გართობაკულტურა

”ჰოლივუდური ღიმილი” ანუ დანტისტამდე და დანტისტის შემდეგ

729850ce0c82
ჰოლივუდის ვარსკვლავების უმრავლესობას “ჰოლივუდური ღიმილი” დედის მუცლიდან არ დაჰყოლია. სასურველი ღიმილის მისაღებად ვარსკვლავები სტომატოლოგებთან ორიოდ დღეს როდი ატარებენ.

მკურნალობა, გასწორება, გათეთრება და იდეალური ჰოლივუდის კაშკაშა ღიმილი მზადაა.

კბილების გათეთრება გვენ სტეფანიმ ბრეკეტების ტარებით დაიწყო.
d9a3cab07379

ტომ კრუზის მოელვარე კბილების შემხედვარე კი ვერ იტყვი, რომ მსახიობს ერთ დროს გაღიმებაც კი რცხვენოდა.

დევიდ ბექჰემმა კბილები მხოლოდ გაითეთრა. მისი მეუღლის კბილებზე კი სტომატოლოგებს სერიოზული მუშაობა დასჭირდათ. ვიქტორიას კბილები ჯერ გაუსწორეს და მერე გაუთეთრეს.
b210e1a37029
სელინ დიონის მარგალიტივით თეთრი კბილები სტომატოლოგის პროფესიონალიზმის შედეგია.

კეტრინ ზეტა ჯონსის კბილები თანდაყოლილია, მაგრამ მათ სითეთრეს მსახიობი სტომატოლოგს უნდა უმადლოდეს.

შერილ კოული ყოველთვის მომხიბვლელი იყო, მაგრამ მის ღიმილზე მაინც დიდი ფული და სტომატოლოგთა ძალისხმევაა დახარჯული.
99d670adb202
ვისაც ზაკ ეფრონის მეჩხერი კბილები ახსოვს, ეჭვიც არ შეეპარება, რომ თანამედროვე სტომატოლოგიას საოცრებების მოხდენა შესძლებია.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button