მათი გადაშენება?
მეცნიერული ცნობები დინოზავრების შესახებ, ძირითადად, ეყრდნობა ნამარხების მოკვლევებს – მათნაშთებზე დაკვირვებას.
პალეონთოლოგებმა (ადამიანები რომლებიც იკვლევენ უძველეს ნამარხებში აღმოჩენილ ნაშთებს) აღადგინეს დინოზავრების დეტალური სახე, მათი ანატომია, ცხოვრების სტილი, საცხოვრებელი ადგილი, მატი გამრავლების პროცესები უძველეს სამყაროში.
დინოზავრების ჩონჩხზე დაკვირების შედეგად, ექსპერტებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დასკვნები ცხოველის კუნთოვაი საფარის შესახებ. ძვლების გამოკვლევით თანამედროვე მეთოდები იმასაც გვაჩვენებს, თუ რა ავადმყოფობა ტანჯავდა დინოზავრს. 200 მილიონი წლის სიძველის დინოზავრის თავის ქალის შემოწმების შედეგად, ექსპერტს შეუძლია დაასკვნას, თუ რა ზომის ტვინი ჰქონდა ცხოველს და როგორ იკვებებოდა იგი. ახალშობილი დინოზავრების აგებულებაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ აღმოჩენილი უძველესი კვერცხების შესწავლის შედეგად. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის მტკიცებაც ექსპერტებს უჭირთ. მაგალითად, ჰქონდათ თუ არა დინოზავრებს ბეწვის საფარი და რა ფერის იყო მათი კანი.
დინოზავრებს ექოპა:
დედამიწამ წარმოშობის დღიდან რამდენიმე ერა განვლო.დინოზავრები უმეტესად მეზოზოურ ერაში ცხოვრობდნენ. მეზოზოური ერა შეიცავს სამ პერიოდს – ტრიასულს (256-208 მილიონი წლის წინათ), იურულს (208-146 მილიონი წლის წინათ) და ცარცულს (146-65 მილიონი წლის წინათ).
რეპტილიები დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდეც არსებობდნენ. ტრიასული პერიოდის დასაწყისში ბერვი ახალი სახეობა არმოცენდა, მაგალითად, სწრაფად მორბენალი სინოდონტი (“ეშვიანი”) რეპტილია, რომელიც ნელა-მოძრავ მცენარემჭამელებზე ნადირობდა. ყველაზე ადრეულ რეპტილიებს ფეხები სხეულიდან განზე ედგათ, დღევანდელი ხვლიკების მსგავსად.
შემდგომში ისინი შეიცვალნენ არქოზავრებით (“მბრძანებელი რეპტილიები”). მათ სხეულის სხვადასხვანაირი ფორმა ჰქონდათ, ფეხები შეეძლოთ დაეჭირათ განზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს სხეულის ფორმა გადაეცათ მემკვიდრეობით მათ შთამომავლებს – დინოზავრებს (“საშინელი სვლიკები”). ტრიასული პერიოდის დასასრულისათვის გამოჩნდნენ პირველი ნამდვილი დინოზავრები. მაგრამ დინოზავრების ეპოქად მაინც ცარცული ხანა ითვლება.
არსებობდა დინოზავრების ათამდე სახეობა, რომლებიც იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: მცენარეჭამია დინოზავრებად და ხორციჭამია დინოზავრებად.
სოროპოდები:
< ა1 | ა2 >
არსებობდა ყველა ზომის დინოზავრი, მაგალითად, მამლის სიდიდის ხორციჭამია კომპსოგნატუსები (იხ. სურათი: 1ა 1ბ) და უზარმაზარი მცენარეჭამია ხოროპოდები (იხ.სურათი: 2ა 2ბ).ესენი იყვნენ დიდი ზომის “ხვლიკისფეხა” არსებები, პატარა თავით და გრძელი, ჟირაფისებრი კისრით, რომლის მეშვეობითაც მაღალ ხეებზე უგემრიელეს ფოთლებს სწვდებოდნენ. მათ ჰქონდათ კონუსისებრული წინა კბილები და ამიტომაც ადვილად წყვეტდნენ ფოთლებს ტოტებიდან, ხოლო უკანა ბლაგვი კბილები ძირითად საღეჭ აპარატს წარმოადგენდნენ.
