არქივი

ვაჟიშვილობის ინდიკატორი (16+)

a1a0abd3898d

თქვენი აზრით, ეს ადამიანი ვაჟიშვილია, თუ არა? მე პირადად კარლსონის არსებობას უფრო დავიჯერებ, ვიდრე იმას, რომ ეს ასე არ არის. თუმცა, ვაჟიშვილების ეს გაჭირვება ასე აშკარად ყოველთვის არ ჩანს.

როცა გვინდა, გამოვიცნოთ, ვაჟიშვილი იქნება, თუ არა მოცემული ჯენტლმენი, ამისთვის მის გარეგნობას, მიმიკებს, ქცევებს უნდა დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, 100%-იანი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც ყველა ვაჟიშვილს აერთიანებს. მოდი, ისინი სათითაოდ გამოვყოთ.

რადგანაც, ხშირად მოგვიწევს ჩვენი მთავარი მოქმედი პირის ხსენება, მოხერხებულობისთვის, მას ჩარლი დავარქვათ (როგორც ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟს ჩარლი ბარტლეტს ჰქვია).

  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი – როცა ჩარლი ყველანაირად ერიდება გოგოს თვალებში შეხედოს. ამაში თითქოს მოსარიდებელი არაფერია, მაგრამ ასეთ დროს ჩარლი ძალიან იძაბება. სასაცილოა, მაგრამ ჩარლიმ შეიძლება მკერდზე შეხედოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, მაგრამ თვალებში შეხედვა ძალიან უჭირს.
  • როცა გოგოს ყურადღებას გრძნობს, ჩარლი წითლდება. მნიშვნელობა არ აქვს რით დაიმსახურა მან ყურადღება. როცა იგი გრძნობს, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლის, ან წარმომადგენლების ყურადღების ცენტრშია, სახეზე ერთიანად წითლდება.
  • ჩარლის ძალიან უჭირს ხელით შეეხოს გოგოს, განსაკუთრებით მოშიშვლებულ ადგილას, ან ინტიმურ ადგილებში (მაგალითად, თეძოებზე ცეკვის დროს).  თითქოს არაფერია, ადამიანს ხელით შეეხო, მაგრამ ჩარლის ეს მაინც ძალიან უჭირს. ჩარლისთვის საპირისპირო სქესთან ყოველგვარი შეხება მეტად უცხოა და ჰგონია, რომ თუ ამას გააკეთებს, შეიძლება საკუთარი მღელვარება და “გამოუცდელობა” გასცეს.
  • როცა გოგოს ელაპარაკება, ჩარლის ხშირად ენა ებმის. რა თქმა უნდა, გააჩნია თემას, მაგრამ ჩარლის მუდამ იმის კომპლექსი აქვს, რომ გოგო ამოიცნობს მის სატანჯველს.
  • როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდება (რა თქმა უნდა არა გოგოების წრეში), ჩარლი ძალიან არაადეკვატური ხდება. აქ ორი ვარიანტია: თავიდან დუმილს ინარჩუნებს, შემდეგ კი მეტისმეტად აქტიური ხდება. ან პირიქით, თავიდანვე აქტიურად ერთვება პროცესში და როცა მიხვდება, რომ ზედმეტად არაბუნებრივია, ჩერდება. ასეთ დროს ჩარლი ორ ცეცხლს შუა იწვის: ერთი მხრივ, ცდილობს ნერვიულობა არავინ შეატყოს (რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელია), მეორე მხრივ უნდა, რომ მასზე “ეჭვი” არავის დაებადოს. ორივეს ერთად კი ვერც ერთ შემთხვევაში ბუნებრივად ვერ გააკეთებს.

ყველა ზემოთ მოყვანილი პუნქტი, რა თქმა უნდა, არ არის უტყუარი საბუთი. მსგავსი რამ შეიძლება შეყვარებულსაც დაემართოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადამიანს ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე არ უყვარდება, გამოდის, რომ ეს ქცევები რაღაცას გვეუბნება.

