არქივი

რა ინოვაციურ ტექნოლოგიებს უნდა ველოდოთ?

54cfbbf92363

თუ გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი გააგრძლეეთ კითხვა და გაიგებთ მომავლის ერთ-ერთ საინტერესო ტექნოლოგიაზე

გერმანიის ერთ-ერთ სარბოლო ტრეკზე Mercedes-Benz-ი ტესტირებებს ატარებს და გარკვეულ სტრატეგიებს სახავს მომავლისათვის. 2009 წელს დაიმლერმა 2,000 პატენტი ტექნოლოგია შექმნა, რომლებიც პატენტი ტექნოლოგიებიც დღეს-დღეობით ახალ ბენცებში აყენია და ძალიან წარმატებულად, ეფექტურად მუშაობს. როგორც ირკვევა მერსედესი კვლავ განაგრძობს ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობას, რომელთაგან 5, უკვე მზა სიახლეს უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა მომავალი თაობის მერსედესებში ვიხილავთ.

 

Cam-Touch-Pad HMI

პირველი სიახლე, რაც მერსედესის ავტომობილებს დაემატება არის Cam-Touch-Pad HMI სისტემა. ალბათ დაინტერესდით თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? … იმედია დამეთანხმებით, რომ სენსორული ეკრანები, რომლებიც ახალ ავტომობილებში ხშირია, გარკვეულწილად პრობლემატურია, რადგან მისი გამოყენების დროს თქვენი ხელი ეკრანის უმეტეს ნაწილს ფარავს და მუშაობა, ავტომობილთან კონტაქტი, არაკომფორტული ხდება, მით უმეტეს ეს პრობლემად ითვლება თუ თქვენ გზას ვერ იკვლევთ და ნავიგაციის სისტემის გამოყენებას ცდილობთ. ეს ყველაფერი ახლო მომავალში Mercedes-ის ავტომობილებში Cam-Touch-Pad HMI (Human-Machine Interface) Concept-ის დახმარებით აღმოფხვრილ იქნება, რადგან სისტემას აქვსLaptop-ის მსგავსი სენსორული დეტალი (რომელსაც ჩვენ თაგვის, მაუსის მაგივრად ვხმარობთ), რომელიც ცენტრალური კონსოლის მაგივრად იქნება მოთავსებული, რომელზე ხელის შეხებაც თქვენი ავტომობილის მონიტორზე გამოჩნდება, თუმცა გამჭვირვალედ, ისე რომ ღილაკები არ დაფაროს და თვითონაც ჩანდეს (ამ ყველაფერს ფოტოდან უკედ მიხვდებით). ასეთი სისტემა შეასრულებს თქვენს ისეთ ბრძანებებს, როგორიც არის, ნავიგაციის სისტემის მართვა, კლიმატ კონტორლის გამოყენება, რადიოს კონტროლი და ყველა ის დეტალი რასაც აქამდე აკეთებდით. Cam-Touch-Pad სისტემა, სრულყოფის შემდეგ პირველად F800 Style Concept-ზე იქნა დაყენებული და წარმოდგენილი ახლა კი იმის დიდი ვარაუდი არსებობს, რომ ამ სისტემით ახალი თაობის S-Class-იც აღიჭურვება, რაც სრულიად უკუაგდებს და წარსუში დატოვებს Audi’s MMI Touch სისტემას.
97736e9ec1bf

