გართობაკულტურაუცნაური

ყველაზე შემზარავი სამედიცინო ინსტრუმენტები

image

ამ ინსტრუმენტების ფოტოსურათებს რომ ნახავთ, უეჭველად გაიფიქრებთ:კიდევ კარგი, იმ დროში არ ვცხოვრობდი ან ამ საწამებელ იარაღებს დღესაც რომ არ იყენებენ მედიცინაშიო.

1. სკარიფიკატორი, 1874 წელი.

image

ოდესღაც ამ ხელსაწყოთი აკეთებდნენ ყვავილის აცრას. 4 საჭრისით უკვე დაავადებული ან ყვავილით გარდაცვლილი ადამიანის სხეულზე კეთდებოდა ჭრილობები და შემდეგ ამავე ხელსაწყოთი ჩვილის ნაზ კანზე იმავე სახის ჭრილობებს აკეთებდნენ, რაც ხშირად უბედური შემთხვევით ანუ დაინფიცირებით მთავრდებოდა.

 

2.სავარძელი მშობიარეებისათვის, მე-18 საუკუნის დასაწყისი.

 

image

ეს ბავშვების სათამაშო სკამი არ გეგონოთ. ამ სავარძელზე მთელი თაობები მშობიარობდნენ. სავარძლის ზურგზე ხატია, რომ ქალს შეძლებოდა ამავდროულად ელოცა კიდეც.

 

3.ვერცხლისწყლის შპრიცი და გადასახვევი მასალები, 1545 წელი.

image

 

ეს საგნები ნაპოვნი იქნა ჩაძირულ ხომალდზე “მარია როზა”.ვერცხლისწყლის შპრიცი გამოიყენებოდა მეზღვაურების სიფილისისაგან სამკურნალოდ.

4.ლანცეტი სისხლის გამოსაშვებად, 1860 წელი.

image

იმისათვის, რომ სისხლის გამოშვება მოეხდინათ, ლანცეტის სამკუთხედისებრ თავს ვენაში ჩაარჭობდნენ, სანამ სისხლი არ წამოვიდოდა.

5. საგნების ნაკრები თავის ქალის ტრეპანაციისათვის, 1771 წელი.

image

თავის ქალის ტრეპანაცია უძველესი დროიდანვე გამოიყენებოდა ეპილეფსიის სამკურნალოდ. ითვლებოდა, რომ თავში თუ ხვრელს გააკეთებდნენ, იქედან “დემონი” გამოვიდოდა, რომელიც ავადმყოფს ტანჯავდა. ამ მეთოდით კურნავდნენ სხვა დაავადებებსაც, კერძოდ მიგრენას და დეპრესიას.

6.საწოლი ფსიქიატრიული კლინიკის ავადმყოფებისათვის, 1840 წელი.

image

7. მოწყობილობა უნებლიე ერექციის შესაჩერებლად
, გერმანია, 1894 წელი.

image

8.კბილის ამოსაღები ხელსაწყო, 1860 წელი.

 

image

ჭანჭიკი იხრახნებოდა მტკივან კბილში, რომ უფრო მყარად დამაგრებულიყო და შემდეგ ფესვთან ერთად ამოეძროთ…და ეს ყველაფერი გაუტკივარების და ანესთეზიიის გარეშე კეთდებოდა!

9.ხერხი ძვლების გადასახერხად, ამერიკა, 1850-იანი წლები.

image

 

ასეთი ინსტრუმენტები გამოიყენებოდა ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს. ქირურგები პირდაპირ ბრძოლის ველზე გადახერხავნენ დაზიანებულ კიდურს, რომ განგრენა უფრო შორს არ წასულიყო.

 

წყარო :  intermedia.ge

Back to top button