კულტურამარკეტინგი

ავტორების კონკურსი (დასრულდა)

da7b2f3c3b32

ახალი ავტორების მოზიდვა და ძველების წახალისება ბლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაც დავაანონსე წინა კონკურსზე ავტორების დაჯილდოვების ამბავი : )) თუმცა ეტყობა ამის შესახებ არც ისე ბევრს წაუკითხავს, რადგანაც ცოტა ჩაერთო შეჯიბრში, ალბათ ამის შემდეგ უფრო მოინდომებენ. თუმცა მშვენიერი კონკურსანტები გვყავს სახეზე და დარწმუნებული ვარ მომხმარებელი მათ რიგიანად შეაფასებს.

რისთვის ვაძლევთ ხმას სასურველ ავტორს?
ავტორს ხმა ეძლევა არა თავისი ნიკის პოპულარულობის, ან პირადი სიმპატიის გულისთვის. ჩვენ ვაფასებთ მხოლოდ და მხოლოდ პოსტს. აქ ჩამოთვლილი იქნება შემოსული საკონკურსო პოსტები, რომელსაც გაეცნობით და შემდეგ, საუკეთესოს ავტორს მისცემთ გამოკითხვაში ხმას.

რას მიიღებს ავტორი გამარჯვების შემთხვევაში?

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge
მინდა აღვნიშნო, რომ სვუპს ახლა ძალიან კარგი აქცია აქვს, განსაკუთრებით ფოტომოყვარულებს გაუხარდებათ, რადგანაც პრიზი ფოტოაპარატი გახლავთ, აქციის პირობების გასაგებად დააკლიკეთ აქ.

დღევანდელი გათამაშებისთვის სწორედ სვუპმა დააწესა პრიზი. თუ რა პრიზია, ამას ავტორი მოგვიანებით გაიგებს.

ახლა გადავიდეთ პოსტებზე და დღევანდელ კონკურსანტებზე:

1) პოსტი: ადამიანთა საოცარი შესაძლებლობები
მისი ავტორი: CreaTive

2) პოსტი: 10 ყველაზე “საოცარი” წყევლა

მისი ავტორი: MiSS BlaCK

3) პოსტი: მოზარდები და მათი მისწრაფებები

ასევე ამავე ავტორის მეორე პოსტიც: ქართული მენტალიტეტი

ავტორი: Logical_thinker

4) პოსტი: სტივენ ჰოკინგი – როგორ ავაგოთ დროის მანქანა?
ავტორი: Charlie

5) პოსტი: დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე..

ავტორი: ირი ლეკვეიშვილი

უფრო საინტერესო რომ გახდეს კონკურსი, გამარჯვებულის ვინაობა დღის ბოლომდე არ გეცოდინებათ, poll-ს ამჟამად ხმების რაოდენობის ჩვენების ფუნქცია გამორთული აქვს, მაგრამ ღამის 12 საათზე განახლდება და გამოჩნდება ხმების რაოდენობაც, სწორედ ამ დროს გაიგებთ ვინ გაიმარჯვა. უნდა აღვნიშნო,რომ პროქსი საიტები არ ჭრის, ასე რომ ტყუილად ნუ შეწუხდებით, ვინც ამას გამოიყენებს, მოიხსნება კონკურსიდან.


ყველა ავტორს ვუსურვებ წარმატებას, ლავ იუ გაიზ : ))))) პ.ს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ

დანარჩენ ავტორებს არ დაგავიწყდეთ, თქვენც ჩაებით შემდეგ კონკურსში, მიაწერეთ პოსტს ბოლოში,რომ იგი საკონკურსოა და აუცილებლად მოხვდებით აქ. გაითვალისწინეთ,რომ საკონკურსო პოსტი არ უნდა იყოს დაკოპირებული სხვა ქართული საიტიდან, ასევე წიგნიდან, ჟურნალიდან და ა.შ. ვიღებთ მხოლოდ თქვენს შექმნილებს : )

18:00 საათისთვის ასეთი მონაცემებია ჩვენს გამოკითხვაში:

2526678cfa30

21:00 საათისთვის ასეთი ვითარებაა

608c7e473373

დასრულებულია ხმის მიცემა. სულ მონაწილეობა მიიღო 620-მა მომხმარებელმა. ხმები როგორც გადანაწილდა ალბათ გამოკითხვის ტაბლოზე ხედავთ. მოლოცვებს ვიღებ :D რაც შეეხება პრიზს, ეს გახლდათ კინოსეანსი კინოკლუბ კაშეში. რადგანაც მე გავიმარჯვე, დანარჩენ ოთხივე ავტორს ვეპატიჟები ჩემთან ერთად კინოზე :))))) ბატონ მამუკასთან ერთად, მის საცოლე მარისაც :))))) იქ ვიქნებით ადმინისტრაციის შეუფასებელი წარმომადგენლობა და მგონი კარგ დროს გავატარებთ :D
დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა :*

მსგავსი ამბები

Back to top button