საკითხავისასარგებლო

მაიას ტომები

64211efb6c43
პოსტში მოცემულია საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მაიას ტომების შესახებ, ინფორმაციის ნაწილი მოვიძიე  სხვადასხვა საიტებიდან, ხოლო ნაწილი ამოვიწერე წიგნებიდან. :))) 

მაია – მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.

მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ.

უჩვეულო ცივილიზაცია

წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს, ინდოელებმა პირველი დასახლებები – ინდსა და განგზე მოაწყვეს, შუამდინარეთში შეჭრილი შუმერები ტიგროსსა და ევფრატს შორის დასახლდნენ, სადაც შემდგომში ასურულ-ბაბილონური კულტურა აყვავდა. ეგვიპტის კულტურა არა მარტო ვითარდებოდა ნილოსის ნაპირებზე, არამედ სულდგმულობდა კიდეც მისით. იგივე იყო ძველი ბერძენთათვის ეგეოსის ზღვა… მეცნიერებაც მიეჩვია, რომ მდინარე ამა თუ იმ ცივილიზაციის აკვნად მიეჩნია.
ამერიკის ცივილიზაციათა აღმოჩენამ ამ თეორიას საფრთხე შეუქმნა.
ამერიკულ ცივილიზაციებს აქამდე დამკვიდრებული ვერც ერთი თეორია ვერ მიუსადაგეს. არც აცტეკების, არც ინკების და არც ყველაზე განვითარებული – მაიას ცივილიზაცია ”მდინარის ცივილიზაცია” არ ყოფილა. ჰონდურასისა და გვატემალას გაუვალ ჯუნგლებში აღმოჩენილი უძველესი კულტურის ნაშთებს არც ერთი მდინარე არ ესაზღვრებოდა.
მაიას ცივილიზაცია არც მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა ცივილიზაცია გახლდათ, არადა, როგორც წესი, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ცივილიზაციის წარმოშობის მეორე წინამძღვრად ითვლებოდა. ეს ხალხი, რომელიც უზუსტეს ასტრონომიულ დაკვირვებებს აწარმოებდა და ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ახდენდა, გუთანსაც კი არ იცნობდა და მიწას მეტად პრიმიტიული ხერხებით ამუშავებდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ცივილიზაციათაგანი, რომელიც არ იცნობდა არც შინაურ და არც სასაპალნე საქონელს და რომელსაც არასოდეს ენახა ხორბალი.
თუმცა მაიას ცივილიზაციას მხოლოდ ეს თავისებურება როდი ახასიათებდა…

მაიას განვითარების ეტაპები (ქრონოლოგია)

ცივილიზაციის არსებობას – დაბადებიდან განადგურებამდე პირობითად 4 პერიოდად ყოფენ:

I პერიოდი – პრეკლასიკური პერიოდი
ცივილიზაციის დაბადების ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, თუმცა სწავლულები ფიქრობენ, რომ მაიას პირველი დასახლებები ჩვ. წ.-მდე XVIII საუკუნეში უკვე არსებობდა. სავარაუდოდ, ჩვ. წ.-მდე 1000 წლიდან იწყებს მაიას ტომის მონუმენტურ არქიტექტურას. მაიას პრეკლასიკური პერიოდის მნიშვნელოვანი ქალაქებია: ნაკბე, სან ბარტოლო, ელ მირადორი, კივალი, ციბილჩალტუნი, კომჩენი…

II პერიოდი – კლასიკური პერიოდი (ჩვენი წელთაღრიცხვით – 250-900 წწ.)
ამ პერიოდში მაიას ტომის ინტელექტუალურმა, არქიტექტურულმა და კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია – შენდებოდა ულამაზესი ტაძრები, რომლებიც რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდნენ, ასევე უმშვენიერესი სასახლეები, რომლებიც ხელმწიფეებსა და წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. კლასიკურ პერიოდში აშენდა ბრწყინვალე ქალაქები – პალენკე, ტიკალი, კოპანი, კალაკმული, ბონამპაკი… (ცნობილია ულამაზესი ფრესკებით).

მაიას დაცემა (ჰიატუსი) – მე-8, მე-9 საუკუნეებში მაიას წინსვლა დროებით შეფერხდა. მაიას ტომმა, უცნობი მიზეზის გამო, მიატოვა ე.წ. ”ძველი სამეფო” და ახალი ქალაქების მშენებლობა წამოიწყო სრულიად დაუსახლებელ ადგილებში (იხილეთ ”მიტოვებული ქალაქების საიდუმლო”).

III პერიოდი – პოსტკლასიკური პერიოდი (X-XVI საუკუნეები – ”ახალი სამეფო”)
ამ პერიოდის ქალაქებს განეკუთვნება – ჩიჩენ იცა, უშმალი, ეცნა, კობა, მაიაპანი…

IV პერიოდი (კოლონიზაციის პერიოდი) – XVI-XVII საუკუნეებში იუკატანის ნახევარკუნძული ესპანელებმა დაიპყრეს. მაია 1527 წლიდან მოყოლებული ათეული წლების მანძილზე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ესპანელ დამპყრობლებს, თუმცა 1697 წელს საბოლოოდ დაემორჩილა ახალ ძალას. მიუხედავად ამისა, არაერთხელ აჯანყებულან ისინი მექსიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც (1847-54 და 1904 წწ. გამოსვლები).

მიტოვებული ქალაქების საიდუმლო

მეცნიერებს დღემდე ვერ უპოვიათ პასუხი კითხვაზე, საიდან და როდის მოვიდა ეს ხალხი. ერთადერთი, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლება, ის არის, რომ მაიას ცივილიზაციამ არსებობა სულ მცირე 2000 წლისწინ დაიწყო და ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში არნახულ წარმატებას მიაღწია.

მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მის მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მაია მიწათმოქმედების ე.წ. საახოე სისტემას მისდევდა: ჯერ ჯუნგლებს გაჩეხდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებიდა, წვიმების სეზონის დაწყების წინ ცეცხლს წაუკიდებდნენ, ხოლო წვიმების დასასრულს გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს ამოთხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ სხვა ნაკვეთზე გადადიოდნენ – რაკი სასუქს არ იყენებდნენ მიწა დიდი ხნით უნდა ”დაესვენებინათ”.
თესვისა და ჭირნახულის აღებისგან თავისუფალ დროს გლეხებს მონებთან ერთად ამუშავებდნენ მშენებლობებზე. ისინი ყოველგვარი საზიდრისა და გამწევი საქონლის გარეშე მიათრევდნენ უზარმაზარ ლოდებს. მხოლოდ ქვის იარაღებით კვეთდნენ დიდებულ ქანდაკებებსა და ძეგლებს. ოსტატობით ისინი ეგვიპტის პირამიდების მშენებლებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ.
მეცნიერება და კულტურა მხოლოდ რჩეულთა – დიდებულთა და ქურუმთა ხვედრი გახლდათ. ისინი სულ უფრო ხშირად იყურებოდნენ ზემოთ, ვარსკვლავებისკენ და ივიწყებდნენ მიწას.
საოცარია, რომ ხალხმა, რომლებმაც უზუსტესი კალენდარი შექმნა და არნახულ წარმატებას მიაღწია მათემატიკასა და ასტრონომიაში, გუთნის გამოყენებაც კი არ იცოდა. ძველი საცხოვრისიდან მათი აყრისა და სხვაგან გადასახლების მიზეზადაც ალბათ სწორედ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაბალი განვითარება იქცა. მიწა, რომელზეც ძველი სამეფო მდებარეობდა, მოუხვნელობისა და ხშირი გადაწვისაგან გამოიფიტა და გაუვარგისდა. მაიას ხალხიც იძულებული გახდა დიდებული ქალაქები, მტკიცედ ნაგები სასახლეები მიეტოვებინა და ახალ, დაუსახლებელ ადგილას ახალი სახელმწიფოს მშენებლობა წამოეწყო.

განცხრომაში არიან:

კუკულკანი – უზენაესი ფრთოსანი გველი. შესაძლოა, ქარის ღმერთი.

აჰ პუჩ (იუმ კიმილ) (Ah Puch (Yum Cimil)) – სიკვდილის ღმერთი.

ჩაქი – წვიმის ღმერთი – წვიმა და ელვა.

იშჩელი – მშობიარობის, წამლობისა და ქსოვის ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.

ჰუნ-ჰუნაჰპუ – მაიას გმირი ტყუპების მამა. შესაძლოა, კლასიკური პერიოდის მაიას სიმინის ღვთაებაც.

მაიას გმირი ტყუპები – კიჩე მაია უწოდებდა მათ ჰუნაჰპუსა და იშბალანკეს, კიჩეს უნიკალური დოკუმენტის – პოპოლ ვუს ორი ცენტრალური ფიგურა, რომლებიც ფიგურირებენ კლასიკური პერიოდის მაიას (ძვ . წ. 200-900) ხელოვნებაშიც.

იშტაბი (Ixtab) – მაიას თვითმკვლელობის ქალღმერთი.

კინიჩ აჰაუ (Kinich Ahau, Ahau Kin) – მაიას მზის ღმერთი. გამოისახებოდა, როგორც ცეცხლის ჩიტი. იგი როგორც იცამნას მამა, ისევე მისი სახესხვაობაა. ბევრ მსგავსებას ავლენს აცტეკების კეცალკოატლთან.

Yum Kaax – (’ტყეების ბატონი’) – ვიწრო გაგებით, მაიას სიმინდის ღვთაებაა, ფართო გაგებით კი – მიწათმოქმედებისა. თავისი ახალგაზრდული გარეგნობით იგი შესანიშნავი მამაკაცური სილამაზის განსახიერებაა. აგრეთვე ცნობილია, როგორც მაიას მითოლოგიის ღმერთი E.

იუმილ კაშობ (Yumil Kaxob) – მესოამერიკის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად იუკატანში, სიმინდის ღმერთი ფლორის ღვთაებასთან, იუმილ კაშობთანაა გაიგივებული. იგი გამოსახულია სიმინდის თავსაბურავით და დახვეული ზოლით ლოყაზე. სიმინდის ღვთაება, თავისი სიყმაწვილის გამო, განირჩევა სხვა ღმერთებისგან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მარტოდმარტო იგი სრულიად უძლურია. მისი ბედნიერება/უბედურება დამოკიდებულია წვიმასა და გვალვაზე. წვიმის ღმერთი იცავს მას, სიკვდილის ღმერთის მიერ მოვლენილი გვალვისა და შიმშილობის პერიოდში კი იტანჯება.

აჰ კინ (Ah Kin) – მაიას მზის ღმერთი, რომელიც მართავს გვალვასა და ავადმყოფობას. მისი სახელი ნიშნავს ”ის მზისაა”.

აჰაუ ჩამაჰეზ (Ahau Chamahez) – მედიცინის ღმერთი.

Ahmakiq – მაიას მიწათმოქმედების ღმერთი. იგი იცავს მოსავალს ქარიშხლისაგან.

Ak Hushtal (Akhushtal) – მაიას მშობიარობის ქალღმერთი.

ბაკაბები (Bacabs) – მაიას მითოლოგიაში, ოთხი მფარველი ღმერთი, იცამნასა და იშჩელის შვილები. ისინი არიან გიგანტები, რომლებიც იკავენებ ზეცას, რათა არ ჩამოვარდეს და ასრულებენ ცის საყრდენის ფუნქციას. ბაკაბები განლაგებულნი არიან კომპასის ოთხ ძირითად მხარეს: კაუაკ (Cauac) შეესაბამება სამხრეთს და მისი ფერია – წითელი; იშ (Ix) შეესაბამება დასავლეთს და მისი ფერია – შავი, კან (Kan) – აღმოსავლეთი, ყვითელი და მულაკ (Mulac) – ჩრდილოეთი, თეთრი. ოთხი მიმართულება და მათი შესატყვისი ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მაიას რელიგიასა და კალენდარულ სისტემებში.

