უცნაური

მატყუარა გამომგონებლები

922ad435a575
ეს პოსტი არის იმ მეცნიერ-გამომგონებლებზე რომელთაც საკმაოდ დამაჯერებლად მოატყუეს მსოფლიო ესენი იყვნენ: ალბერტ აინშტაინი, გალილეო გალილეი, თომას ედისონი,ელქსანდრე ბელი და ალექსანდრე ფლემინგი. თუ დაგაინტერესათ იცით რაც უნდა გააკეთოთ…

7750506ab3a0

“ნობელიანტმა” – ალბერ აინშტაინმა, რომელიც XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად აღიარეს, ფარდობითობის თეორია შექმნა. სინამდვილეში, თეორიის დიდი ნაწილი ანრი პუანკარემ შეიმუშავა. ნაშრომს 30 წიგნი და 500 მონოგრაფია უძღვნა, მაგრამ მისი სახელი არსად ფიგურირებს. სხვათა შორის ზოგიერთი მკვლევარის ცნობით, აინშტაინს დისლექსია და აუტიზმის მსუბუქი ფორმა ჰქონდა.

d1838a4b83a5
ყველასთვის ცნობილია, რომ გალილეო გალილეიმ ტელესკოპი გამოიგონა, მაგრამ როგორც გაირკვა, მეცნიერმა სხვისი წარმატება მიითვისა.
XVII საუკუნეში ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჰანს ლიპერსგეიმ ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად პრიმიტიული ხელსაწყო – ტელესკოპი გამოიგონა. 1608 წელს მისი დაპატენტებაც სცადა მაგრამ გამომგონებელს ნახელავი დაუწუნეს და უარით გაისტუმრეს. ერთი წლის შემდეგ,  გალილეო გალილეიმ ლიპერსგეიმის ქმნილება გააუმჯობესა და დააპატენტა კიდეც. “გამომგონებლის” სახელს ატარებს იუპიტერის ოთხი თანამგზავრი, ლიპერსგეი კი მთვარის ციცქნა კრატერს ჰქვია.

ce9cc4216db0

ამერიკელ გამომგონებელსა და მეწარმეს, თომას ედისონს 1093 პატენტი აქვს დაფიქსირებული. არავინ იცის, აქედან ზუსტად რამდენის ავტორია თავად ედისონი, მაგრამ ცნობილია, რომ ელექტრონათურის შექმნაზე რამდენიმე მეცნიერი(ჟან ფუკო, ჰემფრი დევი და ა.შ.) მუშაობდა. საბოლოოდ,  იგი ჰაინრიხ გებელსმა 1854 წელს შექმნა. მეცნიერი ცდილობდა, ნახაზები ედისონისთვის მიეყიდა, მაგრამ მეწარმისთვის ის “უინტერესო” აღმოჩნდა. ცოტა ხანში გამომგონებელი გარდაიცვალა და ედისონმა მისი ქვრივისგან ნახაზები “გროშებად” იყიდა. სხვისი გამოგონება მიითვისა და სახელიც გაითქვა

ba5658f9c441

ალექსანდრე ბელმა, რომელსაც ყრუ დედა და ცოლი ჰყავდა, მრავალი წელი უსმენოთა პრობლემების შესწავლას მოანდომა. ერთ დღეს კი ტელეფონი “გამოიგონა”. სინამდვილეში კი მან იტალიელი ანტონიო მეუჩის გამოგონება მიითვისა. 1860 წელს მეუჩიმ ტელეფონის სამუშაო ვერსია, რომელსაც “ტელეტროფონო” ერქვა, იტალიელ მეცნიერებს წარუდგინა. 11 წლის შემდეგ გაუმჯობესებული აპარატის დასაპატენტებლად ამერიკაში გაემგზავრა. სამწუხაროდ პატენტისთვის ფული არ ეყო და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ცოტა ხანში ყავის მადუღარისთვის ფილტრი გამოიგონა. 2 წლის შემდეგ ტელეფონი ბელმა დააპატენტა. მეუჩიმ საქმე სასამართლოში აღძრა, მაგრამ მისი ხელნაწერები უკვალოდ გამქრალიყო. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ იტალიელის სქემები თავად ბელმა დაწვა.
d2e915183f72

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ალექსანდრე ფლემინგის მამა პატარა ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. გადარჩენილის მამა, მადლობის ნიშნად, მხსნელის შვილის სწავლა დააფინანსა. ფლემინგმა სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, პენიცილინი აღმოაჩინა და წლების შემდეგ უინსტონ ჩერჩილი – იგივე ბიჭIი, რომელიც მამამისმა დახრჩობას გადაარჩIნა – პნევმონიისგან იხსნა. ფლემინგის აღმოჩენამდე 1000 წლით ადრე აფრიკის ზოგიერთი ტომი პენიცილინს უკვე იცნობდა. მეცნიერმა ვინმე ერნესტ დუშენის აღმოჩენა მიითვისა, რომელიც პენიცილინით ღორებს მკურნალობდა. 1897 წელს დუშენმა მედიკამენტი სწავლულებს წარუდგინა, მაგრამ იგი მასხრად აიგდეს. სხვათა შორის, ფლემინგმა პენიცილინი “აღმოაჩინა”, ხოლო პრეპარატის თვისებები სხვა მეცნიერმა შეისწავლა.

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ. გთხვოთ ნუ იქნებით ძალიან კრიტიკულები, რადგან დიდი ხანია პოსტი არ დამიდია

მსგავსი ამბები

Back to top button