არქივი

ინტერნეტზე დამოკიდებულნი

internet advertising

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ხშირ შემთხვევებში        ნარკომანიასავითაა.

გასულ წელს ფსიქიატრთა ასოციაციის მსოფლიოში უმსხვილესმა ოფიციალურმა გამოცემამ «The American Journal of Psychiatry» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც გვთავაზობს ინტერნეტ-მიჯაჭვულობის შეტანას გონებრივი მოშლილობების ცნობარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო-ფსიქიატრიამ აუცილებლობად ცნო ინტერნეტ-მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი.

პრობლემის სტატუსი

დღეს მსოფლიოში ინტერნეტ-მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებელთა 2-10%. თითქოს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ პროცენტებს რიცხვებში გადავიყვანთ… ამ ადამიანებს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდი სიკვდილიანობის რისკი: ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია ასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24 საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკკის ჯგუფს, მათში სხვადასხვა მაჩვენებლებით შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%.

როგორ გამოიყურება ეს

ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, საათობით, ან სულაც 24 საათის განმავლობაში სხედან კომპიტერებთან. მათ ავიწყდებათ ჭამა, ძილი. აღარ აინტერესებთ პირადი ჰიგიენა და სახლის ხლაფორთები. ოჯახი, სამუშაო, სწავლა, მეგობრები – ეს ყველაფერი მათთვის მეორე პლანზე გადადის. ყოველდღიურად სულ უფრო მეტსა და მეტ დროს ატარებენ უსასრულო ვირტუალურ სამყაროში და საბოლოოდ აღარაფერი აინტერებთ გარშემო.

ინტერნეტის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ იღებს ასეთ უკიდურეს ხასიათს, მაგრამ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტის ძალიან ხშირი გამოყენება უკვე დიდი რისკია.

რა ხდება ამ დროს

თუ შეეკითხებით ნებისმიერ ადამიანს, თუ რატომ სარგებლობს იგი ინტერნეტით, იგი ბევრ სხვადასხვაგვარ პასუხს გაგცემთ: უყურებს ფილმებს, პოულობს საჭირო ინფორმაციას, ურთიერთობს მეგობრებთან და ა.შ. ანუ, იკმაყოფილებს თავის რომელიმე მოთხოვნილებას.

მაგრამ ინტერნეტზე მიჯაჭვული ადამიანი ამით ვერაფერს იკმაყოფილებს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება – სასრულია. ანუ, ადამიანი, რომელიც რამეში გრძნობს მოთხოვნილებას – იგი ეძებს მისი დაკმაყოფილების გზებს, პოულობს, იღებს კანონიერ სიამოვნებას და მშვიდდება.

ხოლო თუ ადამიანი გაუთავებლად იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს და ვერაფრით “ძღება” – ნათელია: ეს ადამიანი მხოლოდ თავს იმშვიდებს, რომ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ინტერნეტის მეშვეობით. სწორედ ამიტომ ვერა და ვერ კმაყოფილდება იგი.

რატომ ეთამაშება ადამიანი ასე საკუთარ თავს? საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ისწრაფვის მაქსიმალური კომფორტისაკენ, მისი ნებისმიერი გამოვლინებისაკენ. ჩვენ მივეჩვიეთ “რბილ ბალიშებზე” ცხოვრებას: სახლში სითბოა. მაგრამ გარეთაც არ არის მოცურების საშიშროება. მოიწყინეთ? შეგიძლაით რაიმე ფილმს უყუროთ, ტელევიზორი ჩართოთ. ამ უსაზღვვრო კომფორტით განაზებულ და გათამამებულ ადამიანს აღარ სიამოვნებს საკუთარ ნამდვილ მოთხოვნილებებთან შეჯახება, რადგან ნებისმიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ტვინში ნეგატიურ ემოციად გამოვლინდება – ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა. ბავშვები არ გვიჯერებენ, სამსახურიდანაც დათხოვნა გვემუქრება. ბანკიდან კი შეიძლება ტყვიამფრქვევით მოგვადგნენ და კრედიტის დაფარვა გვაიძულონ. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უსიამოვნება, ამ ყველაფერს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.