Cit Bolon Tum – მაიას მედიცინის ღმერთი.

კიზინი (Cizin, Kisin) – იუკატეკური მაიას სიკვდილის ღმერთი. იგი ცეცხლით წვავს გარდაცვლილთა სულებს მაიას ქვესკნელში, მეტნალში.

გუკუმაცი (Gukumatz) – ფრთოსანი გველი, მაიას ზეცის ღმერთი. ერთ-ერთია იმ შვიდი ღვთაებიდან, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო და ადამიანები.

Huracan – (ნიშნავს ’ცალფეხას’), ძველი მაიას ქარისა და შტორმის ღმერთი. იგი შემქმნელი ღვთაებაა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ცხოვრობდა ნისლებში და, ქარის ფორმით, ჩამოწოლილი იყო პირველყოფილ წყალდიდობაზე, განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვას ’მიწა’, სანამ მყარი მსოფლიო ამოიზიდებოდა ზღვებიდან. როდესაც ღმერთები პირველ ადამიანებს განურისხდნენ, მან მოავლინა წარღვნა და გაანადგურა ისინი. სწორედ მისი სახელისგან წარმოიშვა სიტყვა ’ურაგანი’.

Ekahau – მოგზაურებისა და ვაჭრების მფარველი ღმერთი.

იცამნა (Itzamna) – მაიას კულტურის დამაარსებელი. მან მოუტანა მის ხალხს სიმინდი, კაკაო და ასწავლა მათ დამწერლობა, წამლობა და კალენდრების გამოყენება. როგორც კულტურის შემომტანი, იცამნა მაიას იმპერიის მთავარი ღმერთი გახდა. როგორც მთვარის ღმერთი, იგი ღამეს მართავს. იცამნას სხვაგვარად ’ღმერთ D-ს’ უწოდებენ და ’ცოდნის ბატონის’ ტიტულს ატარებს. იგი ჰუნაბ კუს ვაჟი, იშჩელის მეუღლე და ბაკაბების მამაა. მისთვის დამახასიათებელი აღკაზმულობა მოიცავს გველსა და ორკარედ ნიჟარას.

Kan – U – Uayeyab – ქალაქების დამცველი ღმერთი.

Kinich Kakmo – მაიას მზის ღმერთი. სიმბოლურად გამოხატავდა მაკაუ.

შიბალბა (Xibalba) – მაიას მითოლოგიაში, გარდაცვლილების სამეფო. ციცაბო გზა, რომელიც ქვესკნელამდე მიუყვება, მეტად სახიფათოა: იქ ნიაღვრებია, გვერდებიდან უფსკრუკლები ესაზღვრება და დაფარულია ეკლებით. ეს ის ადგილია, სადაც ბოროტი დემონები ცხოვრობენ, რომლებმაც გაბედეს ღმერთების ბრძოლაში გამოწვევა.

მიტნალი (მეტნალი) – მაიას გარდაცვლილების სამეფო. იგი ქვესკნელის მეცხრე და ყველაზე დაბალი საფეხურია: სამარადისო სიცივისა და წყვდიადის ადგილი. აქ აგზავნიან იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც ცუდი ცხოვრებით იცხოვრეს. მიტნალის მმართველია ჰუნჰაუ (რომელიც, სავარაუდოდ აჰ პუჩის სახესხვაობაა).

Muan – სიკვდილის ღვთაება, აჰ პუჩის მაცნე დემონი, ცუდის მომასწავლებელი ფრინველი, ბუ. მაიას სწამს, რომ ბუს დაკივლება ახლომახლოს მცხოვრები ადამიანის სიკვდილს მომასწავლებელია.

Nacon – მაიას ომის ღმერთი.

ეკ ჩუა (Ek Chuah) – მაიას სასტიკი და ძალადობისმოყვარე ომის ღმერთი, დაცემული მებრძოლების მოკავშირე. იგი აგრეთვე ვაჭრების მფარველია, ამის მიმანიშნებელია მისთვის დამახასიათებელი, წელზე მოკიდებული, სხვადასხვაგვარი საქონლით სავსე ტომარა. ეკჩუა გამოისახებოდა, როგორც შავკანიანი კაცი, შავად შეღებილი თვალით, დაკიდებული ქვედა ტუჩითა და მორიელის კუდით. ასევე ცნობილია, როგორც ‘ღმერთი M’. მისი სახელი ნიშნავს ’ომის შავ ბელადს’.

ტაშჩე (Taxche) – ზეციური ხე, რომლის ქვეშაც წმინდა სულები მარადიულ განცხრომაში არიან.
ბულდოზერმა თუ ექსკავატირმა მიწიდან ამოაგდო მრგვალი, ბარელიეფის მაგვარი მოჩუქურთმებული ქვა.
2c8b2e87f599
 ბულდოზერმა      ამოაგდო  მრგვალი მაგიური ქვა
ყველანი მიხვდნენ, რომ წარსული საუკუნეების შესანიშნავ მხატვრულ ნაწარმოებს წააწყდნენ, მაგრამ იმას კი ვეღარ წარმოიდგენდნენ, რომ შემთხვევით აღმოჩენილი ქვა გაცილებით მეტი ღირებულებისა იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი უძველესი და მაღალმხატვრული ჩუქურთმა ან ბარელიეფი.

როდესაც მისი შესწავლა დაიწყეს, ჩუქურთმებში ნიშანთა რაღაც გარკვეული კანონზომიერებანი ამოიკითხეს. არქიტექტორები და მხატვრები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო არც ჩუქურთმა, არც ბარელიეფი. უმალვე იხმეს მრავალი დარგის სპეციალისტი.

