გართობა

ყველანი ვმოგზაურობთ ვირტუალურ სამყაროში :)

6a76bb8e1f45

რამოდენიმეჯერ ვმჯდარვარ ამ გამოგონებაში მაგრამ სულ მაინტერესებდა პილოტის კაბინა როგორ გამოიყურებოდა. მხოლოდ ტელევიზიით თუ მოახერხებს ამის დანახვას ადამიანი ან კიდევ თვითონ აეროპორტის რომელიმე თანამშრომელი უნდა იყო… ამის გამო მოვიძიე ეს მასალა და შეგიძლიათ ნახოთ სრულადში ვირტუალური სამოძრაო კამერაა რომელიც შეგიძლია ყველგან ამოძრაო და დაათვალიერო

დააჭირეთ აქ

oONETTWOo

მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, დაინტერესებული პირებისათვის - სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის. მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და კიდევ უფრო ხშირად “მესიჯები” არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია) ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა). არასდროს გეტყვით, რომ “სადღაც ორი საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს” და არასდროს გაგაცნობთ “ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს“. არასდროს გავუხევ ხახას რესპონდენტს მიკროფონის საშუალებით და არ ვკითხავს პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს” ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო! მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა… :)
Back to top button