არქივი

გამონათქვამები

www.ucnauri.com

ბევრი კომენტარების და ლაპარაკის გარეშე გამონათქვამები გაგრძელებაში :)

1. “როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო.”
— უფროს კატონი

2. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”
— ლაო–ძი

3. ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.”
— ბელინსკი

4. “სხვა– ეს ის ადამიანია ჩვენში, როგორსაც გვზრდიდნენ, როგორიც უნდოდათ რომ ვყოფილიყავით და არა ის, როგორიც ვართ სინამდვილეში. ეს “სხვა” ჩვენში დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს შავი დღისთვის უნდა შეეგროვებინა ფული , ამიტომ მთელი სიცოცხლე იკლებდა ყველაფერს, ფულს აგროვებდა, რათა ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა და ფული უკვე აღარაფერში ჭირდებოდა”
— პაულო კოელიო

5. სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი _ მოკვდით.””
— ოშო

6. გონება სასტიკია, გული სჯჯობია გონებას.”
— გოეთე

7. “ჩვენ ვასწავლით ხალხს როგორ დაიმახსოვრონ და არასდროს ვასწავლით როგორ ისწავლონ.”
— ოსკარ უაილდი

8. ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისთვის ხელშეწყობა”
— მარტინ ლუთერ კინგი

9. სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.”
— პუბლილიოს სირიუსი

10. ნუ ეტყვით ქალს, რომ იგი მშვენიერია. უთხარით მას, რომ მასზე მშვენიერი არავინაა ქვეყნად და თქვენთვის ყველა კარი გაიღება.”
— ჟ.რენარი

11. “თუ ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად ღიაა”
— სერვანტესი

12 . “დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.”
— რომენ როლანი

13. ზედმეტად ბევრი მამაკაცია ამ (მოდის) ბიზნესში და მათ არ იციან, როგორ ჩააცვან ქალებს.”
— კოკო შანელი

14. “რაიმე ახალის შექმნა არ მიიღწევა ინტელექტით, არამედ თამაშის ინსტიქტით, რომელიც შიდა საჭიროებიდან მოდის. კრეატიული გონება თამაშობს იმ საგნებთან თუ მოვლენებთან, რომლებიც უყვარს”
— კარლ გუსტავ იუნგი

15. და სადაც სიყვარულია- იქ სიწმინდეა.ღმერთია.”
— აკაკი

16. დრო არ მოდის, დრო მიდის და ვინც მას არ გაჰყვება დაიღუპება’”
— ჯავახიშვილ

17. სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.”
— ნიცშე

18. ცხოვრების დიდი საიდუმლო არის ის, რომ არანაირი დიდი საიდუმლო არ არის. ნებისმიერ მიზანს მიაღწევ შრომით.”
— ოფრა უინფრ

19. ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში”
— ოსკარ უილდი

20. სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.”
— კონსტანტინე გამსახურდია

21. “ბავშვებს განთლება ეძლევათ არა უფროსების ლაპარაკით, არამედ თუ ვინ არიან ისინი.”
— კარლ გუსტავ იუნგი

22. გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.”
— არისტოტელე

23. თუ ეჭვიანობას დავარქმევთ სიცხეს, მაშინ გამოდის რომ მთელი მსოფლიო ავადაა”
— Danish Prover

24. “რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.”
— ქართულ ხალხური

25. მხოლოდ ანგარებიან მიზნებს რომ მივყოლოდი არ დამჭირდებოდა სწრაფვა დადგენილი მეთოდების შესაცვლელად”
— ჰენრი ფორდი

მსგავსი ამბები

Back to top button