Traffic Jam Assist

შემდეგი ინოვაცია რომელსაც მერსედესი ახლო მომავალში შემოგვთავაზებს არის Traffic Jam Assist სისტემა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რამოდენიმე ახალ, მძღოლისთვის დამხმარე ტექნოლოგიას. რამოდენიმე ჟურნალისტს, (რომლებმაც შემდგომში ეს სიახლეები სტატიის სახით გაავრცელეს) დაიმლერში უფლება მისცეს ზემოთ ნახსენები სისტემა თავად გამოეცადათ, რადგან მისი ორიგინალურობა, პრაქტიკულობა და უსაფრთხოობა მათში ეჭვს იწვევდა. ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ ისინი ამბობენ როდესაც ჩვენ S-Class-ის საჭეს მიუჯექით ინჟინერმა გვითხრა, ჩართეთ კრუიზ კონტროლი და დაძარით ავტომობილი ნელი სვლით შემდეგ კი საჭეს ხელები გაუშვით. ამ ყველაფერმა ჩვენ ძალიან შეგვაშინა, თუმცა დიდი ინტერესის გამო ინჟინრის თხოვნა შევასრულეთ და მოხდა ის რასაც ვერცერთი ჩვენგანი ვერასდროს წარმოიდგნდა. ავტომობილი თავისით მიყვებოდა წინ მიმავალ R-Class-ს რომელსაც ინჟინერი თავად მართავდა. პირველი მანევრი ავტომობილმა მაშინ დაიწყო, როცა მის წინ მიმავალმა ავტომობილმა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, ისევ მარცხნივ და კვლავ მარჯვნივ მოუხვია, შემდეგ კი კვლავ სწორად განაგრძო მოძრაობა. გაგიკვირდებათ და S-მა არცერთი მოძრაობა არ გამოტოვა და საჭეზე ხელის მოკიდების გარეშე ზუსტად შეასრულა ყველა ის მანევრი რაც მის წინ მიმავალმა, 20 ფუტით დაშორებულმა R-მა შეასრულა. როგორც მიხვდით ზემოთ თქმულმა Sკლასმა, მის წინ მოძრავი ავტომობილის ყველა მანევრი ამოიცნო და ზუსტად შეასრულა თითოეული მათგანი, თუმცა ჩნდება კითხვა იქნებ უეცრად რაიმე დაბრკოლება იქმნება ? ან მძღოლი უმოქმედობის გამო უბრალოდ ითიშება ან ეძინება ? ამ დროს ხომ არ არის დრო სისტემის გამოსართავად ?. არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ შტუდგარდელმა ინჟინრებმა ამაზეც იზრუნეს და Traffic Jam Assist სისტემის ჩართვის შემდეგ თუ თქვენ საჭეს უახლოესი 8 წამის შემდეგ არ შეეხებით, ავტომობილის სენსორი ამ ყველაფერს აღიქვამს და იძლევა საკმაოდ ხმაურიან შეტყობინებას რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ძილის დროს გაგაღვიძებთ, ხოლო დაბრკოლების დროს თავად გაითიშება და მოგცემთ თავისუფალი მანევრის საშუალებას.
dcd215220d2e

The Virtual Highway

შემდეგ გამოგონებას მერსედესმა Virtual Highway დაარქვა და ის ნამდვილად არ არის ინოვაცია, რომელსაც ავტომობილებში ვიხილავთ. მაშინ რა არის ეს ? … Virtual Highway არის ერთ-ერთი ის ტექნოლოგია, რომელიც მერსედესმა სულ ცოტა ხნის წინ შექმნა, რომლის დახმარებითაც კომპანია ავტომობილთა ამა თუ იმ დეტალს, მის მოქმედებას, მუშაობას და შედეგს ამოწმებს ან ქმნის. უფრო ზუსტად რომ გითხრათ Mercedes-ის ერთ-ერთ, $220 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმოში, დგას 5ვირტუალური დანადგარი, რომლებსაც იგივე ფუნქცია აქვთ რაც Virtual Highway-ს, რომელიც ასევე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვირტუალური დანადგარია.

Mercedes-ის ინჟინრები ვირტუალ ჰაივეისთან ერთად იწყებენ ავტომობილის ძირითად დეტალებზე მუშაობას, რომელიც რამოდენიმეჯერ მეორდება და კიდევ და კიდევ იხვეწება ესა თუ ის დეტალი. ყველანაირი შენიშვნა თუ მიგნებული წარუმატებლობა ფიქსირდება, რომელსაც შემდგომში აანალიზებს და შენიშვნის სახით ინახავს სპეციალური კომპიუტერი. ალბათ დაგაინტერესათ, თუ როგორ გრძნობენ ამ ყველაფერს ინჟინრები ? … ამისათვის ქვემოთ მოცემულ ფოტოს უნდა დააკვირდეთ, სადაც კარგად ჩანს 2სავარძელი და პლათფორმა, რომელზეც ეს სავარძლებია მოთავსებული. შესაბამისად პლათფორმა ზუსტად აღიქვამს ყველა დაბრკოლებას ან დარტყმას, რომელსაც კვლავ ზუსტად გადასცემს ზემოთ ხსენებულ სავარძლებს, რის შედეგადაც ინჟინრები თავად შეიგრძნობენ იმ დარტყმას, რაც ვირტუალურად წარმოიქმნა (ამ ყველაფერს ფოტოს ნახვის შემდეგ უკედ აღიქვამთ).