არც მოტყუებულან.

ეს იყო მაიას ტომის კალენდარი.

საოცარი, განსაცვიფრებელი, საიდუმლოებებით აღსავსე ასტრონომიული კალენდარი.

როგორც შემდგომში გაირკვა, იგი ყველაზე რთულია და ყველაზე ზუსტი წარსული საუკუნეების კალენდართა შორის. იგი შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ”ბორბლისაგან”, რომლებიც დროის ერთმანეთთან დაკავშირებულ ციკლებს აღნუსხავენ. მაიას წელიწადის გამოთვლის 2 სისტემა ჰქონდა: ”ცოლკინ”, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი ”ჰააბი”, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). ”ჰააბი” ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, ”ცოლკინი” კი რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან იყო დაკავშირებული. ყოველ დღესა და თვეს თავისი საკუთარი სახელი და იეროგლიფი ჰქონდა. მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – ”კინ”. 20 ”კინი” ერთ ”ვინალს” – თვეს ადგენდა. ”ვინალიდან” მოყოლებული კალენდარი შემდეგ ციკლებად იყოფოდა: 18 ვინალი (5 დღის დამატებით) =1 ტუნს, 20 ტუნი = 1 კატუნს (7200 დღეს), 20 კატუნი = 1 ბაქტუნს (144 000 დღეს), 20 ბაქტუნი = 1 პიკტუნს (2 880 000 დღეს), 20 პიქტუნი = 1 კალაბტუნს (57 600 000 დღეს), 20 კალაბტუნი = 1 კინჩილტუნს (1 152 000 000 დღეს), 20 კინჩილტუნი = 1 ალაუტუნს (23 040 000 000 დღეს).

ყველა ციკლს თავისი ნიშანი ჰქონდა. იეროგლიფზე დართული ციფრები უჩვენებდნენ, რომ ეს ციკლი შესაბამის რიცხვზე უნდა გამრავლებულიყო.

ამის გარდა იყო კიდევ დამატებითი ნიშნები, რომლებიც მთვარის კალენდრის დანაყოფებს აღნიშნავდნენ.

მაიას კალენდარი ყველაზე ზუსტად შეესატყვისებოდა ასტრონომიულ კალენდარს. ამის დასასაბუთებლად ალბათ, შემდეგი სქემაც საკმარისია:

წლის ხანგრძლივობა:

იულიუსის კალენდრით – 365,25 დღე;

გრიგორიანული კალენდრით – 365,242 დღე;

მაიას კალენდრით – 365,242179 დღე;

ასტრონომიული გამოთვლით – 365,242198 დღე.

”მაიას კალენდარში ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად რჩება საწყისი წერტილის პოვნა, – წერს ჩარლზ გალენკამპი, – საიდანაც ისინი იწყებდნენ წელთაღრიცხვას. აუცილებელია დადგინდეს მაიას კალენდრის მიმართება ჩვენს გრიგორიანულ კალენდართან. როგორც ვიცით, გრიგორიანული კალენდარი დროს ქრისტეს დაბადებიდან აღნუსხავს. მაგრამ ეს ამბავი როგორ უნდა შევუთავსოთ მაიას ქრონოლოგიას? კალენდრის წარწერების შესწავლით დადგინდა, რომ ”საწყისი სერიის” ყოველი ციკლი აღინუსხება საიდუმლო თარიღიდან ”4 ახაუ 8 კუმხუ”. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მაიას ქრონოლოგიის საწყისი წერტილი. ეს თარიღი ”ნულად” აღინიშნება და დაახლოებით ჩვენს ერამდე 4 ათასწლეულს განეკუთვნება. სპინდენის აზრით, იგი შეესაბამება 3373 წლის 14 ოქტომბერს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. გუდმენის, მარტინესისა და ტომპსონის კორელაციური სისტემის მიხედვით კი ეს თარიღი 3113 წელს ემთხვევა. რაგინდ საოცარიც არ უნდა იყოს, იგი 3000 წლით აღემატება ჩვენთვის ცნობილ მაიას ”ლეიდენურ ფირფიტებსა” და ვაშაკტუნის ”სტელაზე” აღნიშნულ თარიღებს. ამიტომ, არქეოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ”4 ახაუ 8 კუმხუ” უფრო ლეგენდარულ ამბავს უნდა აღნიშნავდეს, ვიდრე ისტორიულ ფაქტს”

მორლის აზრით, მაია ამ თარიღს სამყაროს შექმნას ან თავიანთი ღმერთების დაბადებას უკავშირებდა. სწორედ ამ საწყისი წერტილიდან დაუწყიათ დროის აღრიცხვა ქურუმ-ასტრონომებს.

ამ აზრს არ იზიარებს რუმინელი მეცნიერი ხორია მატეი. იგი წერს: ”მეცნიერებისათვის ყველაზე თავსატეხ და საკამათო საგნად მაინც უკანასკნელი კითხვა რჩება – მაიას ქრონოლოგიის პირველი თარიღი, მაიას კალენდრის პირველი დღე. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ეს დღე 3300 წელს იდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბოლო ვაშაკტუნში აღმოჩენილ ყველაზე ძველ სტელაზე 328 წელია (ჩვენი წელთაღრიცხვით) აღნიშნული. ამგვარად, რჩება 36 საუკუნეზე მეტი განსხვავება და მაიას მკვლევარ არქეოლოგთა და ისტორიკოსთა მუშაობა ერთი მიზნისკენ არის მიმართული – ამოავსო ნეს უფსკრული.

სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ჰიპოთეზაც წარმოიშვა: ეს 3300 წლის წინანდელი დღე მაიას ისტორიში თითქოს არავითარ მოვლენას არ აღნიშნავდა, ჩვეულებრივი დღე იყოო, მაგრამ ამ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდრის მფლობელი მაიას ხალხი თავის ”სტელებზე” მნიშვნელობას მოკლებულ, შემთხვევით თარიღებს არ ამოკვეთავდა ხოლმე. ესეც არ იყოს, ისტორია გვიდასტურებს, რომ არც ერთ ხალხს არ დაუწყია თავისი წელთაღრიცხვა არც ძველად და არც შედარებით ახლო წარსულში ალალბედზე და სახელდახელოდ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მაიას კალენდრის პირველი დღე – ”4 ახაუ 8 კუმხუ”, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წელს შეესაბამება, მაიას ისტორიის რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უნდა აღნიშნავდეს. ოღონდ ესაა, რომ კოპენის, პალენკეს, ვაშაკტუნისა და ჩიჩენ-იცის ძეგლებზე ”თვალდათხრილ” არქეოლოგებსა და მკვლევარება ჯერაც ვერ ამოუხსნიათ ეს საიდუმლო”.

ამავე აზრს იზიარებს ყოფილი საბჭოთა მეცნიერი ა. გორბოვსკი. იგი მაიას კალენდრის საწყისს წარღვნას უკავშირებს.

”შეიძლებოდა იმასაც ვცდილიყავით, – წერს ა. გორბოვსკი, – რომ უფრო მეტი სიზუსტით დაგვედგინა კატასტროფის ტარიღი. ცნობილმა მკვლევარმა იულიუს ოპერტმა ბრიუსელში გამართულ ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ამ ასიოდე წლის წინათ აუწყა მსმენელებს, თუ რა უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს სხვადასხვა უძველესი კალენდრების სათვალავის დასაწყისები.

ლოგიკური იქნება იმის ვარაუდი, რომ სხვადასხვა უძველეს ცივილიზაციათა წელთაღრიცხვას საფუძვლად რაღაც დიდმნიშვნელოვანი მოვლენა დაედო. ამას ორი კალენდრის – მაიასა და ინდუსების კალენდრების შეპირისპირებაც ადასტურებს.

ძველ ინდოეთში მთვარისა და მზის საკალენდრო ციკლი 2850 წელს შეადგენდა. ”კალიუგას” საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3102 წელს დაწყებულა. ამ თარიღიდან 3 ცილი რომ გადმოვთვალოთ, მივიღებთ 11 652 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე)

მაიას კალენდარი დაიწყო 3373 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საკალენდრო ციკლი 2760 წელს შეადგენს. 3373 წლიდან 3 ციკლი რომ გადავთვალოთ, მივიღებთ 11 653 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ინდური და მაიას კალენდრების დასაწყისი 1 წლით რომ განსხვავდება, ადვილად ასახსნელი ამბავია: უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე ერთ წელს დაიწყო, მაგრამ თვეები იყო სხვადასხვა.

ამრიგად ხელთ გვაქვს 2 საგულისხმო თარიღი. ამ თარიღებთან ხომ არ არის დაკავშირებული კატასტროფა?

მაიას კალენდარში ბევრი რამ ამოიცნეს მკვლევარებმა, მაგალითად დაადგინეს, რას ნიშნავს ორმოცდათორმეტწლიანი ციკლი, თუმცა კალენდარში ყველაფერი როდია დადგენილი და გარკვეული! მაგალითად, ამოუხსნელი საკითხების რიცხვს ეკუთვნის შვიდიათას ორასდღიანი ციკლი (კატუნი), აგრეთვე 44 000 დღიანი ციკლი, რომელიც მაიას კალენდრის არც ერთ ერთეულზე არ იყოფა. გაუგებარია აგრეთვე მნიშვნელობა ”დიდი ციკისა” და ”უდიდესი ციკლისა” (57 600 000 დღე). მაიას ტომები თავიანთი კალენდრის ტყვეობაში მოექცნენ და ყველაფერს მას უმორჩილებდნენ, ყველაფერს რაღაც გარკვეულ ამბებს უკავშირებდნენ. მაინც რა მნიშვნელობა აქვს ამ ციკლებს? ან რა მოვლენით აღინიშნებოდა ეს 44 000 დღე, რომელიც არც ერთ კალენდარულ დაყოფას არ შეესაბამება?

როგორც ვხედავთ აქ ათას საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტი ერთია, – ყოვლად შეუძლებელია ასეთი კალენდარი შეედგინა ერს, რომელსაც არ გააჩნდა უდიდესი მათემატიკური ცოდნა. მაიას ქურუმები ფლობდნენ ოცნიშნა რიცხვებს, ანგარიშობდნენ მზის დაბნელებას და მრავალ ასტრონომიულ მოვლენას. მაგრამ მაიას ტომების ყველაზე დიდ მიღწევად მათემატიკაში ითვლება 0-ის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ნული – ეს აბსტრაქტული მათემატიკური ცნება – არც ერთი ქვეყნის მათემატიკოსებმა არ იცოდნენ. იგი ”ძველ სამყაროში” (ასე ეძახდნენ მსოფლიოს ამერიკის აღმოჩენამდე) ინდოელებმა გამოიყენეს და მერე თანდათანობით გავრცელდა ევროპაში. მაგრამ მაიას ტომები გაცილებით ადრე იცნობდნენ ნულს, ვიდრე ინდოელი მათემატიკოსები.

