ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

მაღალი თუ დაბალი?

ყველა იმ ადამიანთაგანი, ვისაც არ მოსწონს თავისი სიმაღლე და ფიქრობს რომ დაბალია, ცდილობს ნებისმიერი გზით მიაღწიოს სასურველ შედეგს. რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო ?

ცნობილია, რომ სიმაღლე გენეტიკურად განისაზღვრება და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მაღალ მშობლებს დაბალი შვილები ჰყავთ და – პირიქით. თუ დედისა და მამის სიმაღლე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნადაა განსხვავებული, ბევრად მარტივია იმ საშუალო სიმაღლის დადგენა, რომელსაც ბავშვი ზრდასრულობისას მიაღწევს.

ბავშვის საბოლოო სიმაღლე ასე გამოითვლება: ორივე მშობლის სიმაღლის მაჩვენებლის ჯამი უნდა გაყოთ ორზე და მიიღებთ იმ საშუალო მაჩვენებელს, რა სიმაღლისაც იქნება შვილი. ბუნებრივია, ეს მიახლოებული რიცხვი იქნება.

სიმაღლის გამოსათვლელად მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც მეტნაკლებად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ შვილის სიმაღლე. მათემატიკური გამოთვლები ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნებას თავისი კანონები აქვს. ამ კანონების მიხედვით ბავშვის ზრდა არის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე, ცხოვრების წესზე, კვებაზე, გენეტიკაზე და ა.შ. ადამიანის ორგანიზმი სრულად 22–25 წლის ასაკში ფორმირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ასაკამდეა შესაძლებელი სიმაღლეში ზრდა.

ყველა ბავშვს აქვს ზრდის შედარებით აქტიური პერიოდები. ეს ძალიან ინდივიდუალურია და ამ პერიოდის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. ეს ბევრადაა დამოკიდებული ჰორმონებზე.

ჰორმონები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. ნერვულ სისტემასთან ერთად ისინი პრაქტიკულად მართავენ ორგანიზმს. სიმაღლის რეგულირება კი ხდება არამარტო გენებში ჩალაგებული უჯრედებით, არამედ ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ჰორმონებით, რომლებიც ან აჩქარებენ სიმაღლეში ზრდის პროცესს, ან პირიქით, აფერხებენ.

არსებობს ერთი ჰორმონი, რომლის დეფიციტს ან სიჭარბეს ზრდის პროცესის შეფერხებამდე მივყავართ. ამის გამო მას დამსახურებულად უწოდებენ “სიმაღლის ჰორმონს”. მისი მკვეთრი ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანი რჩება ლილიპუტი, ხოლო ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გიგანტიზმი გამოიწვიოს.

თუ ბავშვს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს, მაშინ მისი ზრდის პროცესი გარკვეულ წესებს ექვემდებარება. ამ წესების თანახმად, რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით უფრო სწრაფად იზრდება. საერთო ფონზე საჭიროა გამოვყოთ სწრაფი ზრდის განსაკუთრებულად აქტიური პერიოდი – ეს არის სიცოცხლის პირველი წელი. ასეთი სწრაფი ზრდის პერიოდი ადამიანის ცხოვრების სხვა ეტაპზე არ ფიქსირდება.

პირველი პერიოდი – ნორმალური ახალშობილის სიგრძე 48–55 სმ–ია. ნორმის თანახმად, სიცოცხლის პირველ წელს ბავშვმა სიმაღლეში 20–25 სმ უნდა მოიმატოს. თუ მისი წონა და სიმაღლე ნორმის საზღვრებში არ ჯდება, ეს საბაბია, რომ მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ.

მეორე პერიოდი – სიცოცხლის მეორე წელს ბავშვები სიმაღლეში დაახლოებით 8–12 სმ–ს იმატებენ; მესამე წელს – 10 სმ–ზე ნაკლებს. უკვე 3 წლიდან მატება 4 სმ–ს ან ცოტა მეტს შეადგენს. ზოგადად ზრდის პირველი პიკი 4–5 წლის ასაკშია, მეორე – 12–14. ამ პერიოდში მოზარდმა 8–12 სმ შეიძლება მოიმატოს სიმაღლეში. შემდეგ კი ზრდას ჩვეულებრივად (4 სმ) აგრძელებს და 18–20 წლისათვის პრაქტიკულად სიმაღლეში ზრდის პროცესი სრულდება.

ზრდის პროცესისათვის მეტად მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც.

დღის რეჟიმი – ის პატარას ასაკის შესაბამისად უნდა იყოს განსაზღვრული და სწორად უნდა იყოს დაგეგმილი ბავშვის აქტიურობის და დასვენების პერიოდები. როგორც მეცნიერებმა გამოკვლევებით დაადგინეს, სიმაღლეში ზრდის ჰორმონების 70% ძილის პერიოდში გამომუშავდება. თუ პატარა სათანადოდ არ არის დასვენებული და გამოძინებული, სიმაღლეში ზრდის პროცესის შეფერხების ალბათობა მაღალია.

ფიზიკური აქტივობა – სპორტის სახეობები, სადაც საჭიროა ხტომა, სირბილი, ცურვა, მსუბუქი ათლეტიკა, სიმაღლეში ზრდის ჰორმონის სტიმულირებას ახდენენ, ხოლო სახეობები, რომლებიც მოითხოვენ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ჩხუბს, მაგალითად, მძიმე ათლეტიკა – პირიქით, ზრდის ჰორმონს აფერხებენ.

დაბოლოს, არსებობს სიმაღლეში ზრდის სპეციალური მასაჟები და ვარჯიშები, რომელთა დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში შედეგი ინდივიდუალურია და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

P.S ჩემი მეორე პოსტია. იმედია მოგეწონათ .. :)

წყარო:  sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close