კულტურაუცნაური

არამიწიერი ცივილიზაცია-მითი თუ რეალობა

ufologia
არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? აზრი ორად იყოფა: ზოგს სჯერა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის, ზოგს კი ეს მითი ჰგონია.

საინტერესოა მართლმადიდებული ეკლესიის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, სწორედ ამიტომ „ამბიონი“ ესაუბრა წმ. სამების სახელობის ტაძრის დეკანოზს იაკობ აბაშიძეს:

„ეკლესიის დამოკიდებულება წმ. მამათა სწავლებიდან ვიცით. იყვნენ თანამედროვე მამები, მაგალითად, სერაფიმ როუზი, ასევე, ბევრი დღესაც ცოცხალი პიროვნება, რომელთა აზრით ორი შემთხევა არსებობს: ერთია დიდი ქვეყნების თანამედროვე ტექნიკის შედეგი და მეორე – თავად ბოროტი სულების ურთიერთობა ადამიანებთან. სამყარო უფლის შექმნილია. მაცხოვარს კიდევ სადმე ცხოვრება რომ შეექმნა და ადამიანები სხვაგანაც ყოფილიყვნენ, ეს აუცილებლად ბიბლიაში ეწერებოდა.

ბიბლიაში არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელია კაცის ცხონებისათვის. მაგრამ ისეთი წარმოდგენები, თითქოს მფრინავ თეფშს შეეძლოს ადამიანის მეორედ მოსვლისგან გადარჩენა, ქრისტეს საწინააღმდეგო სწავლებაა. პიროვნებას არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ თურმე მოვა ვიღაც უცხოპლანეტელი, წაიყვანს და აღსარებისა და მონანიების გარეშე შეძლებს ცხონებას.“

ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ მათ არსებობაში და სჯეროდათ მფრინავი ობიექტების, შექმნეს კვლევის ახალი სფერო – „უფოლოგია,“ რომელიც გულისხმობს უცნობ ფრინავ ობიექტებზე დაკვირვებებს შეგროვებას, მათი ნამდვილობის დადგენას და ასევე მცდელობას მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება.

ტერმინი „უფოლოგია“ წარმოდგება აბრევიატურა (UFO-Unidentified Flying Object-ისგან, რომლის ქართული ანალოგია -„უფო“(უცნობი ფრინავი ობიექტი.

1940-იანი წლების ბოლოს აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიდნენ შეტყობინებებს „უფოების“ გამოჩენის შესახებ.

უფო-ს შესწავლაში ამერიკის ცენტრალური სადაზღვეო სამმართველო აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ხოლო საბჭოთა კავშირში, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი.

საქართველოში უცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩნდა, მას შემდეგ რაც პრესაში მსგავს თემებს ტაბუ მოეხსნა და დაიბეჭდა რამდენიმე სენსაციური სტატია, რამაც გააღვივა ინტერესი ამ ფენომენის მიმართ.
მაშინ ანომალიურ მოვლენებს საქართველოში შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია. მან შექმნა უდიდესი არქივი, რომელიც თბილისში 1991 წელს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას შეეწირა.

1994 წელს საქართველოში შეიქმნა უფოლოგიურთა ასოციაცია (სუფოა). „სუფოა“ ანომალური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიზაციას აწარმოებდა. მაგრამ 2007 წლიდან დაფინანსების უქონლობის გამო კვლევითი სამუშაოები შეჩერებულია.

„სუფოას“ დამფუძნებელი იყო პირველი ქართული უფოლოგიური გაზეთი „ამოუცნობი.“

90-იან წლებში გამოჩნდა ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ უცხოპლანეტელებთან მათ კონტაქტს. ერთ-ერთი ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე რომელიც ამტკიცებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტს: „ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა.გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე პასუხობდი“ მისი თქმით ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ.

საპირისპირო მოსაზრება აქვს ფიზიკოს – თეორეტიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ ჰოკინგს, (Stephen William Hawking) რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია სამეცნიერო წრეებში, ასეთ განცხადებას აკეთებს: „უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ, თუმცაღა არ სცადოთ მათთან დაკავშირება“. მისი აზრით, მათ დედამიწის გამოყენება სურთ, როგორც რესურსების წყაროსი, რათა წამიერად დაეუფლონ მათ და შემდეგ გზა განაგრძონ.

მსოფლიო ქსელში – ინტერნეტში უცხოპლანეტელებზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ქალბატონმა სახელად ნენსი ლიდერი.( Nancy Lieder ) მისი თქმით, ის ესაუბრება უცხოპლანეტელებს. სპეციალური საიტიც აქვს (www.zetatalk.com) და ამ საიტის დამაარსებელიც და რედაქტორიც თვითონაა. მის საიტზე ბევრი მასალაა, ძირითადად ყურადღება გამახვილებულია მოსალოდნელ მოვლენებსა და კატაკლიზმებზე. ეს ყველაფერი, მისი თქმით, წითელ ვარსკვლავს უკავშირდება, რომელიც იგი პლანეტა X-ად მოიხსენიებს.
ნენსი ლიდერი ირწმუნება, რომ თვითონ არაა ამ ინფორმაციის ავტორი. მის უკან ზეტები დგანან. ზეტები უცხოპლანეტელები არიან, ზეტარეტიკულის თანავარსკვლავედიდან. მათი განცხადებით დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვის მქონე უცხოპლანეტელები.

ზეტების დევიზია: „არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე, ემსახურე სხვებს.“
საიტის რედაქტორს მუდმივი კავშირი აქვს მკითხველებთან. ყოველ შაბათს ამერიკის დროით 18:30 წუთზე, (საქართველოსთვის +8 საათი) ჩატს მართავს (www.godlikeproductious.com) და ორი საათის განმავლობაში ცდილობს ათასობით ადამიანს უპასუხოს დასმულ შეკითხვებზე, თუ პასუხი თვითონ არ იცის ზეტებს ეკითხება.

საშუალება მომეცა ჩატში ნენსი ლიდერს გავსაუბრებოდი და რამდენიმე კითხვა დამესვა:

თუ ზეტებს დავინახავთ, უნდა დავეკონტაქტოთ მათ თუ არა?

კონტაქტი ძალიან პირადი საქმეა, ამიტომ შენთვითონ უნდა გადაწყვიტო, ზურგს შეაქცევ თუ გაესაუბრები მათ.
„უფოს“ დანახვა არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დაგეკონტაქტებიან.

ამბობენ, რომ ჰაიტიზე შენიშნეს „ოფო,“ თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

„ოფო“ თითქმის ყველგან არის, გამოსაფხიზლებელად.

წყარო: ambioni.ge

მსგავსი ამბები

Back to top button