ადრიატიკის დედოფალი
ცისფერ ბურუსში გახვეული ქალაქი
ადრიატიკის დედოფალი – ასე უწოდებენ ვენეციას, რომლის ბრწყინვალე ტაძრებით, პალაცოებით და მოედნებით ერთ დროს ჯორჯონე, ტიციანი და სხვა დიდი შემოქმედნი ტკბებოდნენ. ვენეცია მსოფლიოს არცერთ ქალაქს არ ჰგავს. როგორც ერთი ხელოვნებათმცოდნე წერდა:“ეს არის სინათლის, მუსიკისა და ფერების მთელი სამყარო, რომელიც ნოტიო ჰაერის ცისფერ ბურუსშია გახვეული. ეს არის დიდი ხელოვნების სამყარო.”
ვენეცია 118 პატარა კუნძულზეა განლაგებული. ქალაქი მთლიანად დასერილია წყლის არხებით, რომლებზეც ულამაზესი ხიდებია გადებული. ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეებში ვენეციაში შენობები ერთმანეთის მიჯრით იყო აშენებული. ვიწრო ქუჩებს პატარა მოედნები ენაცვლება, მაგრამ საბოლოოდ ყველა ქუჩა სან-მარკოს ულამაზეს მოედანზე გადის. იქით მიდის მთავარი წყლის გზაც – დიდი არხი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. დიდი არხის ორივე ნაპირზე მოჩანს დიდებული პალაცოების ფასადები, რომლებიც სიმსუბუქითა და აჟურულობით გამოირჩევა. ისინი წყალში ირეკლება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქალაქში არაფერი არ არის მყარი და უძრავი. პალაცოების კიბეები პირდაპი წყალთან ჩადის და მასთან მისვლა მხოლოდ გონდოლებით შეიძლება.
პალაცო
იტალიური სიტყვა “პალაცო” სასახლეს ნიშნავს. პალაცოს არქიტექტურული ტიპი ფლორენციაში აღორძინების ეპოქაში წარმოიშვა. ესაა სამსართულიანი შენობა, რომლის ფასადზეც ფანჯრებია გაჭრილი. პალაცოების უკანა მხარეს, ღიათაღებიანი გალერეით შიდა ეზოა შემოფარგლული. პალაცოებში ყველაზა ნათლად გამოიხატა აღორძინების ეპოქის ხუროთმოძღვრების მთავარი იდეა – არქიტექტურა ადამიანისათვის. ეს შენობები ადამიანის მოთხოვნებზე იყო გათვლილი.
ფილიპო ბრუნელესკი, “პალაცო პიტი” XVს.ფლორენცია
ფილიპო კალენდარიო, “დოჟების სასახლე” XIV-XVსს. ვენეცია
დიდებული გუმბათები
ვენეციის სან-მარკოს ტაძარში მარკოზ მახარებლის წმინდა ნაწილებია დაცული. ეს ტაძარი ქალაქის ყველაზე დიდ სიწმინდედ და, ამავე დროს, ყველაზე დიდ მშვენებადაა მიჩნეული. იგი XI საუკუნეშია აგებული, თუმცა მისი ფასადების მორთვა XV საუკუნეში დასრულდა.
სან-მარკოს ტაძარი XI-XVსს. ვენეცია
ვენეციის კარნავალი
კარნავალი იტალიის ქალაქ ვენეციაში. იგი დასაბამს X საუკუნიდანიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობა ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მხიარულობს ქალაქის ქუჩებში.
სულ ეს იყო…………