გართობაუცნაური

ქალური უცნაურობები

1641b13f92ed

გამარჯობა საყვარელო მკითხველო :) დღეს ცოტა ვიხალისოთ და გაგაცნობთ ქალურ უცნაურობებს,რომელიც მდედრობითი სქესის თითქმის ყველა წარმომდგენელს მოსდის :)

რა თქმა უნდა,ვერანაირ უცნაურობას ჩვენ ვერ ვხედავთ,მაგრამ სიმართლისთვის მზად ვართ საკუთარი თავი გავაანალიზოთ,თან,მამაკაცის თვალით.გამოკითხვა,რომელიც ჩატარდა მამაკაცებში,ის შედეგი გამოღო,რომ თურმე,მართლაც უცნაურები ვართ

ტელეფონი

უცნაურობა: ნუ გვიყვარს ეს ტელეფონზე ლაპარაკი,თუ დაქალთან გვიწევს ლაპარაკი,როცა სამსახურის ან სწავლის გამო ვერ ვნახულობთ?როგორც არ ვიჭორავოთ იმაზე,ვის გაყვა ნათია და ვისთან ცხოვრობს ხატია(პირობითად).

როგორ რეაგირებს მამაკაცი(ის): “მაჩვენე ენა,უკვე წითელია! ყურებიც წითელი!ნუ რაზე შეიძლება ამდენი ლაპარაკი?არ მესმის”

საშინელი ფიქრები

უცნაურობა: “აი უკვე მთელი საათი რაც წავიდა,სახლში კი ჯერაც არ დაბრუნებულა.აი უკვე 2 საათიც გავიდა…ალბათ მანქანა დაეჯახა და ბანდიტები დაესხნენ თავს..და ახლა სადღაც წევს სისხლიანი და შველას ითხოვს.” სამი საათის შემდეგ,არა მარტო მისს მეგობრებთან,არამედ კოლეგებთან,საავადმყოფოებში,მორგში დარეკვის სურვილი ჩნდება.

როგორ რეაგირებს ის: ” სულელო,რა მოიგონე? ნუ ძმაკაცი შემხვდა,ლუდი დავლიეთ,თევზაობაზე ვილაპარაკეთ…აჰ დამერეკა? რისთვის? ნერვიულობდი? მაგრამ მე ხომ კარგად ვარ…”

თავის ტკივილი

უცნაურობა: ქალები მამაკაცებზე ორჯერ მეტად განიცდიან თავის ტკივილებს.ამ მომენტში გინდა დაწვე და ჩუმად მოკვდე.იმიტომ რომ საშინლად გრძნობ თავს და ყველაფერი გაღიზიანებს.

როგორ რეაგირებს ის: ” თავი გტკივა…ნუ ესე იგი იპოვე კიდევ ერთი საბაბი,რომ ვახშამი არ მოამზადო და ჩემთან ერთად არ დაწვე საწოლში.როდის მოიგონებ რამე უფრო საინტერესოს?”

შვილები

უცნაურობა: საკუთარ ბავშვს დედა ყველაფერს აპატიებს.უბრალოდ არ შეუძლია უარი უთხრას მის სურვილებს.თუ ბავშვი ტირილს იწყებს და თავისას ითხოვს,დედის გული ვერ გაუძლებს.მთლად პენსიურ ასაკამდე დედა ყოველთვის იღელვებს შვილზე- ჭამა თუ არა,სცივა თუ არა და ა.შ.

როგორ რეაგირებს ის: “რატომ ანებივრებ ბავშვს?ასე ვერასდროს ისწავლის დამოუკიდებლობას.მისგან დედიკოს ბიჭს ქმნი”

ფიგურა

უცნაურობა: ” ღმერთო! კილოგრამ ნახევარი მოვიმატე! კაბა აღარ იკვრება ჩემზე! ცხოვრება დასრულდა! დიეტაზე ვჯდები. რაო,რა ღირს ის ცხიმის გამოწოვის ოპერაცია?”

როგორ რეაგირებს ის: როგორც წესი,მამაკაცი ზედმეტ კილოგრამებს არ ამჩნევს.სურვილს,რომ დიეტაზე დაჯდე,ცუდად აფასებს.ჰგონია რომ პროდუქტებზე აკეთებ ეკონომიას.ხოლო სიტყვა “ცელულიტი”,მარტო იქიდან იცის,რომ სახლში ბევრი მისი საწინააღმდეგო კრემი ჩნდება.

ჭორები

უცნაურობა: ჩვენ ჭორაობად არ ვთვლით სხვის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს.საინტერესოა ვინ ვის ღალატობს.ქალური ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა.საკუთარი კვლევების შედეგებიც გაზიარება კი ძალიან საჭიროა.

როგორ რეაგირებს ის: თვლის,რომ ჭორიკნები ვართ,და ვერ ხედავს აზრს ვინმეს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკში.

საყიდლები

უცნაურობა: ” ამ საოცარი ჩანთის არ ყიდვა- ცოდვა!!ასეთს ვეღარასოდეს იპოვი.ჩანთას კი ახალი ტუფლები სჭირდება რა თქმა უნდა.

როგორ რეაგირებს ის:” შენ რა ჩანთები არ გყოფნის? შარშან ისეთ გიყიდე,რომ დიდხანს გაძლებს! და იცი რა?მოკლედ წავიდეთ აქედან დროზე.მე ლუდი მინდა!

სახლის მოწყობა

უცნაურობა: ” თუ ამ კედელს გამოვანგრევთ და ავაგებთ 15 სანტიმეტრის მოშორებით,აქ სავსებით ადვილად ჩაეტევა შკაფი.ხო,კიდევ ჟალუზი უნდა შევარჩიოთ,ამბობენ ეს ძალიან მოდურია.”

როგორ რეაგირებს ის: “სულ როგორ იგონებ ბუასილებს,მე კი ეს ყველაფერი უნდა მოვაგვარო!ასედაც ყველაფერი ლამაზია!არავითარ შემთხვევაში არ დაგთანხმდები!”

ყვავილები და კომპლიმენტები

უცნაურობა: ქალებს უნდათ კომპლიმენტები და სიყვარულის გამოხატვა მუდამ.უკეთესია,თუ მამაკაცი რაიმე სასიამოვნოს ხშირად გაიმეორებს.

როგორ რეაგირებს ის: ” მე ხომ შენთან ვცხოვრობ! თუ გადაგიყვარებ- წავალ.ტყუილად რატომ უნდა ვილაპარაკო.ყვავილებს კი ქალთა დღეს ჩუქნიან.”

აი ასეთები ვართ ქალები და ასეთები ბრძანდებით მამაკაცები :) მაგრამ არც თქვენ შეგიძლიატ უჩვენოდ და არც ჩვენ უთქვენოდ :) ყველას დიდი მადლობა

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button