ქვემოთ მოყვანილი პუნქტები ბევრად უფრო უტყუარია, მაგრამ ისინი საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობისას ვლინდება.

  • ჩარლის ძალიან ერიდება ხელით შეეხოს მას – ეს ბუნებრივია, რადგან ჩარლის რომ გამოცდილება ჰქონდეს ამ სფეროში, ასეთი რამ უხერხულობას არ შეუქმნის.
  • ჩარლის ძალიან უჭირს რეაგირება მის “ქცევებზე” – ჩარლი დაბნეულია, რადგან პირველადაა ქალთან და მიუხედავად თეორიული ცოდნისა, აღმოჩნდა, რომ არ იცის რა რის მერე უნდა გააკეთოს.
  • ჩარლი ძალიან ცუდად კოცნის – ეს არ არის აშკარა ნიშანი. შეიძლება მას “ზასაობის” დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ხვდება, რომ სექსუალური აქტის დროს ეს ცოტა სხვანაირად უნდა გააკეთოს. შეიძლება ის საერთოდ ცუდად კოცნის, მაგალითად, როგორც რობერტ დენირო, მაგრამ თუ ამას მეტისმეტად მოუხერხებლად აკეთებს, დიდი შანსია, რომ ჩარლიმ მსგავს სიტუაციაში პირველად “ამოყო თავი”.
  • ჩარლი ნებართვას ითხოვს, რომ უშუალოდ გადავიდეს “საქმეზე”. სასაცილოა, მაგრამ ის ასე აკეთებს. თვითონაც ხვდება, რომ სისულელეს აკეთებს, მაგრამ მაინც აკეთებს.
  • და ბოლოს, ჩარლის ძალიან სწრაფი ორგაზმი აქვს. ეს მართლაც უნივერსალური ინდიკატორია. გამოცდილ ჩარლის მსგავსი რამ არავითარ შემთხვევაში არ მოუვიდოდა.  უარეს შემთხვევაში ჩარლიმ ორგაზმი შეიძლება უბრალო შეხებითაც კი განიცადოს, აი, მაგალითად, როგორც ფორესტ გამპმა.

d750c14562a3

 

თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მშრალი თეორიაა და მეტი არაფერი, მაშინ განსხვავებულ მეთოდს შემოგთავაზებთ. თქვენი ნებართვით, მეორე პირს გამოვიყენებ (პირობითად). მას ასე:

მაგალითად, თუ თქვენ გამოიყურებით ასე… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

95712a2562d6

ან თუ თქვენ გამოიყურებით ასე… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

05a3f57542aa

თუ ასეთი გამომეტყველება ხშირად გაქვთ… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

dee02b97e14f

თუ მის ადგილას თქვენი თავი ამოიცანით… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

eea21429684a

ზოგადად, თუ ასეთი ხართ… თქვენ ვაჟიშვილი ხართ…

7fbb1733bb47

 

თუ ამ სურათზე…

5514ae3445d9

ასეთი რეაქცია გაქვთ… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

00f149a3ffdd

 

თუ ამ სურათზე…

2cdcb0d437af

ასეთი რეაქცია გაქვთ… თქვენ ვაჟიშვილი ხართ.

077313de862e

 

თუ ამ სურათზე…
caff5b32d17b

ასეთი რეაქცია გაქვთ… თქვენ ვაჟიშვილი ხართ…

ac74d78dc213

 

თუ ამ პოსტმა გაგაბრაზათ, მე ორი რამ ვიცი: პირველი, ის, რომ თქვენ ვაჟიშვილი ხართ და მეორეც ის, რომ ხმას არ მომცემთ, რადგან ეს საკონკურსო პოსტია.

 

ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის ასეთი, ვაჟიშვილებს რომ დასცინისო. ნუ ღელავთ, მეც ვიყავი ვაჟიშვილი…

70998793646f

პარადოქსია, მაგრამ ამ სურათში მე ყველანაირ სტერეოტიპებს ვანგრევ, რადგან საკუთარ ბანკეტზე ვაჟიშვილი აღარ ვარ…

მსგავსი ამბები

Back to top button