თუმცა მაიას ტომებმა არ იცოდნენ რა იყო ბორბალი, არ იცოდნენ რა იყო მუშასაქონელი და გუთანი, არ იცოდნენ ლითონის გამოყენება. მართალია, შედარებით გვიანდელ ისტორიულ პერიოდში ცენტრალურ ამერიკასა და ანდების მთიან მხარეში გვხვდება ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, მაგრამ ისინი ამ მეტალებს მხოლოდ და მხოლოდ სამკაულებად იყენებდნენ. ერთი სიტყვით, სილვანუს მორლის სიტყვებით რომ ვთქვათ: ”მაია იცნობდა და იყენებდა მხოლოდ ორს (ცეცხლის მოპოვება, მიწათმოქმედება – გ.ფ.) იმ ხუთი მიღწევიდან (ცეცხლის მოპოვება, მიწათმოქმედება, გამწევი ძალა, ლითონის იარაღების შექმნა და ბორბლის გამოგონება გ.ფ.), რომლებიც ცივილიზაციისაკენ მიმავალი კიბის საფეხურებს წარმოადგენენ. ძველ სამყაროში მაიას კულტურუი განვითარების დონის ანალოგი რომ ვიპოვოთ, კაცობრიობის ისტორიის სიღრმეში, ნეოლითის დასაწყისში, ქვის იარაღის ხანაში უნდა ჩავეშვათ, როცა ადამიანის ცოდნაც და ტექნიკაც ერთნაირად ღარიბი იყო. მხოლოდ და მხოლოდ განვითარების ამ პრიმიტიულ დონეზე შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ მაიას და ძველი სამყაროს ცივილიზაციები. და თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ძველი სამყაროს არც ერთ ხალხს, რომელიც განვითარების ასეთივე საფეხურიდან დაძრულა, არ მიუღწევია იმ სიმაღლეებისათვის, რასაც მიაღწია ცენტრალურ ამერიკაში მაიამ”

მაგრამ ეს როდია განსაცვიფრებელი. აქ უფრო ნათლად უნდა გამოვყოთ მთავარი საოცრება. ინდიელმა ქურუმმა ასტრონომებმა, რომლებსაც ჰქონდათ საიმისო ცოდნა, რომ გაანგარიშებით აეგოთ უზარმაზარი ქალაქები, პირამიდები, ტაძრები და გზები, არ იცოდნენ, რა იყო ბორბალი ან ლითონის ხელსაწყო. არ იცოდნენ, რა იყო გამწევი ძალა. პირველად, როცა ესპანელი ცხენოსანი დაინახეს, შიშის ზარი დაეცათ – ცხენოსანი ერთი მთლიანი არსება ეგონათ.

მაგრამ არც ესაა ყველაფერი. უმთავრესი საოცრება კიდევ სხვაა – მაიას ცივილიზაციას არ ჰქონია განვითარების ეტაპები. მათ თითქოს თავიდანვე იცოდნენ ყველაფერი. არ ყოფილა მაიას კალენდრის წინაპარი კალენდარი, რომელიც თანდათან დაიხვეწა და მიიღო საბოლოო სახე. მათ თითქოს თავიდანვე ჰქონდათ მზამზარეული ცოდნა, მომწიფებული ცივილიზაცია.

”როგორ შეძლო მაიამ, – წერს ამერიკელი მეცნიერი დოქტორი ჯეიკმანი, – შეენარჩუნებინა მაღალი დონე თავისი ცივილიზაციისა, რომელიც დაბადებისთანავე სავსებით მომწიფებული იყო? სად უნდა ვეძიოთ მათი არქიტექტურისა და ქანდაკების ფესვები? სადაა ის პრიმიტიული წარმოდგენები, როლებიც საფუძვლად დაედო ასტრონომიისა და მათემატიკის დარგში უფრო სრულყოფილ გამოგონებებს? სადაა უხეში სქემები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნა მაიას არაჩვეულებრივად რთულ კალენდრად, გარდასული და მომავალი დროის მილიონობის წელთა გამოთვლა რომ ძალუძს? ანდა სადაა ის უმარტივესი ნიშნები, რომელთა საფუძველზე მაიას ქურუმებმა სექმნეს იეროგლიფური დამწერლობა? პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მიგვეგნო ისეთ ფაქტებისათვის, რომლებიც არ დარგების თანდათანობით განვითაებას გვიჩვენებენ, განვითარებას, წინ რომ უძღოდა მათ აყვავებას. როგორც ჩანს, მაიას ცივილიზაცია რომელიღაც უცნობი წყაროდან აღმოცენდა”

და მეცნიერთა გონებაში კვლავ ამოტივტივდა ატლანტისი, და ღუპული კონტინენტის პლატონისეული მითი. წარღვნისა და ატლანტისის დაღუპვის ჰიპოთეზას იზიარებს აგრეთზე ყოფილი საბჭოთა მკვლევარი ა. გორბოვსკი. მას მიაჩნია, რომ უწინარსებობდა კავშირი ამერიკასა და დანარჩენ კონტინენტებს შორის. მათ შორის კავშირი გაწყვეტილა რაღაც საშინელი კატასტროფის შემდეგ.

