გასართობისაკითხავისასარგებლო

გამქრალი რელიგიები:შუამდინარეთი

df13c38c07d3

შუამდინარეთის რელიგია ყველაზე ძველი რელიგიაა,რომელსაც კაცობრიობა წერილობითი წყაროებით იცნობს.არქეოლოგებმა მიაკვლიეს თიხის ფილებს,რომლებზეც შუამდინარელებმა თავიანთი ღმერთების ისტორია ამოტვიფრეს.

ძვ. წ. 3000 და 300 წლებს შორის შუამდინარეთში დიდი ქალაქები- ური,აშური და ბაბილონი ვითარდებოდა და იფურჩქნებოდა.სწორედ აქ შექმნეს ადამიანებმა პირველი დამწერლობა ძვ. წ. 3000 წელს.ბევრმა ტექსტმა მოაღწია ჩვენამდე.ისინი ამ ხალხების რწმენასა და რელიგიურ წეს-ჩვეულებებზე მოგვითხრობს.თავდაპირველად ყველა ქალაქს თავისი მფარველი ღმერთი ჰყავდა.შემდეგ,დროთა ვითარებაში,ყველაზე დიდი და მძლავრი ღმერთები მთელი რეგიონისათვის სავალდებულო გახდა.

შუამდინარეთში ბევრი ღმერთი იყო და თითოებული მათგანი თავის როლს ასრულებდა სამყაროს მოწყობაში.ღმერთი ანუ ცისა და ქვეყნის შემქმნელი იყო,მაგრამ ძალაუფლება თავის შვილს,ენლილს გადაულოცა,რომელიც ქარის და სამყაროს უზენაისი ღვთაება გახდა.ოკეანის ღმერთს ენკის დიდი ცოდნა ჰქონდა მომადლებული,ამიტომ სხვა ღმერთები და ადამიანები გაჭირვების ჟამს მას მიმართავდნენ.ამ სამ უმნიშვნელოვანეს ღმერთს გარს კიდე ბევრი სხვა ღვთაება ერტყა,მაგალითად ქარიშხლის ღმერთი ადადი და მზის ღმერთი შამაში. ძვ. წ. დაახლოებით 2000 წელს ბაბილონში ენლილმა ძალაუფლება თავის შვილს,ახალგაზრდა,მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს-მარდუქს გადააბარა.ქალღმერთებიც თითქმის ასევე მრავლად იყვნენ.ყველაზე მძლავრი იყო ინანა-იშთარი სიყვარულის,ნაყოფიერების და ომის ღმერთი.ადამიანები ფიქეობდნენ,რომ ღმერთები ადამიანებს ჰგავდნენ,რომ მათ ადამიანის სახეები ჰქონდათ,ჭამდნენ,სვამდნენ,უყვარდათ და ქორწინდებოდნენ;ერთმანეთში დაობდნენ,ცრუობდნენ და საჭიროების შემთხვევაში იბრძოდნენ კიდეც.თუმცა ისინი უკვდავები და ყოვლისშემძლეები იყვნენ,მათი ჭკუა აღემატებოდა ადამიანისას.ადამიანები ფიქრობდნენ,რომ ღმერთებმა ისინი თავიანთ მსახურებად შექმნეს.

de73063757a2

მარდუქი

0100edb92204

ენკი

fccce3fb7e3d

სინი,მთვარის ღმერთი(ზის)

თიხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ერთი შუამდინარული პოემა მოგვითხრობს,თუ როგორ გადაწყვიტეს ადამიანებმა ღმერთების შექმნა.უხსოვარ დროში ღმერთების საზოგადოება ანუნანქებისა და იგუგებისგან შედგებოდა.ანუნანქები ხელს არ ანძრევდნენ და მათ გამოსაკვებად იგუგები მუშაობდნენ.ერთ მშვენიერ დღეს ეს უკანასკნელები აჯანყდნენ და მუშაობაზე უარი თქვეს.ღმერთები შეიყარნენ და გადაწყვიტეს,მსახურებად და თავიანთ საამებლად ადამიანები შეექმნათ.ეს თქმულება ნათლად გვიჩვენებს,რომ შუამდინარელთათვის ღმერთები ადამიანების ბედიწერის ბატონ-პატრონები იყვნენ.ომი,შიმშილობა,სნეულება თუ სხვა რამ უბედურება მათი მრისხანების გამოხატულებად მიაჩნდათ.ღმერთების გულის მოსაგებად ადამიანები ტაძრებს აშენებდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ.

0742cc80d5eb

შუმერი მლოცველი (ქურუმი)

ღმერთებისთვის პატივსაცემად შუმერებმა მრავალი ტაძარი და ზიკურათი ააგეს.ზიკურათი ერთგვარი მრავალსართულიანი კოშკია.შიგ უზარმაზარი კიბეები იყო,რაც ცისა და დედამიწის დამაკავშირებელ სიმბოლოს წარმოადგენდა.წვერზე სამლოცველო იდგა,რომელშიც ღმერთის ქანდაკება იყო მოთავსებული.უძველესი ზიკურათები ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება.ისინი უმეტესწილად აგურით იყო ნაშენი და უმრავლესობა ცუდად შემოინახა.ქურუმები მეცნიერები და ხშირად მწიგნობრები იყვნენ.მათ კულტის მსახურებისათვის თვალის დევნება ევალებოდათ.ისინი ყოველდღიურად აწყობდნენ ქანდაკების ფერთხით ქალაქის მცხოვრებთა მიერ მოტანილ შესაწირავს:საჭმელს,ნელსაცხებელს,ძვირფას სამოსსა და სამკაულებს.

4743a7d4dd20

ზიკურათი (რეკონსტრუქცია)

a2094a721fe4

ზიკურათი

შუამდინარელმა ქურუმებმა წინასწარმეტყველება შეისწავლეს,ანუ ღმერთების სურვილის გამოცნობის ხელოვნებას დაეუფლნენ.ამისთვის ისინი ცდილობდნენ,ისეთი მოვლენების ახსნა მოეძებნათ,როგორებიცაა სნეულება,ჩამოუყალიბებელი ბავშვის დაბადება და ა.შ.; შუამდინარეთში შობილი ასტროლოგიაც ღვთიური სხეულების (მზის,მთვარის,ვარსკვლავების,პლანეტების) ჩვეული მოძრაობისა თუ იერის ნებისმიერი ცვლილება ღმერთებისაგან ადამიანთათვის გამოგზავნილ შეტყობინებად ითვლებოდა.

fc8af15e74cc

იშთარი

901b7e97a4f9

იშთარის კარიბჭე

8257f16befe1

ეს ხარები,დრაკონები და ა.შ. იშთარის კარიბჭეს ამშვენებენ

დასასრული

Madcow-

.... () ....

მსგავსი ამბები

Back to top button