აღმოსავლური საოცრებები
ტოდაიჯი, “დიდი ბუდა”(იაპონია)
ტოდაიჯი იაპონურ ენაზე “დიად აღმოსავლურ ტაძარს” ნიშნავს. იგი XIII საუკუნეშია აგებული და იაპონურ არქიტექტურაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ძეგლად ითვლება. დიდი ხნის განმავლობაში ტოდაიჯი ქვეყნის უმთავრესი სამლოცველო იყო. ამ ტაძარში “დიდი ბუდას” ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება დგას. ქანდაკების სიმაღლე კვარცხლბეკიანად 22 მეტრს აღწევს, მისი სახის სიგრძე 5 მეტრია, ხოლო თვალბუდის 1 მეტრი. ბუდა ლოტოსის ფორმის ტახტზე ზის. ლოტოსი – სულიერი სიბრძნის და უბიწოების განსახიერებაა. ბუდას წინ გაწვდილი მარჯვენა ხელი კურთხევის ჟესტია, შუბლზე კოპი კი – სიდიადისა და მიუწვდომელობის სიმბოლო.
მაჰა-ბოდჰი(ინდოეთი)
მაჰა-ბოდჰი ტაძარი ინდოეთში იმ ადგილასაა აგებული, სადაც ლეგენდის მიხედვით ხის “ბოდჰის” ქვეშ ბუდა “გაბრწყინდა”. გადმოცემის მიხედვით პირველი ბუდისტური ტაძარი აქ აშენდა. 526 წელს აგებული მაჰა-ბოდჰი სწორედ ამ ტაძრის ადგილზე დგას. მაჰა-ბოდჰი ბუდისტურ სამყაროში ერთ-ერთი უწმინდესი ადგილია. აქ მოსალოცად დღესაც მოდიან ინდოელი, ჩინელი, ტაილანდელი, იაპონელი, ბირმელი და სხვა ქვეყნების ბუდისტი ბერები.
მეჩეთი ირანში
ეს მეჩეთი ირანის მშვენებაა. იგი სასანიანთა დინასტიის მმართველობის დროსაა აგებული. ირანში და შუა აზიაში ასეთ მეჩეთებს ხშირად აგებდნენ. მეჩეთის შეისრული თაღი მლოცველის ზეციურ სამყაროსთან დაკავშირების სიმბოლოა. ზეცისკენ აზიდული მინარეთებიდან(კოშკებიდან) მუეძინი მლოცველებს მოუხმობს. მეჩეთები ულამაზესი ორნამენტებითა და არაბული წარწერებითაა დამშვენებული. ისლამურ სამყაროში ადმიანის გამოსახვა ყველგან(გარდა მინიატურებისა) აკრძალული იყო.
სხვა აღმოსავლური საოცრებები
ჯერჯერობით სულ ეს იყო გაგრძელება იქნებააააა….. :)))))))