არქივი

რემბრანდტი

gycdz
რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ – ჰოლანდიელი ფერმწერი. დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში.
რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას.

fvztd

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.

რემბრანდტმა მალე ისე გაითქვა სახელი რომ მის მასშტაბს ლეიდენი უკვე არ ყოფნის და 1631 წელს იგი გადადის ამსტერდამში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. იგი აღმოჩნდა ქვეყნის ცენტრში, დამსწრე და მნახველი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაფურჩქვნისა. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ არა მარტო იგი იყო ქვეყნის ცენტრში, არამედ თვითონ წარმოადგენდა ხელოვნების ცენტრს, რომლითაც ქვეყანა სუნთქავდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ მიმდინარეობდა სწორხაზოვნად, ერთნაირი ძალით, არამედ თითქოს ტალღებზე იჯდა. XVII საუკუნის 20-30-იანი წლები ის წლებია, როდესაც ქვეყნის ახალმა მეპატრონემ, კაპიტალისტმა, როგორც კი თავი მბრძანებლად იგრძნო, განეწყო განდიდებისათვის . ძველი ფეოდალი თავისი წინაპრებით ამაყობდა. ახალ წარმომადგენელს კი საამაყო წინაპრებში არავინ ჰყავდა. დინასტიის დამწყები თვითონ იყო, მომავალ თაობებს მისით უნდა ეამაყათ. ამ საქმის დასაწყისად მათ საკუთარი, თუ საოჯახო პორტრეტები მიაჩდათ. დიდსა თუ პატარა ვაჭარს, ხელოსანს მედუქნეს, ახლა ხელოვნების დაპყრობა მოუნდა.

o284j
30 იანი 40-იანი წლები
პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია. განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც. ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებია „სწავლულის პორტრეტი“ (1631.წ.). სურათზე გამოსახულია შუახნის ადამიანი რომელიც მისთვის ჩვეულ გარემოშია. წერს, მუშაობს, იღვწის და ერთ წუთით თვალს აშორებს ქაღალდს, რათა აზრი მოიკრიბოს და ლოგიკური გამოსახულება მისცეს ნაფიქრს. მუქ ფონზე სამი რამ არის გამოყოფილი: სახე, ხელები და ქაღალდი. მისი თვალები ოდნავ დაღლილია, ხელები წლებს დაუღარავს. ფაქტიურად, მხატვრის შემოქმედებაში ამ პორტრეტში პირველად ვხვდებით სიუჟეტურ მოქმედებას, მომდევნო პერიოდში ეს მხარე გახდება მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელი.

81c3c

p97bc

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button