< 2ა | 2ბ >
დიპლოდოკები,(იხ.სურათი: 3ა 3ბ) ანუ “ორმაგი ხვლიკები” იყვნენ სიგრძით 27 მეტრის და წონით 11 ტონის. ბრახიოზავრები, (იხ. სურათი: 4ა) ანუ “მხრებიანი ხვლიკები” იყვნენ სიგრძით 28 მეტრის, სიმაღლით 13 მეტრის და იყონიდნენ 100 ტონას, იმდენს, რამდენსას 16 აფრიკული სპილო ერთად. (იხ. სურათი: 5) ისინი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ და სავარაუდოდ, დღეში ერთ ტონა ფოთოლს ჭამდნენ. ზოგიერთი სოროპოდის ჩონჩხში, მუცლის ღრუში ტოტებთან და ფოთლებთან ერთად იპოვეს გადაყლაპული უზარმაზარი ქვები.
<4 | 5>
თავდაცვა:
<6ა | 6ბ>
ბევრი მცენარეჭამია დინოზავრი საკვების მოსაპოვებლად ჯგუფურად დადიოდა. ისინი ხშირად ჯოგებად მოგზაურობდნენ, რათა თავი დაეცვათ ხორციჭამია დინოზავრების თავდასხმებისაგან. ტრიცერატოპსებს (იხ.სურათი: 6ა, 6ბ) ანუ “სამრქიან დინოზავრებს”, ხშირად შვილების დასაცავად გაერთიანება უწევდათ. თავდასმის შემთხვევაში მოზრდილები წრეში მოაქცევდნენ პატარებს, ისევე როგორც დღეს სპილოები იცავენ თავიანთ ნაშიერებს.
< 7ა | 7ბ >
ბევრი ასეთი “მშვიდი” დინოზავრი კარგად შეიარაღებული იყო. ტრიცერატოპსები, მარტორქას მსგავსად, ბასრი რქებით იბრძოდნენ. პინაკოზავრები (იხ. სურათი: 7ა 7ბ) მკვრივი ძვლოვანი კუდით იგერიებდნენ თავდამსხმელებს. სხვა მცენარეჭამიები, მაგალითად, სტეგოზავრები (იხ. სურათი: 8ა 8ბ) დაცულნი იყვნენ ზურგზე ძვლოვანი გარსით და ხანჯლისებური ეკლოვანი კუდით.
< 8ა | 8ბ >
საინტერესო ცნობები:
სიტყვა “დინოზავრი”, რომელიც ბერძნულად “საშინელ ხვლიკს” ნიშნავს, პირველად 1841 წელს იხმარა რიჩარდ ოუვენმა.
ყველაზე მძიმე დინოზავრი იყო ტრაზავრი, რომლის ნარჩენები პირველად 1979 წელს აღმოაჩინეს. მისი წონა 130 ტონას შეადგენდა.
ყველაზე დიდი ზომის დინოზავრის კვერცხი აღმოაჩინეს საფრანგეთში, ეს რაგბის ბურთის ზომის კვერცხი, უზარმაზარი ჰიპსელოზავრის დადებული უნდა ყოფილიყო.
სტეგოზავრს, მას ზომასთან შედარებით, ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა. თავად 6 მეტრის სიგრძის და თითქმის 2 ტონა წონის იყო, ხოლო მისი ტვინი მხოლოდ მიწის თხილის ზომისა თუ იქნებოდა.
სამწუხაროდ ეხლა ვერ ვასწრებ გაგრძელებას ამიტომ ამ პოსტს ორ ნაწილად დავყობ, მეორე ნაწილს მალე შემოგთავაზებთ.
მეორე ნაწილში მოგიყვებით ტირანოზავრებზე, ასევე გაგაცნობთ თუ როგორი მშობლები იყვნენ დინოზავრები, ასევე მოკლედ გეტყვით დინოზავრების პირველ ნამარხებზე და ბოლოს მათ უეცარ გარდაცვალებაზე ვისაუბრებთ.