მაიას ტომმა თავიანთი ცოდნა Popul Vuh -ში აღწერეს (წიგნი, სადაც მათ მთლიანი თავიანთი ცოდნა აღწერეს). წიგნში საუბარია კალენდარზე, რომელსაც პირველ სურათზე ხედავთ. ამბობენ, რომ ეს კალენდარი ღმერთებმა დაუტოვეს მაიას ტომსს დედამიწიდან შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. (ამ კალენდრის საშუალებით შესაძლებელია სულ ადვილად მილიონებში დათვლა). ესე დაუბარეს, რომ როგორც კი დათქმული დრო მოვიდოდა (წითელი მონიშნუილები რომ ერთმანეთს დაემთხვევა), მაშინ დაბრუნდებოდნენ და რაც შექმნეს, იმას შეამოწმებდნენ. გამოთვლის მიხედვით ეს მოხდება 2012 წლის დეკემბერში.მაიას ტერიტორიაზე ნაპოვნია ორი კალენდარი: ერთი 365 დღიანი ციკლით და მეორე 260. პირველი ციკლი გასაგებია, მაგრამ მეორე ციკლი უცნობია მეცნიერებისთვის, რადგანაც ეს ციკლი არ ემორჩილება დედამიწის კანონზომიერებებს (ჩემი აზრით, ეს მეორე ციკლი გამოხატავს დროის მსვლელობას პლანეტა სირიუს ბ-ზე, სადაც გაფრინდნენ მაიას ტომისს მასწავლებლები). მაიას ტომს ჰქონდა მთვარის და მზის ციკლები, მაგრამ მათ არ ქონდა ის სისტემა, რასაც ჩვენ დღეს ვიყენებთ დღეების ნუმერაციისას (იგულისხმება ორშაბათი, სამშაბათი და ა.შ.) როგორც დრეზდენის კოდექსი გვამცნობს, მაიას ათვლის წერტილი იყო ღმერთის კუკულკანის (იგივე კეცალკოატლის ან კუკუმაცის) დედამიწაზე ჩამოსვლა.ვარაუდობენ, რომ მისი ჩამოსვლა მოხდა 3114 წლის 11 აგვისტოს ჩვენს ერამდე, რადგან კალენდრის წითელი ნიშნულები მაგ დროს ხვდება ერთად, ანუ ეს იყო ათვლის წერტილი. ასევე 2012 წლის 22 დეკემბერს ჯდება ეგ წერტილები ერთად .პრობლემა იმაშია, რომ რა ციკლით ითვლიდნენ მაიას ტომის ხალხი, ბოლომდე გაურკვეველია.ეს ფაქტია, რომ ამ თარიღს პირველი ბანაკის წარმომადგენლები უნდობლად ეკიდებიან. ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს მარტო 2012 წლისთვის – პოპულ ვუში ნახსენებია რომ ღმერთები ჩამოვლენ მაშინ, როცა დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას.
ხომ ხედავთ ღერძსი ყოველ წელს, ამ ღერძის მდებარეობა უმნიშვნელოდ იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღერძი ერთი და იგივე წერტილს არ ხვდება, რადგან ე.წ. “იდეალური მდგომარეობა” მეორდება ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ. თანამედროვე ტექნიკის პირობებში შეძლეს მეცნიერებმა იმის გამოთვლა, თუ როდის მიაღწევს დედამიწის ღერძი კვლავ თავის ”იდეალურ მდგომარეობას”. აღმოჩნდა რომ ეს 2012 წელს მოხდება.
ის თუ რა მოხდება, არავინ იცის, რადგან არანაირ კატასტროფაზე ლაპარაკი არ არის.საუბარია “მაიას მეორედ მოსვლაზე” ანუ “ახალი ციკლის დაწყებაზე”.
მაიას კალენდრის მიხედვით 2012 წლისთვის დასასრული არა სიცოცხლის, არამედ ერთი ციკლის დასასრულია, რაც ამავდროულად ახალი ციკლის დასაწყისია. რაც შეიძლება ”დაბადებად” მივიჩნიოთ.
ერთ-ერთი ვერსიით, მზე უახლოვდება კოსმოსის ”ბნელ ხვრელს” და ისე ექცევა მის შუაში, რომ იგი დედამიწას გარს აკრავს. დედამიწისთვის იხსნება ”ცის კარი”, როცა გალაქტიკური და დედამიწის სოლარული ფენები ერთმანეთს ეხება. მაიას ტომის მითოლოგიაში მზის ეს მდგომარეობა One Hunahpu, პირველ მამად მოიხსენიება. მათ წმინდა წიგნში Popol Vuh -ში ნათქვამია, რომ ”პირველი მამა” თავიდან დაიბადება და ახალი დრო, ახალი ათვლის წერტილი იქნება. ”ბნელ ხვრელს” დიდი მითოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის მოხსენიებულია, როგორც მიწისქვეშა სამყარო, კოსმოსური დემონი. კოსმოსური ”დედის” დაბადების ადგილი და რადგან ამ დროს კოსმოსური ”დედა” ხვდება ”პირველ მამას”, ანუ მზე ექცევა ხვრელში, აქ მთავრდება მაიას კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ეს დაახლოებით 21 -დან 24 დეკემბრამდე ხდება. მაშინ, როცა მზე დაწეულია და 24 დეკემბრის შემდეგ კი მზე ზევით იწევს. ამ დროით თარიღდება ყველა ”ღმერთის”, მათ შორის ქრისტეს დაბრუნებაც.
არსებობს დოგონის ტომი, რომელიც პირველყოფილურ ცხოვრებას ეწევა. მათ იციან სირიუს ბ-ს არსებობა. 90-იან წლებში როცა ეს ტომი აღმოაჩინეს მეცნიერებისთვის უცნობი იყო კერ კიდევ სირიუს ბ-ს თანამგზავრის არსებობა.ა მ ტომმა კი ეს იცოდა და როდესაც მეცნიერებს შეხვდნენ ამ ტომის წარმომადგენლები, ისინი ხელს სირიუს ბ-სკენ იშვერდნენ და ამბობდნენ, რომ მათი ღმერთები იქ ცხოვრობდნენ და და თავიანთი სიტყვებით აღწერეს, რომ იქ ისეთი მიზიდულობის ძალა არის, რომ მთელმა ტომმა რომ მოინდომოს კენჭის აწევა ვერ აწევსო. მათ მეცნიერებს დაუხატეს პლანეტა სირიუს ბ თავისი თანამგზავრით, რაც მეცნიერებმა სისულელედ ჩათვალეს და ყურადღებაც კი არ მიაქციეს. რადაგანაც იმ დროს მარტო სირიუს ბ იყო ცნობილი და მათ თანამგზავრზე კი წარმოდგენაც არ ქონდათ. იმდროინდელი ტელესკოპით შეუძლებელი იყო ამ თანამგზავრის დანახვა, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად განვითარდა ტექნიკა და შესაძლებელი გახდა მისი დანახვა ,ისიც 50 წელიწადში ერთხელ, რადგანაც დანარჩენ პერიოდში მას სირიუს ბ-ს ჩრდილი ფარავს. ეს ტომი ამბობდა, რომ ჩვენი ღმერთები მალე დაბრუნდებიან და იმას შეამოწმებენ,რაც აქ დატოვესო.
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, მეორედ მოსვლა მოახლოებულია. მასზე უამრავი ფილმია გადაღებული. ფილმ “მეორედ მოსვლაში” ნათქვამია, რომ ანტიქრისტე გამეფდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, მისი მეფობა გაგრძელდება 1290 დღეს, აქედან 45 დღის შემდეგ, ანუ სულl1335 დღის მერე კი იქნება მეორედ მოსვლა და ქვეყნის აღსასრული, ამ 45 დღის განმავლობაში ადამიანებს კიდევ შეეძლებათ ცოდვების მონანიება. წელს აღდგომა იყო 19 აპრილს (18-ში ღამე), რომ გამოვთვალოთ 2009 წლის 25 აპრილიდან 2012 წლის 21 დეკემბრამდე ვღებულობთ:

