ვიდეოებისაკითხავისურათები

აფთარისებრნი

აფთრები ღამის ცხოველები არიან. მართალია ისინი დღის განმავლობაშიც ჩანან, თუმცა სანადიროდ ბინდისას ან სრულ სიბნელეში გამოდიან. დღის საათებში აფთარი ისვენებს ბუნაგში ან ბუნაგთან ახლოს. ბუნაგს აფთარი სხვა ცხოველების სოროებში, ბუჩქებსა და კლდოვან ადგილებში იკეთებს.

აფთრები განსაკუთრებით იცავენ, როგორც საკუთარი ბუნაგის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე მათ სანადირო ადგილებსაც. ეს ტერიტორიები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდარია ესა თუ ის რეგიონი საკვებით.

აფთრებისაკუთარი ტერიტორიის საზღვრებს ნიშნავენ ანალური და ე.წ. მუშკის ჯირკვლების გამონადენით, ასევე შარდითა და ფეკალური მასებით. მურა ანუ მენაპირე აფთარს ყველაზე კარგად აქვს განვითარებული ასეთი ჯირკვლები და ორი სახის სეკრეცია ახასიათებთ: პირველი მოთეთრო წებოვანი გამონადენია, ხოლო მეორე — შავი ფერისაა და ძირითადად ბალახზე შეინიშნება.

ხალებიანი აფთარი თავის მხრივ ყველაზე სოციალურია და ცხოვრობს დიდ ჯგუფებად, ანუ ხროვებად, რომელიც ზოგჯერ 80-მდე ინდივიდს აერთიანებს. ჩვეულებრივ კი მათი ხროვა 15-მდე აფთრისაგან შედგება. როგორც სხვა მტაცებლებში მდედრები მამრებზე დიდები არიან და ბატონობენ ხროვაში.

ორივე სქესისა და ასაკის აფთრებს განსაკუთრებული მისალმების ცერემონიალი აქვთ: თითოეული მათგანი წევს ერთ კიდურს ისე, რომ მეორეს შესაძლებლობა ჰქონდეს დაყნოსოს მისი გენიტალიები. ისინი ასევე ურთიერთობენ განსაკუთრებული ბგერებითა და ხმებით. თითოეულ აფთარს აქვს დამახასიათებელი ხმა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზეც ისმის. ხალებიანი აფთარის ხმა ხითხითს მგაგონებს, ამის გამო ამ სახეობას მოცინარ აფთარსაც კი უწოდებენ.

მურა ანუ მენაპირე აფთარი უფრო განდეგილია, ვიდრე სხვა სახეობები. კუთვნილ ტერიტორიაზე ოთხ ან ექვს ნათესავთან ერთად ბინადრობს. სხვა აფთრებთან შეხვედრისას ისიც ყნოსვით ეგებება მათ, ამ მომენტში მისი ფაფარი ყალყზე დგება. მენაპირე აფთრის მიერ გამოცემული ხმებია არ არის ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც ხალებიანი აფთრის.

ყველა სახეობის აფთარი, გარკვეულწილად, მონადირეების მსხვერპლი გახდა, რითაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნა. აფთრებზე ნადირობას ხშირად სპორტული ინტერესი აქვს, თუმცა, უმეტესწილად აფთრებს ხოცავენ იმის გამო, რომ ისინი შინაური ცხოველებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი ნელ-ნელა გააძევეს სამხრეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთი ტერიტორიებიდან.

ხალებიანი აფთრების გუნდურმა ნადირობამ და საკვების განაწილების წესმა მათ გადარჩენის მეტი შანსი მისცა, ვიდრე დანარჩენ ორ სახეობას.

ზოგიერთ რეგიონში მენაპირე და ზოლებიან აფთრებს დიდი საფრთხე ემუქრებათ. ეს, ისევ და ისევ, ადამიანის მიერ დევნის შედეგია. მათი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზია, აგრეთვე, მათი საცხოვრებელი ადგილის განადგურება, ან მათი ტერიტორიების დაკავება მეტად წარმატებული ხალებიანი აფთრების მიერ.

ახლა კი სურათები :

წყარო: http://www.wikipedia.org/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close