ამაზე რომ არ იფიქროს, ადამიანმა უნდა ჩაიხშოს თავი, მაგალითად ინტერნეტით, რომელშიც მილიარდი საშუალებაა იმისათვის, რომ გადაერთოს, თავდავიწყებას მიეცეს. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. ვიღაც ერთხელ სცდის – გამოუვა. ესეიგი უნდა გაიმეოროს! იმეორებს. შემდეგ კი ეჩვევა. დროთა განმავლობაში კი საკვების მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც.
დაიცავით თავი!

როგორ ავარიდოთ თავი მსგავს უბედურებას?

დასაწყისისათვის აუცილებელია იცოდეთ ინტერნეტ-მიჯაჭვულობის სიმპტომები: დროის კონტროლის შესაძლებლობის დაკარგვა, რომელსაც ინტერნეტში ატარებთ. როცა ინტერნეტში არ ხართ: უძილობა, კოშმარები, გაღიზიანება, გუნება-განწყობილების ვარდნა, თავის ტკივილები.
თანდათანობითი, მაგრამ გამუდმებული სწრაფვა იმ დროის გაზრდისა, რასაც ინტერნეტში ატარებთ.
ინტერესის დაკარგვა იმ ალტერნატიული დროის გატარებისა, რომლებიც ადრე სიამოვნებას განიჭებდნენ.
თუ აღარ შეგიძლიათ ინტერნეტში გატარებული დროის შემცირება მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება ნამდვილად გინდათ.
თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან სამი მაინც შენიშნეთ საკუთარ თავს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: ინტერნეტ-მიჯაჭვულობა გიყალიბდებათ.
ეს კი შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე ვეღარ შეამჩნევთ, თუ როგორ გადის დრო მონიტორთან, შეწყვეტთ სტუმრად სიარულს, სახლის ალაგებას და სულ ერთი გახდება, თუ რა გაცვიათ, დაბანილი ხართ თუ არა და ა.შ.
თუ რაღაცა შიგნიდან გამუდმებით გთხოვთ შეხვიდეთ ინტერნეტში და შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა და ნახოთ, თუ რას აკეთებენ თქვენი მეგობრები, შეამოწმოთ რა მოგწერეს “ოდნოკლასნიკებში” და ამ ყველაფრის გარეშე თავს ცუდად გრძნობთ. თუ სერიოზულად ნერვიულობთ, შემდეგ კი ბრაზდებით, როცა რაღაც მიზეზების გამო ინტერნეტი ითიშება ან ვიღაცის გამო იძულებული ხართ ადგეთ და მოშორდეთ კომპიუტერს და რაც მთავარია – თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, მაგრამ ვერაფრით აღწევთ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უკვე მიჯაჭვული ხართ ინტერნეტს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში? თუ საქმე ძალიან შორსაა წასული – ერთად-ერთი გამოსავალია დარეკოთ მეგობართან და სთხოვოთ, ექიმთან წაგიყვანოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი ხნით გეშველებათ. ამიტომ უმჯობესია საქმე აქამდე არ მიიყვანოთ და ინტერნეტი სწორად გამოიყენოთ, ეს კი ნიშნავს, რომ:

უკიდურესად სასურველია ინტერნეტი მხოლოდ საქმისათვის გამოიყენოთ.
ინტერნეტის საშუალებით მაშინ გაერთეთ, როცა ყველა საქმე მოგვარებული გაქვთ.
შეზღუდეთ ინტერნეტში “სეირნობის” დრო. ჩართეთ ტაიმერი! ერთი საათი ან საათნახევარი სავსებით საკმარისია საღამოს. შემდეგ კი გამორთეთ ეს “ჯოჯოხეთის” მანქანა და გადით სუფთა ჰაერზე, ისუნთქეთ, გაავარჯიშეთ სხეული.
თუ ამჩნევთ, რომ უსაფრთხოების ზომების მიუხედავად მაინც ეჯაჭვებით ინტერნეტს, ერთად-ერთი გამოსავალია უბრალოდ გამორთოთ სახლში კომპიუტერი და აღარ გაეკაროთ 2 კვირის განმავლობაში. საერთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაგჭირდებათ მეგობრებთან დარეკვა და საშველად ხმობა.


წყარო:http://lady.ge

მსგავსი ამბები

Back to top button