ალბათ ამის მოსმენაზე ყველას ერთი რამ მოგივიდათ თავში აზრად, რატომ არ შეიძლება ამ სისტემის გამოყენება, დაკიდების სისტემის შექმნის დროს ? … სწორედაც რომ შეიძლება და ვიტუალური დანადგარის ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ეს არის. შესაბამისად გადავდივართ შემდეგ ინოვაციაზე სახელად Magic Body Control.
d7d7566aef6e
Magic Body Control

რამოდენიმე სტერეო კამერის და სენსორების დახმარებით, რომლებიც ავტომობილის საქარე მინაზეა დამაგრებული, ავტომობილი აფიქსირებს გზის ზედაპირს, აანალიზებს მის სიახლოვეს და შესაძლო საშიშროებას, რის შემდეგაც ინფორმაციას აწვდის დაკიდების სისტემას, რომელიც თავად იღებს ისეთ პოზიციას და მდგომარეობას, რომ ავტომობილმა რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს, რაც მოძრაობას ბევრად კომფორტულს, უსაფრთხოს და სასიამოვნოს ხდის. ვფიქრობ ქვემოთ მოცემული სურათები ამ ყველაფრის უკედ გაგებაში დაგეხმარებათ, მით უმეტეს, რომ მოცემულია ფოტოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორი შედეგი მივიღეთ სითხით სავსე ჭურჭლით, უგზოობაში სიარულისას ჩვეულებრივი დაკიდების სისტემის დროს და პირიქით, როგორი შედეგი მივიღეთ ახალი დაკიდების სისტემის დროს.
6b947b98dee8

Your Personal Assistant ‘Gloria’

შემდეგი გამოგონება, რომელიც მერსედესმა შექმნა არის Gloria. ალბათ დამეთანხმებით, რომ ხმოვანი ბრძანებების შესრულება დღეს-დღეობით აღარავის უკვირს, რადგან მერსედესმა ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ შემოიტანა ავტო ინდუსტრიაში. რაც შეეხება Gloria-ს ის ამ სისტემის გაუმჯობესებული, უფრო რეალისტური ვერსიაა, (რომელსაც ალბათ მიხვდით, რომ ქალის სახელი Gloria ქვია). გლორია თქვენი ავტომობილის დისფლეიზე გამოსახული ქალის სახელია, რომელიც ყველა თქვენს ბრძანებას შეასრულებს და უფრო დახვეწილი, უფრო რეალური ხმა და მანერები ექნება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ აქამდე თქვენთვის ჰაერში საუბარი გიწევდათ, ბრძანების მიცემის დროს, ახლო მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება და თქვენ ავტომობილში მუდმივი თანამგზავრი გეყოლებათ, რომელიც დაგემორჩილებათ და ავტომობილის მართვას კიდევ უფრო გაგიადვილებთ, სახალისოს გახდის. ასევე გლორია ხმოვანი შეტყობინებით მოგაწვდით ყველა იმ ტექსტს თუ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებთ. როგორც Mercedes-ში აცხადებენ ასეთი ტექნოლოგია უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, რაღა თქმა უნდა მერსედესის ავტომობილებში.

 

მერსედესის ინჟინრებმა იგივე ჟურნალისტებს, (რომლებზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ) კვლავ მისცეს ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის საშუალება,შედეგი კი ასეთი იყო…
1a6b7ef4a2a9
“CLS-ის საჭესთან მოთავსების შემდეგ, აღმოვჩნდით დანადგარში სახელად მონსტრი, სადაც უამრავი მონიტორი და ჩემთვის უცხო დეტალი გამოჩნდა, რომელთა დახმარებითაც შანსი მომეცა ჩვეულებრვივი გზები, სოფლები და რამოდენიმე ქალაქიც გამევლო. ის რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო ის ფიზიკური მახასიათებლები, (ზეწოლები) რომლებიც ავტომობილის მართვის დროს წარმოიქმნება ხოლმე. უფრო ზუსტად რომ გითხრათ ავტომობილის, მანევრირების აჩქარების და გაჩერების დროს, (რომელსაც “პედლებით” ვახორციელებდი) წარმოიქმნებოდა ზუსტად ისეთივე შეგრძნებები და ფიზიკური დატვირთვები რაც სინამდვილეშია. ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ ნადმვილად მივხვდი, თუ რატომ არის მერსედესის ავტომობილები ასეთი დაბალანსებული და კომფოტრული.

ყველა ზემოთ ნახსენებ ცდას მერსედესი, როგორც მზა ავტომობილების დასატესტად, ასევე ახალი ტექნოლოგიის დასამუშავებლადაც იყენებს, რომელშიც ხშირად მონაწილეობას იღებენ, როგორც ჩვეულებრვივი მერსედესის გულშემატკივრები ასევე, ავტომწარმოებლის ერთგული მომხმარებლები.





28dc500f7d17
წყარო: drive.ge/მერცედეს-ბენზ

მსგავსი ამბები

Back to top button