არქივი

უცნაური ფსიქოლოგიური პრობლემები (ნაწილი 2)

b50ba58e1a0d
ადამიანის ტვინი და გონება იმდენად რთული რამაა, რომ ჯერ ბოლომდე გამოკვლეულიც არაა. არსებობს უამრავი ფობია, მიდრეკილება, თუ დარღვევა. სწორედ ამ თემაზეა პოსტიც შექმნილი

პირველი ნაწილის სანახავად დააკლიკეთ აქ

მოჩვენებითი კიდურის სინდრომი

766f82f1802b

ამ სინდრომის მქონე ადამიანს ჰგონია,რომ დაკარგული კიდური, ან თუნდაც ორგანო,რომელიც ამოკვეთეს მისი სხეულიდან, კვლავ მასშია. მაგალითად თუკი ბრმა ნაწლავი ამოაჭრეს ჰქონია,რომ არ ამოუჭრიათ, ან კიდევ თუ ხელი მოაჭრეს, ფიქრობს,რომ ხელი კიდევ აქვს. 50-80% ადამიანებისა, ვისაც სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაცია გამოუცდია, მოჩვენებითი კიდურის სინდრომით ხდება შეპყრობილი. ხშირად ავადმყოფი განიცდის ტკივილსა და დისკომფორტს ,,მოჩვენებების” გამო. მაგალითად ტკივა ამოჭრილი ბრმა ნაწლავი, ან გონია რომ ტკივა უკვე მოჭრილი ფეხი. ზოგიერთს ისიც მიაჩნია,რომ ლაპარაკის დროს მოჭრილი ხელით ჟესტიკულაციებს აკეთებს, ფეხმოჭრილები კი მიიჩნევენ,რომ მოჭრილი ფეხი თავის ნებაზე მოქმედებს და მათ არ ემორჩილებათ. ამ სინდრომს უმეტესად ვირტუალური რეალობის თერაპიით მკურნალობენ,რომელიც ზემოთ სურათზეა გამოსახული.

მითომანია

57f942ac2712

ერთგვარი სინდრომი,რომლის დროსაც ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს ტყუილებს, გამოგონილ ამბებს და საინტერესო ისაა, რომ თავადვე იჯერებს ამ ტყუილების სიმართლეს : ) პათოლოგიურად მატყუარაა ადამიანი,რომელიც სხვადასხვა ამბებს გადმოსცემს პირს, თან ისე რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინოს და ისე უყვება,რომ ადამიანი რწმუნდება ფაქტების სიმართლეში. ჩვეულებრივი მატყუარისგან კი იმით განსხვავდება დაავადებული,რომ საკუთარი ტყუილების სჯერა და მტკიცედ განაგრძობს მორგებული როლის თამაშს.

სომატოპარაფრენია

8264fb38d2e6

დაავადებულს ეჩვენება, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი, უმეტესად კიდურები, მას არ ეკუთვნის, არამედ ის სხვისი სხეულის ნაწილია. მაგალითად პაციენტს ჰგონია,რომ მისი ხელი სულაც არაა მისი და იგი ეკუთვნის ექიმს.. ეს იქნება სომატოპარაფრენიას ტიპიური შემთხვევა.
ზოგჯერ ამ დაავადებას ვესტიბულაური სითბური სტიმულაციით მკურნალობენ (ყურში ცხელი წყლის შეშხაპუნება სპეციალური გზით).
ხშირად პაციენტები ვერ ხვდებიან თუ რა სჭირთ სინამდვილეში და დაჟინებით მოითხოვენ ამპუტაციას. ექიმები კი რა თქმა უნდა ოპერაციას არ უკეთებენ, რადგანაც ჯანსაღი კიდურის მოკვეთით ისინი ჰიპოკრატეს ფიცსაც დაარღვევენ.
ზევით სურათზე თქვენ ხედავთ ერთ-ერთი დაავადებულის ნახატებს.

მიუნჰაუზენის სინდრომი


f38b67b327bd

ფსიქიატრიული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს ავადმყოფობას, მოიგონებს რომ სტკივა, აქვს მაღალი სიცხე, სჭირს რაღაც კონკრეტული ავადმყოფობა და ამ გზით იგი ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ხშირად ამ დაავადებას საავადმყოფოზე დამოკიდებულების სინდრომსაც ეძახიან.
სინდრომით შეპყრობილნი თავად ქმნიან სიმპტომებს, რათა საავადმყოფოში რაც შეიძლება მეტი გამოკვლევა ჩაუტარდეთ და მეტი ყურადღება თუ სითბო მიიღონ სამედიცინო პერსონალისგან, ასევე ნათესავებისა და გულშემატკივართაგან. ზოგიერთი ავადმყოფი საკმაოდ განსწავლულია სამედიცინო სფეროში, შესაბამისად ისინი უფრო ოსტატურად იყენებენ სიმპტომთა შექმნის ბერკეტებს და ზოგჯერ არასაჭირო ოპერაციების გაკეთებასაც კი აღწევენ. მიუნჰაუზენის სინდრომის დროს ადამიანი თავს მშვენივრად გრძნობს პაციენტის როლში, სწორედ ეს სიტუაცია უქმნის მას კომფორტს.
ვის ემართება ეს სინდრომი? ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ რისკი უფრო დიდია, თუკი ადამიანს ბავშვობაში რაიმე ტრამვა აქვს გადატანილი, ასევე თუკი რაღაც ავადმყოფობა სჭირდა ან ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და ამის გადალახვა მარტოს მოუხდა.

