არქივი

ქართული მენტალიტეტი

321d9d283fc6

საქართველო – მრავალ სიცრუის თუ სიმართლის მნახველი, ერთ დროს გამძლე, როგორც რკინა, სამართლიანი და მხეცივით დაუნდობელი, ასიათასობით წმინდანის სამშობლო, ლამაზი, როგორც ედემის ბაღი და ძვირფასი, როგორც შეუფასებელი ხილული ქმნილება, რომელიც შევაფასეთ და თან საკმაოდ იაფად ….XXI საუკუნეში..

იყო ძველი ქართული ტომთა გაერთიანებები, კოლხა, დიაოხი… იყო ქართლი.. იყო ფარნავაზი… იყო კერპები არმაზი, გაცი და გაემი, იშვა უფალი ღმერთი ჩვენი… იყო ანდრია და სვიმონი.. იყო მირიანი და ნანა.. იყო წმინდა ნინო.. იყო გორგასალი.. იყო შუშანიკი, იყო აბო… იყო ხანძთელი .. იყო აშოტი… იყო ვახტანგი, იყო აღმაშენებელი.. იყო თამარი… გვყავდა შოთა.. იყო ღრიალი.. იყო სისხლი.. იყო დედების ქვითინი .. იყო თავგანწირვა .. იყო უფლის დიდება და ჯალალედინის ხმალზე ძლიერი ასი ათასი ქართველის რწმენა .. იყო მტკივნეული საუკუნეები და ამ ყველაფერში ჩამოყალიბდა თითოეული საუკუნის ნაკვალევით შექმნილი საქართველოს სახე.. ქართველი მანდილოსნების იდუმალი და თავბრუდამხვევი სისათუთე , მორიდება , პატიოსნება და ქართველი კაცის მყვირალა სისხლი .. ყოველ წამს დასაღვრელად გამზადებული… ეს ჩვენი ისტორიაა .. უფროსწორად ეს ჩვენი საქართველო იყო.. საქართველო, რომლის მხოლოდ სახელიღა შემორჩა სრულყოფილი მსოფლიო რუკაზე … ყველაფერი დანარჩენი კი პურის მარცვლისოდენა … რწმენიან, ზნე-ჩვეულებიან , სიყვარულიანად …

ქართული მენტალიტეტი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.. ეს არის ჯამი იმ შესაკრებებისა, რომლებიც სხვა და სხვა პერიოდში გამოიხატა.. საბოლოოდ კი მრავალი საუკუნის შემდეგ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ.. ხალხის აზრი ერთმანეთში გადაზელილი.. ათქვეფილი როგორც არასდროს.. ომს და დავიდარობას ყოველთვის მარცხამდე მივყავდით, სანამ გმირები არ გამოჩნდებოდნენ , რომლებსაც ვეთაყვანებოდით და ახლაც ასეთ დღეში ვართ, მხოლოდ ის განგვასხვავებს , რომ გმირები არ გვყავს ან არ ვაღიარებთ მათ..

ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა სულიერებით , ზნეამაღლებულობითა და ერთიანობით .. რომლებიც ალბათ დამეთანხმებით ნაკლებად ჭარბობს ქვეყანაში… ჩვენი მენტალიტეტი ძალიან რთული გასაგებია უცხოელისთვის , როგორც ადრე ვერ გაიგეს და შეიმეცნეს თუნდაც აღმაშენებლის გამარჯვება დიდგორში.. ცხოვრება რომ ორპირია ეს ყველამ კარგად ვიცით , მაგრამ არ გაგვეგება იმ რეალობის, რაც დღეს ჩვენ წინ არის გადაშლილი..

ჩვენი სულისკვეთება დღესდღეობით უცხოეთს და უცხოელებს ეკუთვნის.. ყველას გვქონია და გვაქვს ალბათ საზღვარგარეთ  “სხვის სამშობლოში” დასვენებისა და გართობის სურვილი… მაგრამ ბევრმა არ იცის უცხოელების ზოგადი შეხედულება კარგისა და ცუდისადმი… მათი მენტალიტეტი დიდმა ილია მართალმა აგვიღწერა, ჯერ კიდევ 1861 წელს .. ნამდვილი ცხოვრებისეული ეპიზოდით:

ილია ჭავჭავაძე ” მგზავრის წერილები ” … რუსი ოფიცერის სიტყვები :

არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ.

– მინახავს. (ბევრი პასუხის არიდებისა და დაღლის შემდეგ მიუგო მწერალმა)

– გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს.
(იზლერის ბაღი, მოგეხსენებათ და მაშინდელი რუსეთში არსებული ადგილი გახლდათ, სადაც უამრავი “წარჩინებული” ადამიანი და უფასო ან მცირედითაც კმაყოფილი მეძავები თავს იყრიდნენ..)

76246b1c300b
ისევ მე რომ არ დავკონკრეტდე და ჩემი აზრი გამოვთქვა ისევ ამ ნაწარმოებიდან მოვიყვან ციტატას , სადაც იგივე ოფიცერი ქართველ ქალებს ახასიათებს .. ზოგადად ეს იყო უცხოელების შეხედულება ჩვენ მანდილოსნებზე..

 

თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი… დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“.

ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა.

 

 

150 წლის შემდეგ..

 

 

გარდა ქართული გენისა… არც ილიას დროს იყო რიგზე საქმე… შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დაიწყო ქვეყანამ გადაგვარება.. ილიას ფხიზელმა და რკინასავით მტკიცე ცხოვრებამ მაინც მოახდინა შთაბეჭდილება იმდროინდელ ქართველობაზე.. დღეს ჩვენში მოსახლეობის 80 % -მა არ იცის თუ რა ღვაწლი მიუძღვის მას . ანუ არ აინტერესებს სამშობლო და ქვეყანა.. დღევანდელ საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ მხოლოდ ერთი ინსტიქტი უმუშავებს ადამიანს მძლავრად .. თვითგადარჩენის , ისევე , როგორც ნებისმიერ არსებას, ფრინველს თუ ცხოველს.. დიდს თუ პატარას, ბავშვს თუ კაცს.. თანამედროვეს თუ პირველყოფილს და არა სხვა რაიმე თვისება.. ქვეყნის ერთობისათვის ბრძოლა, სიყვარული ქვეყნისა და ერის მიმართ.. ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს პატრიოტად.. წმინდა პატრიოტად და არა სკამისთვის მებრძოლ ადამიანად.. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა იქნება ისევ ის საქართველო,რომლის დაძახებაზეც კი ბევრი ღირსეული ადამიანის ცხოვრება და ღვაწლი გვიდგება თვალწინ .. უცხო გარემო და მტრის ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილი ქართველები ამბობენ:

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“

 

– სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!.. … ილია ჭავჭავაძე

 

 

საკონკურსო პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button