20+30+31+30+31+31+30+31+30+31+ 29+31+31+30+31+30+31+31+30+31+ 30+31+28+31+31+30+31+30+31+31+ 30+31+30+31+28+31+31+30+31+30+31+31+30+31+5 = 1 3 3 5

როგორც ხედავთ, მაიას ტომის გამოთვლებით “მეორედ მოსვლა” ანუ “ახალი ციკლის დასაწყისი”არის 2012 წლის 21-24 დეკემბერი.ქრისტიანებისთვისაც ამ დღეებს ემთხვევა მეორედ მოსვლა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაიას ტომების შესახებ :
მაიას ხალხს მრავალი ღმერთი ჰყავდა, რომელთა გულის მოგებასაც ადამიანის სისხლის  მსხვერპლად შეწირვით ცდილობდა. მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი ხერხი ენაში ეკლიანი  თოკის გაყრა იყო.

 

მაიას ხალხმა  გამოიგონა დამწერლობა, სადაც იეროგლიფები გამოიყენებოდა.  წერდნენ წიგნებს რომელთაც მერქნისგან ამზადებდნენ.  მაიას წარწერების უმეტესობა დღემდე ბოლომდე გაშიფრული არ არის.

 მაიას ხალხის ქვის ქალაქები  ცენტრალური ამერიკის  ტყეებში მდებარეობდა,  ქალაქებს მოედნების,  ტაძრებისა და საბურთაო  მოედნების გარშემო აგებდნენ.  შენობები მაიას ღმერთებისა და  და მეფეების გამოსახულებებით იყო მოხატული.

გეოგრაფიული მდებარეობა:
6d7b99ea3e65
მაიას ცივილიზაციის გეოგრაფიული არეალი, ცნობილი ”მაიას რეგიონის (არეალის)” სახელწოდებით, მოიცავს მექსიკის სამხრეთ შტატებს: ჩიაპასი, ტაბასკო და იუკატანის ნ/კ-ს შტატებს: კინტანა-როო, კამპეჩე და იუკატანი. მაიას არეალი აღწევს ცენტრალური ამერიკის ჩრდილო რეგიონამდე, გვატემალა, ბელიზი, სალვადორი და დასავლეთ ჰონდურასი.

როგორც ფართობით ყველაზე დიდს მესოამერიკაში, მაიას რეგიონს უკავია ფართო არეალი მოყოლებული სიერა-მადრეს მთიანეთიდან ჩრდილო იუკატანის ნახევრადმშრალ დაბლობებამდე. კლიმატი მაიას რეგიონში საოცრად მერყევია. სამხრეთ არეალებში ხშირია ურაგანი, ტროპიკული შტორმი, რაც კარიბის ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელია.

მაიას რეგიონი პირობითად 3 ზონად იყოფა – სამხრეთი მაღლობები, სამხრეთი (ან ცენტრალური) დაბლობები და ჩრდილო დაბლობები. სამხრეთი მაღლობები მოიცავს გვატემალისა და ჩიაპასის ამაღლებულ ტერიტორიებს, სამხრეთი დაბლობები კი ამ მაღლობების ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს: კამპეჩეს, კინტანა-როოს, ჩრდილო გვატემალის ტერიტორიებს, ასევე ბელიზს, სალვადორს. მაიას არეალის ჩრდილო დაბლობები მოიცავს იუკატანის ნ/კ-ს დანარჩენ ტერიტორიას პუკის გორაკების ჩათვლით.
e54aeadd7a04

მაიას ტომი კაკაოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. შოკოლადის, როგორც წმინდა სასმელს, რიტუალების დროს სვამდნენ, ხოლო ღმერთების პანთეონში კაკაოს ღმერთიც ყავდათ. როგორც ცნობილია, პირველად მაიას ტომმა გააშენა კაკაოს პლანტაციები. ისინი შოკოლადისგან სხვადასხვა სასმელს ამზადებდნენ, რომელშიც მიხაკს, წიწაკას ურევენ – შაქრის არსებობა მაშინ ინდიელებისთვის უცნობი იყო. მაიას ტომის ხალხი შოკოლადის სასმელს XOCOLATLL უწოდებდნენ, აცტეკები – Cacahuatl.

ეს სახელწოდებები 2 სიტყვისგან წარმოიშვა: choco ანუ xocol (ინდიელების ენაზე ქაფი) და alt (ინდიელების ენაზე წყალი) იმ დროს შოკოლადის სასმელის სახით მიირთმევდნენ.
აცტეკებიც მას სამოთხის ხედ მიიჩნევდნენ, მაის ტომის მსგავსად, კაკაოს მარცვლებს ფულს მაგივრად იყენებდნენ.
318773d5a592
მეცნიერების აზრით ეს პირამიდა ეძღვნება მაიას ტომის მაგიურ მბრძანებელ კუკულკანს. 

მსგავსი ამბები

Back to top button