არქივი

ინდოელთა ტომი ჯეიმს კამერონს შველას სთხოვს

882db80fa146

ინდოელთა ტომი Dongria Kondh დახმარებას სთხოვს მსოფლიოში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმის, “ავატარის” შემქმნელს – ჯეიმს კამერონს, იმ პრობლემის გამო, რომელიც თითმის ზუსტად ემთხვევა ზემოხსენებული ფილმის შინაარსს

საქმე იმაშია რომ ამ ტომს გაუჩნდა ძალიან დიდი პრობლემა ბრიტანულ კომპანია Vedanta-სთან. რეჟისორს შუამავლობას სთხოვენ კომპანიასთან რათა მათ შეწყვიტონ სამთო-სამრეწველო სამუშაოები მათ წმინდა ადგილზე – ნიამგირის მთაზე. ისინი მიმართავენ მსოფლიოს და ითხოვენ შეწყდეს ბურღვა და სამთო სამრეწველო სამუშაოები მთაზე, იმ მიზეზით რომ ეს სრულიად გამოფიტავს მთას რაც დონგრიას 80 000 წარმომადგენელს სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებს რადგანაც დაირღვევა მთების ეკოსისტემა და აქედან გამომდინარე მათი სასიცოცხლო და სულიერი წყარო რომელზეც დამოკდებულია მათი არსებობა.

eb3c215152f6

de27eaa1ca44

მათ ჟურნალ Variety-ში განათავსეს განცხადება სადაც თხოვნით მიმართეს ჯეიმს კამერონს:

“თხოვნა ჯეიმს კამერონს.
ავატარი არის ფანტესტიკა… და რეალობა. დონგრია კონდხის ტომი ინდოეთში იბრძვის რათა დაიცავოს საკუთარი მიწა სამთო-სამრეწველო კომპანიისგან რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მათი წმინდა მთის განადგურება. გთხოვთ დაეხმარეთ დონგრიას.”

მათი აზრით ეს სამუშაოები და მისი შედეგები გახდება დონგრიას ტომის არამხოლოდ ფიზიკური არამედ სულიერი განადგურების საწინდარიც. მე არ ვიცი რამდენად შეძლებს კამერონი მათ დახმარებას მაგრამ შეიძლება ყოველივე ამან მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ამ ძალიან სადაო საკითხზე.

ცნობისთვის, სიტყვა “ავატარი” სწორედ ინდოელებისგან იღებს სათავეს და სხეულის უმაღლეს მდომარეობაში გარდასახვას ნიშნავს.

Velociraptor™

მსგავსი ამბები

Back to top button