სინდრომის სახელს რაც შეეხება, იგი ერთ ადამიანთანაა დაკავშირებული, კერძოდ კი ბარონ მიუნჰაუზენთან, რომელიც 1720-1797 წლებში ცხოვრობდა და იგი თავის თავზე ათასგვარ საოცარ, ფანტასტიკურ ამბებს იგონებდა. შემდეგში რუდოლფ რესპმა ეს ამბები შეკრიბა და გამოაქვეყნა.
1951 წელს კი, რიჩარდ აშერი გახლდათ პირველი პიროვნება,რომელმაც ლაპარაკი წამოიწყო მიუნჰაუზენის სინდრომზე, დაახასიათა იგი, როგორც თვით-ზიანი, ფიზიკური პირის მიერ სხვადასხვა ამბების გამოგონების მცდელობა, გამოგონილი ნიშნები და სიმპტომები, ამ დროს კი მას სწორედ ბარონ მიუნჰაუზენის გამოგონილი ამბები გაახსენდა და სინდრომსაც ეს სახელი მოარგო.

Neglect Syndrome

728d7472d0b1

ამ სინდრომის დროს ავადმყოფი კარგავს უნარს, თანაბრად მიანიჭოს ყურადღება და აღიქვას რაიმე სხეულის ან საგანის ორივე მხარე სივრცეში. მაგალითად შესაძლოა პაციენტმა გაიღვიძოს და ჩვეულებრივ გაიპარსოს წვერი, მაგრამ ჩვენ შევამჩნევთ,რომ მხოლოდ სახის ნახევარზე გაიპარსა წვერი. როცა დაავადებული ადამიანი ხატავს სხვას, მაგალითად დედას, მამას და ა.შ. ხშირად ტანის მხოლოდ ნახევარი გადააქვს ნახატზე, არ ხატავს მეორე ფეხს და ხელს. რომ ჰკითხოთ რატომ აკეთებს ასე, გიპასუხებთ, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ნახატია და შესანიშნავად გამოიყურება. თუ საათს დაახატინებთ, წრეს გააკეთებს და ყველა ციფრს საათის ერთ მხარეს ჩამოწერს.
სინდრომის გამომწვევი მიზეზი უმეტესად ტვინის ერთი ნახევარსფეროს დაზიანებაა, ასევე ზოგჯერ ინსულტმაც შეიძლება გამოიწვიოს.

უცხო აქცენტის სინდრომი

276e5ed57a39

თურმე ეს ძალიან იშვიათი სინდრომი ყოფილა, 1941 წლიდან 2006 წლამდე მხოლოდ 50 შემთხვევაა დაფიქსირებული. იშვიათთან ერთად ჩემი აზრით საკმაოდ უცნაურიცაა, რადგან ადამიანი უცებ იწყებს სხვა აქცენტით ლაპარაკს. ანუ ლაპარაკობს ჩვეულებრივ მშობლიურ ენაზე, მაგრამ სხვა ენის აქცენტით. სინდრომს უმეტესად იწვევს თავის ტრავმა.
ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევაა 61 წლის ტიფანი რობერტსის ამბავი, რომელმაც თავის ტრამვა მიიღო, გამოჯანმრთელების შემდგომ კი აღმოაჩინეს, რომ იგი წმინდა ბრიტანული აქცენტით საუბრობდა. არადა ტიფანი არასოდეს ყოფილა ბრიტანეთში, იგი ამერიკელია და ინდიანას შტატში დაიბადა.

ამ ვიდეოში იხილავთ ტიფანის

ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ ქალს, რომელმაც ასევე ტრამვა მიიღო, იგი ინგლისურად საუბრობს, მაგრამ ჩინური აქცენტი აქვს.

ჩემი პირველი მოთხრობის წაკითხვა ვისაც სურს დააკლიკეთ აქ და რჩევები მომეცით = ))))))

პ.ს. NCIB ატარებს მასშტაბურ კონკურსს სახელწოდებით Web Marketing! თითოეული ადამიანის ცხოვრებაში თანდათანობით ინტერნეტი უფრო დიდ ადგილს იკავებს, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი ამ კონკურსში ერთ ნიჭიერ ადამიანს, რათა ეს სფერო კიდევ უფრო წინ წავიდეს და განვითარდეს.
დააკლიკეთ აქ და მიეცით ხმა ნათია ვაწაძეს (მეორე რიგშია). თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button