გართობაკულტურა

საქართველო vs ხორვატია

2198219d937a
დღეს,3 ივნისს გაიმართება მატჩი საქართველო vs ხორვატია.
d17fe6421886
პირველ მატჩში ქართველებმა 3 ქულა მოიპოვეს.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევის მომდევნო შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება 3 ივნისს.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანმა რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმები მიიღეს და მეტად სერიოზული საფიქრალი გაუჩინეს როგორც ნაკრების მთავარმ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას , ასევე ჩვენ გულშემატკივრებს.
39b458be266e
მაგრამ ბოლო დროს იღბალი აშკარად გვწყალობს და სასიხარულოდ ამ ფეხბურთელებმა ტრავმები მალე მოირჩინეს და ალბათ ხორვატიასთან შეხვედრამდე საკმაოდ კარგ ფორმაშიც შევლენა , საუბარია ჯანო ანანიძეზე , ნუკრი რევიშვილზე , ალექსანდრე ამისულაშვილზე , ოთარ მარცვალაძეზე და გოჩა ხოჯავაზე.

ანანიძემ საქართველოს ანკრებში მეტად ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა ხორვატიასთან და ისრაელთან , არის საშიშროება, რომ მან მეორე შეხვედრაც გამოტოვოს ხორვატებთან , მაგრამ , როგორც “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ჯანო მოედანს მალე დაუბრუნდება.
a977262c3c3d
ტრავმა ჰქონდა ასევე ნუკრი რევიშვილს , რომელიც საქართველოს ნაკრების და “ანჟის” ძირითადი მეკარეა , მაგრამ ტრავმა უკვე მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის. ოთარ მარცვალეძეს, რომ გამოჯამრთელდა ამის შესახებ პრესას ინფორმაცია “ვოლგას” მთავავარმა მწვრთნელმა თეთრაძემ განუცხადა.

გამოჯართელდა ასევე გოჩა ხოჯავაც, რაც შეეხება ამისულაშვილს , იგი გუნდში დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს , მისი გამოჯამრთელების პროცესიც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და სულ მალე დაბრუნდება მოედანზე.
a3a560a2b104

თემურ ქეცბაიას შეგირდები ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, ამავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ..მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, “ჯვაროსნებმა” 1:0 მოიგეს.
იმედია ჩვენი ბიჭები ხორვატიაშიც წარმატებულად ითამაშებენ და მინიმუმ 1 ქულას მოიპოვებენ!

მატჩი სამ ივნისს, სპლიტის Poljud-ის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
სტადიონი, რომელიც სპლიტის საფეხბურთო კლუბ “ჰაიდუკის“ საშინაო არენაა, აეროპორტიდან 20 კმ-ში მდებარეობს. აღნიშნული სარბიელი ხორვატიაში სიდიდით მეორეა და 35 ათას მაყურებელს იტევს.
ცნობილი გახდა ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებთა დაპირისპირების ადგილიც. მომავალი შეხვედრა, რომელიც სამ ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი, დუგოპოლიეს სტადიონზე შედგება.
d9a6a24f92d6
P.S ვუსურვებ საქარღველოს გამარჯვებას!
ახლა კი გოლი რომელიც წინა მატჩში გავიდა!!!

პოსტი საკონკურსეა.

წყარო: esport.ge
worldsport.ge

მსგავსი ამბები

Back to top button